პრაღაში გამართულ კონფერენციაზე Devcon 4-ი ვიტალი ბუტერინმა ეკოსისტემის Serenity-ს სახელით ცნობილ ახალ Ethereum 2.0-ის ვერსიაზე გადასვლის გზამკვლევი წარმოადგინა.
ბუტერინს პროექტის ტექნიკურ მხარეზე ყურადღება პრაქტიკულად არ გაუმახვილებია და აქცენტი Ethereum 2.0-ის შექმნის ისტორიის თავისებურებებზე გაამახვილა.
Serenity-ის მასშტაბური აპგრეითი, რომელმაც საკვანძო პროექტები გააერთიანა, 2014 წლიდან იქმნებოდა. ბუტერინის თქმით, ვერსია Ethereum 2.0-ი ეს სხვადასხვა ფუნქციების იდეალური შერწყმაა. Serenity-ის ძირითად შემადგენელი ნაწილებია - ალგორითმი proof-of-stake-ი, პროექტი Casper-ი, მასშტაბურობის გაუმჯობესება, პროტოკილის შეცვლილი ლოგიკა და ეკონომიკა.
ბუტერინის თქმით, Proof-of-Stake-სკენ მიმავალი გზა, 2014 წელს ბლოგში გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო. სტატიაში აღწერილი იყო საბაზო კონცეფციად გამოყენებული ალგორითმი Slasher-ი. მისი დედააზრი უკანონო ქმედების ჩადების დროს ადამიანი დაკავებაში და მის მიმართ წაყენებული ბრალეულობის სრულად დამტკიცების შესაძლებლობაში მდგომარეობს. იდეის ავტორის აზრით ეს სისტემის უსაფრთხოების დონეს აამაღლებს.
განახლებაზე მუშაობის დროს, ტექნიკური გუნდი ყურადღებას მასშტაბურობაზე ამახვილებდა. მთავარია - რომ Ethereum-ი ამ საქმის წარმოებისთვის საჭირო წარმადობის უზრუნველყოფას შესძლებს. ჩატარებული იყო ვირტუალური მანქანის ოპერაციული სისტემის სისტემური ფაილების (EWASM) განახლება და გაუმჯობესება.
კონცეფციის პრაქტიკულ რეალიზების ვადებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ბუტერინმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, თუმცა დასძინა რომ „ეს არც ისე შორეული მომავალია
ასევე წაიკითხეთ
ETCDEV: სიკვდილი დეტალებში
გაჭიანურებული დათვური ტრენდის შედეგებმა პირველი ნაყოფი გამოიღო. წინა კვირაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება Ethereum Classic-ის დეველოპერების ძირითადმა გუნდმა ETCDEV-მ (Ethereum Classic Development Company) გააკეთა.
ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ
ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ. 2016 წლის ივლისში, როდესაც ჰაკერულმა თავდასხმამ მთელი ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ნამდვილი ბუნება ეჭვის ქვეშ დააყენა, Ethereum-ის ფონდს ნაწილი გამოეყო და საკუთარი კრიპტოვალუტა - Ethereum Classic (ETC) ჩამოაყალიბა. საკმაოდ გასაკვირია, რომ Ethereum-ის ფონდმა ETC-თვის Ethereum Classic-ის ფონდში $150 000 გაიღო.