ბულგარეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პასპორტების უკანონო გაცემის ბრალდებით, მთავრობის ორი წარმომადგენელი დააკავეს, რომლებიც თავისმხრივ გაწეული უკანონო ქმედებისთვის ქრთამს კრიპტოვალუტაში იღებდნენ.
საქმის მასალების თანახმად, ორივე პირს საზღვარგარეთ მყოფი ბულგარელი მოქალაქეების ეროვნულ სააგენტოში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ. გამოძიების ვარაუდით, 2017 წლის ივლისიდან მოყოლებული, დაკავებული პირები კვირაში საშუალოდ 5-დან 15-მდე ქრთამს იღებდნენ.
ერთ-ერთი მტკიცებით, იმ ადამიანს, რომელიც ჩინოვნიკებისთვის ქრთამის მიცემაზე უარს ამბობდა, საბუთების გაცემას ხელოვნურად უჭიანურებდნენ. ამას ადასტურებეს სხვა მოწმეების ჩვენებებიც - ქრთამის მიცემის გარეშე საჭირო საბუთის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ბრალდების მხარის განმარტებით, თავდაპირველად უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც ბულგარული პასპორტის გაცემაზე უარი უთხრეს, ჩინოვნიკებს ბიტკოინებში ქრთამი შესთავაზა და უმოკლეს დროში პასპორტიც მიიღო. დაცვის მხარე ყველაფერს კატოგორიულად უარყოფს და სათანადო ნივთმტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას.
საგამოძებო სამსახურმა წაყენებული ბრალის დამტკიცებისთვის, დაკავებული ჩინოვნიკების ბიტკოინების-საფულეების კონფისკაცია მოახდინა.
საქმეის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ (რომელიც ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა) განაცხადა, რომ მან თვეების მანძილზე კრიპტოვალუტაში ქრთამის გადაცემის სქემის შესახებ იცოდა. მეორე მოწმის თქმით, მან ქრთამის სახით 5000 ევრო ბრალდებულებს რამდენიმეჯერ თავად გადასცა.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტო-გიგანტები პერსონალის შემცირებას გეგმავენ
South China Morning Post-ის (SCMP) თანახმად, Bitmain Technology-მ და Huobi Group-მა თანამშრომლების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთეს.
სანამ KFC ყოყმანობდა, Church's Chicken-მა კრიპტოვალუტური გადახდების მიღება დაიწყო
სწრაფი კვების ამერიკულმა კომპანიამ Church's Chicken-მა ვენესუელაში კრიტპვალუტა Dash-ში გადახდების მიღება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია თავის Facebook-გვერდზე განათავსა. კრიპტოვალუტას Church's Chicken-ის ათივე რესტორანში იღებენ. Church's Chicken-ში Dash-ით გადახდის პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა და ამის ამსახველი ვიდეო თავის YouTube-არხზე ატვირთა. გლობალური სწრაფი კვების რესტორნებს შორის, Church's Chicken პირველია, ვინც „კრიპტას" ღებულობს.