blockchain ტექნოლოგია შეიძლება ქმედითი და ეფექტური ინსტრუმენტი გახდეს უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის უფლებების გაყალბებასთან ბრძოლაში.
ყაზახეთის პარლამენტში blokchain-ის თემა პირველად არ გაჟღერებულა. სახელმწიფო მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი Blockchain-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფისკალური სისტემის შემუშავება. ფინანსთა სამინისტრო უკვე შეუდგა დეცენდრალიზირებული მონაცემთა ბაზის დანერგვას, ყიდვა-გაყიდვის იდენტიფიკაციისა და დღგ-ს დაბრუნების მიზნით.
ახალი მეთოდებს უძრავი ქონების სექტორშიც ელოდებიან, მიწის საკადასტრო და საბანკო მომსახურებისთვის. ზუსტად ამ წინადადებით გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ბოჟკო. Blockchain-ი შეიძლება საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს თაღლითობის წინააღმდეგ ეფექტური ინსტრუმენტი გამოდგეს.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დღესდღეობით უძრავ ქონებაზე ყალბი საბუთებით რეგისტრაცია იშვიათობას არ წარმოადგენს და blockchain ტექნოლოგიის დანერგვა ამას უმოკლეს ვადაში ბოლოს მოუღებს. ასეთი პრაქტიკა უკვე წარმატებით გამოიყენება საქართველოში და ინდოეთში, ხოლო უკრაინასა და შვედეთში, გეგმავენ მსგავსი გადანაწილებული რეესტრების გამოყენებას.
ახალი სისტემის შემოტანა მოგვცემს საშუალებას შევინახოთ საკუთრების უფლებების შესახებ მონაცემებს, გაასაჯაროებს კადასტრს დაინტერესებულ უწყებებისთვის, ბანკებისთვის, რიელტორებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის. ბოჟკოს ინფორმაციით, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 1.7 მილიონი უფლება რეგისტრირდება და საკუთრების, ელექტრონულ ფორმატში დაახლოებით 10 მილიონი ცნობა გაიცემა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს, როგორც თვითონ პროცედურის უზრუნველსაყოფელად ასევე სახელმწიფო სამსახურის ხარისხის კონტროლისთვის. იურიდიული და ნაკვეთების კადასტრების Blockchain სისტემაზე გადასვლა, თავისთავად გამორიცხავს თაღლითური სისტემის გამოყენებასა და გარანტირებულად სწრაფს და უსაფრთხოს გახდის, რაც მსგავსი ტექნოლოგიის პრაქტიკამ უკვე საქართველოსა და აშშ-ში გვაჩვენა, სადაც შეუფერხებელ წვდომას გვაძლევს უძრავი ქონების რეესტრთან უზრუნველყოფს საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესების გამჭირვალობას.
ასევე წაიკითხეთ
Tron-მა 1 მილიონ მომხმარებელს მიაღწია
ბლოკჩეინ Tron-მა, 23 დეკემბერს 1 მილიონიან მომხმარებელს მიაღწია. პროექტ IAmDecentralized.org-ის კრიპტოვალუტური პროექტის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, მიშეი ლედერმანმა, ქსელში სტატისტიკა გამოაქვეყნა, რაც ამ რაოდენობის მისამართებს ადასტურებს.
Huawei ბლოკჩეინზე სერვისს გაუშვებს
კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ შეწტყობინება გაავრცელა, რომ Cloud Blockchain Service-ს (BSC) გაუშვებს. მუშაობის დაწყება, ბლოკჩეინის ინდუსტრიის მიმართულებით, კომპანიისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია. ა.წ ოქტომბერში Huawei-მ ჩინეთის მომხმარებლებისთვის კომერციული სერვისი გაუშვა.