შიში და სიძულვილი მანჩესტერში

შიში და სიძულვილი მანჩესტერში

სტუდენტების ჯგუფი, რომელსაც გიმნაზიის კურსდამთავრებული ედგა სათავეში, ნარკოტიკებს ბიტკოინებზე ყიდიდა, იმის იმედით, რომ ანონიმურობას შეინარჩუნებდა და შესაძლო გამოძიებას დააბნევდა. სტუდენტები, რომლებიც გეოლოგიას,

ინფორმატიკას და ფარმაკოლოგიას სწავლოდნენ, მოგების მიღების შემდეგ „ფულადი თანხის დასახარჯად, რომელიც მათ მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს არ შეესაბამებოდა“, უმალ გაემგზავრნენ. დროსტარება და გართობა მათ ჯერ იამაიკაზე დაიწყეს, შემდეგ ბაჰამებზე გადაინაცვლეს, მერე კი ევროპაში დისლოცირდნენ, სადაც შამპანიური “Veuve Clicquot" დიდძალი რაოდენობით იგემეს.

თუმცა მათი საწარმო, რომელსაც ისინი პირდაპირ მანჩესტერის ცენტრიდან ხელმძღვანელობდნენ, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა თითქმის ორწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ დახურეს. ამჟამად ნიჭიერ სტუდენტ ქიმიკოსს ბასილ ასაფს ხანრგძლივი პატიმრობა ემუქრება, ვინაიდან მან საბრალდებო დასკვნის 10 პუნქტში ბრალი აღიარა.

მოპოვებული მტკიცებულებების დახმარებით, სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ

საკულტო ტელესერიალ Breaking Bad-ში ქიმიის მასწავლებლით, ნარკოდილერითა და კრიმინალური გენიოსით, უოლტერ უაითით შთაგონებულმა ასაფმა საიტ Silk Road-ზე სპეციალური ანგარიში შექმნა. ეს საიტი შავი ბაზარია, რომელიც დარქნეტში ჩვეულებრივი ბრაუზერებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ პლატფორმაზე ბანდა ნარკოტიკებით თითქმის ორწელიწადნახევარს ვაჭრობდა, სანამ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა Silk Road-ის მუშაობის შეწყვეტა არ მოახერხეს. სტუდენტების ჯგუფი ექსტაზის ფართო სპექტრს, ჰალუცინოგენ LSD-სა და 2CB-ს, ასევე ცხენის ტრანკვილიზატორს - კეტამინს მთელი ამერიკის, ევროპისა და ავსტრალიის მასშტაბებით ყიდიდა. მათი გაყიდვების საერთო მოცულობამ დაახლოებით $1.14 მილიონი დილარი შეაგდინა, თუმცა მათი მოგება მრავალჯერ გაიზარდა, ვინაიდან გასამჯელოს ისინი მხოლოდ ბიტკოინებში (BTC) იღებდნენ. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ბიტკოინის ფასი 1000% გაიზარდა. ასაფმა მანჩესტერის ცენტრში ახალი ბინით დატრაბახების შანსიც არ გაუშვა ხელიდან.

ასაფის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას მტკიცედ სწამს, რომ მისი კლიენტი „მორალურად უდანაშაულოა“, ვინაიდან ნარკოტიკების მოხმარება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. პირად შეტყობინებებში, რომლებიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოძიების მიმდინარეობისას ლოგებიდან აღადგინეს, ასაფი ამტკიცებდა, რომ „ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, სინამდვილეში რამდენი ბიტკოინი გააჩნია“.

სამართალდამცავებმა ასევე აღმოაჩინეს შეტყობინება, რომელსაც ასაფი მეგობარს სწერდა: „მგონი, მე გოგო მოვკალი“, მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი კლიენტი ქალი სასწრაფო დახმარებამ პირდაპირ ღამის კლუბიდან წაიყვანა, სადაც მან ბასილისგან ნაყიდი ექსტაზი მიიღო. „ჩემს მეხსიერებაში ასეთი ბევრი საზარელი ისტორია ინახება. როდესაც მე „ბარიგობას“ ვეწეოდი, ის გოგონა ლამის მოვკალი, რომელთანაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ვმეგობრობდი“.

მეორე შეტყობინებაში ასაფი თანამზრახველს ამშვიდებდა: „ჩვენ უბრალოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ამით ვართ დაკავებულნი. გაიგე, რომ თუკი ყველაფერი ისე წავა, როგორც საჭიროა, სულ მალე ჩვენ მილიონერები გავხდებით“.

ბრალდების მხარემ ბასილისა და ასაფის კუთვნილი ბიტკოინების კვალის მიგნება ჯერ ვერ მოახერხა. სასამართლომ პროკურორის ჩვენებები მოისმინა და ბრალდების მხარის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მათი „მაღაზიის“ მუშაობის განმავლობაში ექსტაზის დაახლოებით 240000 აბი იყო გაყიდული, რისი თანხაც საშუალო ქუჩის ფასის გათვალისწინებით £750 000-ს შეადგენს.

ერთ-ერთი თანამონაწილის, ჯეიმს როდენის ტელეფონში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლება სერიალ Breaking Bad-იდან უამრავი ფოტო და ნახატი აღმიაჩინეს, რომელიც საწარმოს ერთგვარ „ლოკალურ მემად“ იქცა.

26 წლის ბასილ ასაფი „ძირითადი ფიგურა იყო“, ის Silk Road-ის სამომხმარებლო ანგარიშის ადმინისტრირებას ეწეოდა, ასევე საქონლის ფოტოებს აქვეყნებდა და ნარკოტიკებს გასაგზავნად ამზადებდა.

სტუდენტი გეოლოგი ელიოტ გიამსი, რომელიც ასაფთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდა, პირველად ეტაპზე მას პროექტის შექმნაში ეხმარებოდა, თუმცა მალე ის იძულებული გახდა, პროექტი დაეტოვებინა, ვინაიდან გაიმსი ასაფს „ყელში ამოუვიდა“. სტუდენტი ინფორმატიკოსი ჯეიმს როდენი და ფარმაკოლოგი ჯაკიშენ პატელი Silk Road-ის სამომხმარებლო ანგარიშის მოდერირებას ახორციელებდნენ და ნარკოტიკების შესყიდვებსა და გაყიდვებში მონაწილეობდნენ. სტუდენტი მარკეტოლოგი ამ სტრუქტურაში, ისევე, როგორც ყველა მარკეტოლოგი, ყველაზე მცირე როლს თამაშობდა - დროდადრო მას გამგზავრებისთვის საქონლის შეფუთვას „ანდობდნენ“.

ასაფმა და გაიმსმა ბრალი ბრალდების 10 პუნქტში აღიარეს, მათ შორისაა - შეთქმულება ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტის, იმპორტის და მომარაგების მიზნით, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით LSD-ს ფლობა მათი გავრცელების მიზნით. როდენმა და პატელმა 9 პუნქტი აღიარეს, მომავალმა მარკეტოლოგმა კი მხოლოდ ის აღიარა, რომ „თანამონაწილე“ იყო.


მასალების მიხედვით dailymail.co.uk

ასევე წაიკითხეთ

25152018-11-09

ჩინეთის სკოლის დირექტორი, სამუშაო ადგილზე, მაინინგის გამო კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს

ჩინეთის სკოლის ადმინისტრაციის ორი წარომომადგენელი სამუშაო ადგილას Ethereum-ის მაინინგისთვის ელექტრონერგიის მოპარვაში დაადანაშაულეს.

მაინინგი, იუმორი
35352018-12-26

ტერორისტმა სანტა კლაუსი მძევლად აიყვანა და გამოსასყიდს ბიტკოინებში ითხოვს

მძველად აყვანილი სანტა კლაუსის განთავისუფლების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ პოლუსის მთავრობისგან გამოსასყიდს ბიტკოინებში ითხოვენ.

იუმორი

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან იუმორი

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64342018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain