მომავალ კვირას Bitcoin Cash-ის საზოგადოებას ჰარდფორკი ელოდება. ცოტა ხნის წინ, თავიანთი ხედვა ფორკის შემთხვევაში მხოლოდ Bitasiex-მა, Coinex-მა და Ledger Wallet-მა გაჟღერა, მაგრამ ამ დროისთვის მსგავს განცხადებას უკვე მრავალი კომპანია აკეთებს.
2 ნოემბერს, Coinbase და Binance პლატფორმებმა გაამხილეს, თუ როგორ გეგმავენ მოქმედებას ფორკის შემთხვევაში.
კომპანია Binance-მ დღეს დილას თავის ბლოგში სურვილის შესახებ განაცხადა, რომ "მომავალი Bitcoin Cash-ის ჰარდფორკს მხარს დაუჭერს".
ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ Binance მოახლოვებულ Bitcoin Cash-ის ჰარ ფორკს მხარს დაუჭერს. სურათს გადავუღებთ ყველა BCH ანგარიშს 2018/11/15 18:40 (GMT+4). დეპოზიტები და Bitcoin Cash-ის მოხსნის საშუალებები შეჩერებული იქნება 2018/11/15 17:00:00 (GMT+4)-დან.
Binance-ს განცხადების პუბლიკაციიდან 12 საათის შემდეგ, Coinbase-ს წარმომადგენლებმა მსგავსი განცხადება გააკეთეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "გადამცვლელი მზად არის პროექტს მხარი დაუჭიროს, რისი გზამკვლევიც Bitcoincash.org-ზე არის გამოქვეყნებული", ასევე, მიბმულია Bitcoin ABC გუნდის Github საცავის ბმული. გარდა ამისა, კომპანიის თანამშრომლები არწმუნებდნენ თავიანთ კლინტებს, იმაში, რომ მათი ფულადი სახსრები დაცულია.
5 ნოემბერს Poloniex გადამცვლელმა, განაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რომ იგი 15 ნოემბერს ფორკს მხარს დაუჭერს და შეაჩერებს ტრანზაქციებს. სავაჭრო პლატფორმის განცხადების თანახმად, განახლების პერიოდში, გადაიღებს ყველა BCH ბალანსის სურათს და, ასვე, შეაჩერებს ყველა მის ტრანზაქციას. ქსელის სტაბილიზაციის შემდეგ, ყველა დეპოზიტსა და თანხების მოხსნის საშუალებას აღვადგენთ", - მითითებულია კომპანიის ვებ-გვერდზე.
იმავე დღეს, Kucion გადამცვლელმა, ასევე გააკეთა განცხადება Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკის მხარდაჭერის მზადყოფნის შესახებ. ზუსტად ასევე, Kucoin-ის თანამშრომლები გადაიღებენ BCH-ს სურათებს და შეაჩერებენ ტრანზაქციებს.
დეპოზიტები და BCH განაღდება 15 ნოემბერს 23:00:00 საათიდან (GTM+4) იქნება შეჩერებული.
გარდა ამისა, მსგავსი განცხადება რამდენიმე საფულის მწარმოებელმაც გააკეთა. მაგალითად, აპარატული საფულეების მწარმოებილმა კომპანიაTrezor-მა, სულ ცოტა ხნის წინ თავის Twiter-ში დაწერა, რომ მათი მომსახურება მთლიანად არის თავსებადი Bitcoin ABC-ს კლიენთთან და მომავალ განახლებას მხარს დაუჭერს.
მომხმარებლებმა თავისით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რათა მონეტა გადაიტანონ სხვა ჯაჭვზე, თუ ისინი გაჩნდებიან. Electron Cash მხარს უჭერს Trezor-ის ყველა ჯაჭვს, ამიტომ მომხარებელს მარტივად შეუძლია აირჩოს სასურველი ჯაჭვი.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
ფორკის მოლოდინში Bitcoin Cash-ი 25 % გაძვირდა
15 ნოემბერს ჰარდფორკმა შესაძლოა BCH-ს ქსელი გაყოს. კრიპტოკომპანიებმა ამ მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს. საზოგადოების ნაწილი Bitcoin ABC-ს გუნდის იდეას ემხრობა, რომელმაც წინა წლის აგვისტოში Bitcoin-ის ბლოკჩეინი გაყო და Bitcoin Cash-ი შექმნეს. მეორე ნაწილი კი nChain-ის მიერ შემუშავებულ ქსელს უჭერს მხარს, რომელიც რაით კრეიგს და CoinGeek მაინინგურ პულს სახელს უკავშირდება.
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.