მძველად აყვანილი სანტა კლაუსის განთავისუფლების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ პოლუსის მთავრობისგან გამოსასყიდს ბიტკოინებში ითხოვენ.
სააგენტო Reuters-ის განცხადებით შობა ჩაშლის პირასაა. Grotto-ს ყოფილმა თანამშრომელმა ტრიქსი ქრენბერიმ სანტა კლაუსი გაიტაცა და ჩრდილოეთ პოლუსის მთავრობისგან გამოსასყიდს ბიტკოინებში ითხოვს.
უკანასკნელი ცნობებით, კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი გამტაცებელი, რომელიც რადიკალური ისლამის მიმდევარი გახდა, სლავური წარმოშობისაა და მისი რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაზეც ბევრს საუბრობენ.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სასოწარკვეთილი დამნაშავე, მთელი 2018 წლის განმავლობაში ICO-ში ინვესტიციებს დებდა და საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა. მისი მეუღლის განმარტებით, „ერთი პროექტი სკამერული აღმოჩნდა, მეორე - უბრალოდ ხუმრობა იყო, მესამე კი ჰგავდა რეალურ ბიზნესს, ფიზიკური მისამართით, ტელეფონით და ყველაფერი წესის თანახმად იყო, სანამ SEC-იდან განხორციელებული ზარის შემდეგ ის არ დაიხურა“. ბიტკოინის გარდა გამტაცებელი Ripple-საც დათანხმდებოდა, მაგრამ მისი მეუღლე დარწმუნებული არ არის, შეესაბამება თუ არა ის MetaMask-ის საფულეს.
ქრენბერი დაკარგული აქტივების ასანაზღაურებლად 1 ბიტკოინს ითხოვს. მოთხოვნილმა პატარა თანხამ ყველა გააოცა, მაგრამ ქრენბერის აზრით: „გასულ წელს ამავე დროს ბიტკოინი ოცჯერ უფრო ძვირი ღირდა. სწორედ ამდენი დავკარგე ამ წყეულ ICO-ებზე“.
ჩრდილოეთ პოლუსის პრეს-სამსახური რთული არჩევნის წინაშე დგას. ერთის მხრივ გადაიხადოს სანტა კლაუსის გამოსასყიდი და მეორეს მხრივ - დაელოდოს კრიპტოვალუტა XYO-ში ინვესტიციების შედეგებს. ეს ნაბიჯი მთავრობამ უკვე გადადგა და მოთმენლად ელის მოგებას, განსაკუთრებით დეველოპერების კომპანია SpaceX-თან გაფორმებული პარტნიორული თანამშრომლობის შემდეგ.
მძევლის განთავისუფლების თაობაზე დაწყებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოღო და დედამიწაზე მცხოვრები ორი მილიარდი ბავშვისთვის შობის დღესასწაული კრახის პირასაა. თავის მხრივ კრენბერი დანებებას არ აპირებს და იმდენხანს მოითმენს რამდენიც საჭიროა, მანამ სანამ პროექტ EQUI-ის ICO-ს მაინსეილი არ დაიწყება.
სააგენტო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
ასევე წაიკითხეთ
ჩინეთის სკოლის დირექტორი, სამუშაო ადგილზე, მაინინგის გამო კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს
ჩინეთის სკოლის ადმინისტრაციის ორი წარომომადგენელი სამუშაო ადგილას Ethereum-ის მაინინგისთვის ელექტრონერგიის მოპარვაში დაადანაშაულეს.
Tether -ს ბიბლიით ხელში უნდა ებრძოლო
ფინასების დარგში ტეხასელმა პროფესორმა ჯონ გრიფინმა და მისმა კოლეგამ ამინ შამსმა კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც ამტკიცებენ იმას , რომ როდესაც ბიტკოინის ფასი გარკვეულ დონემდე ეცემოდა, ტრეიდერები ზედმეტ აქტივებს Tether-ის სთეიბლკოინის მეშვეობით ყიდულობდნენ, რითაც ბიტკოინს ფასს უნარჩუნებდნენ.