ნევადას შტატში მდებარე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ადგილობრივი ინტრიეგების სამიზნედ იქცა, რადგან ის წელს, ნაღდი ანგარიშწორებით, 170 მილიონ აშშ დოლარად, კომპანია Blockchains LLC-მა იყიდა. კომპანიის მფლობელმა - იურისტმა და მილიონერმა ჯეფრი ბერნსმა წინა კვირას თავის საკუთრებას Polaris-ის ფირმის კვადროცილიკთ გასაცნობი წრე დაარტყა.
56 წლის მილიონერი უდაბნოში ისეთი ქალაქის მშენებლობაზე ოცნობებოს, რომელშიც ყველა ბლოკჩეინ სისტემა იმუშავებს. გარდა ამისა, ქალაქში მაღალტექნოლოგიური კველვითი ცენტრი, კოლეჯისა და ელექტრონული თამაშების არენა აშენდება.
ნევადა ბერნსს თავისი საგადახადო შეღავათებით და მოგების საგადასახადის არქონით იზიდავდა. შესაძლოა, რომ მისმა ამბიციებმა შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ უდიდესი უპირატესობა აქვს - ის საკუთარი ფულის დახარჯვას აპირებს. მიწა, პროექტი და 70 თანამშრომელი ბეერნს 300 მილიონი დაუჯდა, ხოლო 67 000 აკრის მიტოვებული მიწის ყიდვა - ბერნსითვის დიდ ქონებრივ რისკს წარმოადგენს, რომელზეც ის თავისი ოცნების განსახორციელებლად წავიდა.
ბერნსი უძრავი ქონების მაგნატად გადაქცევას და მისი გაყიდვის ხარჯზე გამდიდრებას არ გეგმავს. მისი თქმით, გეგმის თანახმად, პროექტის მართვა და ასევე 90 % დივიდენდის მიღება კორპორატიულ სტრუქტურას უნდა გადაეცეს, რომელსაც მომავალი რეზიდენტები, თანამშრომელბი და ინვესტორები მართავენ. სავარაოუდოდ, ეს სტრუქტურაც, რომელსაც პირობითად „ერთობლივი ორგანიზაციის განაწილება“ ეწოდება, ბლოკჩეინზე იმუშავებს.
ბერნსმა ადგილობრივი ჩინოვნიკების მხარდაჭერაც მოიპოვა, რომლებიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარებისენ მიისწრაფიან. ნევადას გუბერნატორმა ბრაიან სანდოვალმა ბერნსის პროექტის შესახებ განცხადება ოფიციალურ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელსაც Tesla -ს აღმასრულებელი დირექტორი ილონს მასკი ესწრებოდა. ნევადაში მდებარე Tesla -ს უდიდესი ქარხანა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ შენობად დასახელდა, ბერნსის მიწებით არის გარშემორტყმული. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Google, Apple და Switch, ასევე ფლობენ უძრავ ქონებას ტექნოლოგიურ პარკში, რომელიც ბერნსის მიწითაა გარშემორტყმული.
ამ კვირის განმავლობაში, ბენსმა შტატის ძირითად ენერგეტიუკულ კომპანია NV Energy-თან ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად, კომპანიამ ბლოკჩეინის გავლით ენერგიის მიწოდება უნდა მართოს.
სთორის ოლქი, სადაც ეს ყველაფერი მდებარეობს 4 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ცხოვრობს. ამ დრომდე, ეს ოლქი თავისი ვერცხლის საბადოებითა და ძვირადღირებული ბორდელით (რომლიც ოლქის გუბერნატორს ეკუთვნის) იყო ცნობილი. იმავე გუბერნატორმა, ლანს გილმანმა ბორდელის მოსაზღვრე მიწები შეისყიდა და ინდუსტრიულ პარკად აქცია, სადაც ამჟამად კომპანიები Tesla და Google არიან განლაგებულნი.
ბერნსი 2019 წლამდე მშენებლობის დაწყებას არ გეგმავს. ამ პერიოდისთვის, ოლქის წარმომადგნელები პროექტის დამტკიცებას მოასწრებენ.
ბერნსმა თავისი კაპიტალის ნაწილი კრიპტოვალუტა ETH-ის დროული გაყიდვით მოახერხა, რაც თავისი ოცნების პროექტის დაფინანსების საშუალებას აძლევს. ბერნსი ეთერიუმის თავისი პროექტის სისტემაში ჩართვას აპირებს. ქალაქის თითოეულ მოსახლეს თავისი Ethereum მისამართი მიენიჭება, რომელსაც ისინი არჩევნებისთვის და გადასატანი მონაცემების შესანახად გამოიყენებენ.
მასალების მიხედვით economictimes.indiatimes.com
ასევე წაიკითხეთ
Facebook-ი ბლოკჩეინ-სპეციალისტების დიდ ჯგუფს კრიბავს
გასული წლის მაისის თვეში, კომპანია Facebook-ის წარმომადგენლებმა ექსპერიმენტული ბლოკჩეინ ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი უხელმძღვანელებდა. მანამდე მარკუსი Facebook Messenger-ის შემმუშავებლების გუნდს მეთაურობდა.
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.