ბლოკჩეინზე ტრადიციული ფასიანი ქაღალდების ციფრული პროდუქტების შესახებ საკუთარი ინიციატივის ფარგლებში, სერია A-ს დაფინანსების რაუნდში სტარტაპ Securitize-მ 13 მილიონი დოლარი მოაგროვა.
გენერალური დირექტორის, კარლოს დომინგოს ინფორმაციით, კომპანია Blockchain Capital-ის ხელმძღვანელობით, ტოკენების-ფასიანი ქაღალდების გამოშვების წინ, „გათვითცნობიერებული ინვესტორების“ მხრიდან სტარტაპმა აქციონერულ კაპიტალში ინვესტიციები მოიზიდა.
ცოტა ხნის წინ კომპანია Blockchain Capital-ის თანადამფუძნებელი პარტნიორი, ბრედლი სტივენსი სტარტაპ Securitize-ს დირექტორების საბჭოს შეუერთდა. ინვესტორების სახით ასევე კომპანია Coinbase Ventures, Xpring, OK Blockchain Capital, Global Brain და NXTP გამოვიდნენ.
დომინგომ განმარტა, რომ სტარტაპი საფონდო ინდუსტრიის, რომელიც ამჟამად 7 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, დეცენტრალიზებულ რეესტრებზე გადაყვანას გეგვამვს, ვინაიდან ისინი უფრო გამჭვირვალე, შემოწმებითვის ხელმისაწვდომია და მომენტალურ ტრანზაქციებს უწყობს ხელს.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამჟამად გლობალურ მასშტაბში ტრადიციული ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის ტოკენიზაცია მიმდინარეობს. იმისთვის, რომ განვითარებად ბაზრებზე ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ, ჩვენ დეველოპერების გუნდისა და ლათინური ამერიკიდან აზიის-წყნარი ოკეანის რეგიონამდე და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გეოგრაფიული ყოფნის გაფართოვებას ვგეგმავთ.
სტარტაპმა უკვე დაიწყო ციფრული ქაღალდების ისეთი კომპანიებისთვის გამოცემა, როგორიცაა 22x, SPiCE VC და Augmate, ასევე კომპანია Bankchain Capital-ისთვის ტოკენი BCAP გამოუშვა.
კომპანიის ციფრული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე პლატფორმა AirSwap-ზე და OpenFinance-ზე ხორციელდება.
კომპანია Securitize-ს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომელიც კანონიერი, ლიკვიდური და ადვილად გაყიდვადი აქტივების მქონე კერძო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განბლოკვისთვის არის გამიზნული.
მასალების მიხედვით https://www.coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
ამიერიდან Dota 2-ში 1ST ტოკენების გამომუშავება შეიძლება
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ბაზაზე აგებული პირველი კიბერსპორტული პლატფორმის - FirstBlood-ის წარმომადგენლებმა ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაციის ბეტა ვერსიის ამოქმედების შესახებ განაცხადეს. მისი გამოყენებით მოთამაშეები ერთმანეთს 1ST ტოკენების მოპოვებაში შეერკინებიან.
Swiss Post-ი და Swisscom-ი ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის ინფრასტრუქტურას შექმნიან
საფოსტო სამსახური Swiss Post-ი და სატელეკომუნიკაციო ფირმა Swisscom-ი შვეიცარიაში, ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის უსაფრთხო და საიმედო ინფრატრუქტურის შექმნისთვის გაერთიანდნენ. ორივე კომპანია ქსელს საკუთარი სერვისების მართვისთვის და სამომავლო აპლიკაციების შექმნისთვის გამოიყენებს.