TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს

TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს

29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.

ეს ინტერნეტის დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის შექმნის გზაზე Tron-ის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. კომპანია, რომელმაც წლის დასაწყისში BitTorrent იყიდა, ამჯერად მისი პოტენციალის რეალიზებას იმედოვნებს და გეიმ-ფონდმა ამ გრძელვადიან გეგმებში არც თუ უკანასკნელი როლი უნდა შეასრულოს.

ამ მიზნით Tron საკუთარი პლატფორმის მიღმა აპლიკაციების შექმნას გეგმავს. მან ქსელი MainNet უკვე გაუშვა, რომელსაც წამში 2000 ტრანზაქციის დამუშავება შეუძლია. Tron-მა მომხმარებლებს საკუთარ ქსელ MainNet-ში რამდენიმე ენის მხარდაჭერით, მათ შორის - Solidity, სმარტ-კონტაქტების გამოყენების საშუალება მისცა.

გარდა ამისა, ფაილების გადაცემის პროტოკოლს BitTorrent  1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, BitTorrent-ს და Sun uTorrent-ს - დღეში 25 მილიონი აქტიური მომხმარებელი და თვეში 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

სტარტაპის უფროსის, ჯასტინ სანის აზრით, ონლაინ-თამაშებმა თავი ტრადიციული ინტერნეტის ყველაზე მომწიფებულ დარგად წარმოაჩინეს.

მომავალში, როდესაც ინტერნეტი მეტად დეცენტრალიზებული იქნება, ონლაინ-თამაშებს, უდავოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. Blockchain ფონდის შექმნის წყალობით, blockchain -ის დეცენტრალიზაციის, გამჭვირვალობისა და უცვლელობის ფუნქციის გამოყენებით,  Tron სათამაშო სფეროში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას იმედოვნებს. შედეგად მოთამაშეები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუკეთესო სათამაშო გამოცდილების მიღებას შეძლებენ, blockchain ტექნოლოგიები კი უფრო ფართოდ იქნება გავრცელებული. ინტერნეტის დეცენტრალიზაცია, ბოლოს და ბოლოს, განხორციელდება.

Blockchain ტექნოლოგიის მქონე თამაშები უნიკალურ ნივთებს, საკოლექციო ნივთებს შესთავაზებს, რომლებიც უფრო ღირებული გახდება და გეიმერებს თამაშის დროს ნივთების ან ტოკენების მოპოვების საშუალება ექნებათ.

„ეს სამყარო Ready Player One-ს რეალურს გახდის“ - აღნიშნა ჯასტინ სანმა.

ასევე წაიკითხეთ

25792018-11-09

პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტალურ blockchain-პლატფორმის გამოყენებით არჩევნები ჩატარდა

დასავლეთ ვირჯინიაში ექსპერიმენტალური არჩევნები blockchain-პლატფორმაზე დაყრდნობით ჩატარდა. ამ შტატის ამომრჩევლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ხმის მიცემის პროცედურა მობილური მოწყობილობების მეშვეობით გაირეს. პირველად ისტორიაში, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საპილოტო პროქტში სმრტფონები, სახის ამოცნობის ტექნოლოგია და blockchain-ტექნოლოგიები ერთდროულად იყო გამოყენებული, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოს.

Blockchain
36402018-12-26

WhatsApp-ი ახალ საგადასახადო სისტემაზე მუშაობს

როდესაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციია იმის შესახებ რომ, Facebook-ი კრიპტოვალუტურ პროექტზე აპირებს მუშაობას, WhatsApp-ის, მისი შვილობილი კომპანიის წარმომაგენლებმა, ახალი ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნით თაობაზე განცხადება გააკეთეთეს.

გადახდის სისტემები, Стабильные коины, Blockchain

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Blockchain

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64382018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43242018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33752018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33582018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32812018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain