Nasdaq-იდან ცოტა ხნის წინ ჩატარებული Jiguang-ის ანალიზის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს იყენებს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. ციფრები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის მერყეობის მიუხედავად, 230,84%-ით ზრდას აჩვენებს.
კომპანია Jiguang დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მომხმარებლების სტატისტიკის შეგროვების საშუალებას იძლევა. ხანდახან მონაცემები იმისთვის გროვდება, რომ ფირმებს მიმართული მარკეტინგული სტრატეგიების რეალიზებაში შეუწყოს ხელი და მაშინ კომპანია ზუსტ მონაცემებს, მომხმარებელთა აქტივობის ანალიზსა და ფინანსური რისკების ანალიზს წარადგენს.
კრიპტოვალუტური აპლიკაციების ინდუსტრიის შესწავლამ მათი გავრცელების არსებითი ზრდა აჩვენა.
ამასთან ერთად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოხმარება ქალებს შორის იზრდება. სექტემბრისთვის კრიპტოვალუტური აპლიკაციების მომხმარებელთა ერთ მესამედზე მეტს ქალები შეადგენდნენ, რაც შარშანდელ მონაცემებს 8,7% აღემატება. ასეთი ინფორმაცია ადასტურებს, რომ ჩინეთის კრიპტოვალუტურ სივრცეში გენდერული უთანასწორობა მცირდება, ისევე, როგორც მომხმარებელთა ასაკი.
აპლიკაციების მომხმარებელთა 70% მეტი 26-დან 35 წლამდე ასაკისაა. ახალგაზრდების რიცხვი, ვინც 25 წლამდე ასაკისაა, 13,1%-ით გაიზარდა.
ჩინეთის რეგიონებში ვირტუალური ვალუტის აპლიკაციების გავრცელების შედეგები აჩვენებს, რომ მსხვილ ქალაქებში აქტიური მომხმარებლების მხოლოდ 12,7% ცხოვრობს. ამასთან, 60% მხოლოდ ერთ აპლიკაციას იყენებს, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ImToken, OKEx და Firecoin Pro.
ასევე წაიკითხეთ
არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა
ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.
Bakkt-ის გაშვების შემდეგ შესაძლოა დათვური ბაზრის ტენდეცია გაგრძელდეს
12 დეკემბერს, Bakkt-ისთვის ბირჟათა რეგულირებადი ეკოსისტემა Intercontinental Exchange (ICE) გაეშვება. საზოგადოება, პლატფორმის ბაზარზე შესაძლო ზეგავლენის გამო ღელავს. ტვიტერში, ამ თემასთან დაკავშირებით პოსტების სერიის შემდეგ, ფასიანი ქაღალდების იურისტმა ჯეიკ ჩერვინსკიმ, Bakkt-თან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი განმარტა. Bakkt-ი ამ ეტაპზე ოპერაციების გასაშვებად მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას ელოდება.
