ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network (TON)-ის გაშვება კრიპტოვალუტა Gram-ის გაძვირებას გამოიწვევს, რომლის გამოშვებას, უკვე ერთი წელია, დუროვი ცდილობს. ასეთი დასკვნა Hash CIB-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს.
Hash CIB - საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც Qiwi ჯგუფის წევრია და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი სოლონინია, რომელმაც TON-ში $17 მლნ ჩადო. Hash CIB-მა კრიპტოვალუტა Gram -ის პერსპექტივების შესახებ კვლევა ჩაატარა და ანგარიში გამოაქვეყნა იმ მითითებით, რომ ეს ინვესტიციებისთვის რეკომენდაციას არ წარმოადგენს.
თავიანთ პროგნოზში ანალიტიკოსები Gram-ს იმ ბაზრების დაპყრობას უწინასწარმეტყველებენ, რომელსაც პოტენციურად ბლოკჩეინ-პლატფორმა TON-ი დაიკავებს. პლატფორმის სატესტო ვერსიის გაშვება ნოემბერში იგეგმება და რამოდენიმე კომპონენტის შერწყმაზე იქნება დაფუძნებული: Proof-of-Stake სისტემაზე, ქლაუდ საცავებზე, DNS სერვერზე და ანონიმაიზერზე. ახალი სერვისების - VPN და DNS, Telegram-მა პრეზენტაცია 2019 წელს დაგეგმა.
ერთის მხრივ, ბლოკჩეინ-პლატფორმის მრავალმოდულობა ინვესტორების დიდ ინტერესს იწვევს, მეორეს მხრივ კი - Telegram-ი რინგზე IT-ინდუსტრიის მძიმეწონიან წარმომადგენლებთან აპირებს ასპარეზს. ძირითად კონკურენციას Telegram-ს არა მესენჯერიბი, არამედ ბლოკჩეინ-პროექტები უწევენ. გარდა ამისა, Telegram-ი, დამატებითი გარემოებების გათვალისწინების გამო, ბაზარს რაციონალურად ვერ აფასებს.
თუმცა, Hash CIB-ს ანალიტიკოსები კომპანიის შანსებს ყველა მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევენ. ისინი თვლიან, რომ მოვლენების შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, TON-მა სხვადასხვა ბაზრებზე ათპროცენტიან წილზე იქონიოს პრეტენზია. პროგნოზების თანახმად, ამ 10% ბლოკჩეინ-პლატფორმა 8 წლის შემდეგ დაიკავებს - დაახლოებით 2026 წელს.
გასული ICO ეტაპების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე ტოკენის ფასის ზრდის $0,38-დან და $1,33-მდე მეორე ეტაპზე გათვალისწინებით, კრიპტოვალუტა Gram-ის რაციონალური ფასი - $5,9 გამოითვალეს. პაველ დუროვის პლატფორმის და სერვისების გაშვებაც ტოკენის ფასის სწრად ზრდაზე დადებითად აისახება.
თუმცა, ბევრი ექსპერტი ანგარიშში აღწერილ TON-ის და კერძოდ Gram-ის პერსპექტივებს, სკეპტიკურად უყურებენ. პირველ რიგში, დეველოპერების მცირე გუნდმა პროკსი-სერვერის სამუშაო კონცეპტი ჯერ კიდევ არ შეიმუშავა და კრიპტოპლატფორმის დანერგვის ვადებს დიდიხანია გადააცილა.
ასევე წაიკითხეთ
Ripple-მა, NEM-მა, Fetch-მა და Cardano-მ ბლოკჩეინ-ასოციაცოა შექმნეს
ასოციაცია Blockchain for Europe ახალი ტექნოლოგიებისა და ევროპელებს შორის ცნობიერების ამაღლებისთვის, მარეგულირებელთან დაიწყებს თანამშრომლობას.
კომპანია Whiteblock-მა დაადგინა, რომ EOS-ი ბლოკჩეინი არ არის
Whiteblock-ი - ბლოკჩეინების ტესტირების პლატფორმამ, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს-დეველოპერებს შეამოწმონ წარმადობა და განავითარონ განაწილებული რეესტრების ტექნოლოგია, განაცხადა, რომ EOS-ი არ არის ბლოკჩეინი. ანალიზის ჩატარების შემდეგ Whiteblock-ი მივიდა დასკვნამდე, რომ EOS-ი არის მხოლოდ გამოთვლების cloud სერვისი.