ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.
პროკურორები მას 2013 წლის მეოთხე კვარტალში, კლიენტების სააღრიცხვო ჩანაწერებიდან 340 მილიონი იენის მიტაცებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კარპელესი ამ ფულს ბიზნესის შესაძენად და ქირის გადასახდელად იყენებდა.
კარპელესი სახსრების მიტაცების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სახსრები დროებით სესხად უნდა იყოს მიჩნეული.
ტოკიოს საოლქო სასამართლოს მოსამართლემ მკაცრი განაჩენის გამოტანა მოითხოვა, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარემ სესხის აღების დამადასტურებელი საბუთები ვერ წარმოადგინა, ხოლო ბრალდებულს ამ სახსრების დაბრუნების განზრახვა არ ჰქონია.
ბირჟა Mt.Gox-ი 2014 თებერვალში, მისი ანგარიშებიდან 48 მილიარდი იენის ($423 მილიონი) ბიტკოინებში და კიდევ 2,8 მილიარდი იენის ფიატში გაქრობის შემდეგ გაკოტრდა. კარპელესი ამაში თავის მონაწილეობას უარყოფს და ყველაფერს გადამცვლელის გატეხვას აბრალებს. პროკურორებს ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზები არ გამოუკვლევიათ.
მიმდინარე წლის ივნისში ტოკიოს საოლქო სასამართლომ გადამცვლელი სამოქალაქო რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართო და კლიენტების მიმართ დავალიანების დაფარვა იმ დროისთვის გვარიანად გაძვირებული ბიტკოინებით დაავალდებულა.
მასალების მიხედვით asia.nikkei.com
ასევე წაიკითხეთ
იურიდიული ასპექტები უძრავი ქონების კრიპტოვალუტის სანაცვლოდ შეძენისას
კრიპტოვალუტით, დღევანდელ დღეს, ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ან თითქმის ყველაფრის. თავი უნდა დავიცვათ თუ ლაპარაკია ისეთ სერიოზულ საქმეზე, როგორიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაა, და ყველაზე მთავარი - რომელი წესებია საჭირო, რომ მსგავსი გარიგებების გაფორმებისას დაცული ვიყოთ. სწორედ, დღევანდელ ჩვენს მიმოხილვაში, ვეცდებით გავარკვიოთ იურიდიული გარიგების “კრიპტის” ასპექტები, ვინდაიდან, აბსოლუტური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ რაღაც იდეები არსებული რეალობის გათვალისწინებით მოიპოვება.
იურიდიული ფირმა პირამიდის შემქმნელებს უჩივის
ამერიკული იურიდიული ფირმა Silver Miller-ი, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოვალუტური ინვესტიციებია, ინვესტორ ჯერემი სპენსს უჩივლა. ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, სპენსი კრიპტოვალუტურ პირამიდას მართავდა და ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდა.