როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბლოკჩეინის და ბიტკოინის განვითარება დაახლოებით 70 000 წლის წინ დიწყო, როდესაც ჰომო საპიენსის ბიოლოგიურმა განვითარებამ საკუთარ ლიმიტებს მიაღწია.
ადამიანის მოდგმა ამ პლანეტაზე თითქმის 2 მილიონი წელიწადია ბინადრობს. პირველი ჰომო საპიენსი დაახლოებით 150 000 წლის წინ გაჩნდა. თუმცა 70 000 წლის წინ მის განვითარებაში ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა. იმდროინდელი ადამიანის ტვინმა ფიქრი სხვაგვარად დაიწყო, რამაც ორგანიზმის განვითარებას ახალი სტიმული მისცა. ცალკეული ჰიპოთეზების გამოკლებით, ზუსტად „როგორ“ მოხდა ეს, არავინ იცის. თუმცა ამ ცვლილებამ ადამიანი კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე აიყვანა.
კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი სწორედ მაშინ გადაიშალა. თუმცა მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.
დანბარის რიცხვი
ბრიტანელმა ანთროპოლოგმა რობინ დანბარმა ცხოვრება სოციალური ჯგუფების და ადამიანის და პრიმატების თავის ტვინის მუშაობის ფუნქციების შესწავლას მიუძღვნა. მათემატიკურ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული დანბარის კვლევის თანახმად, ადამიანის კოგნიტური დამუშავების სისტემა მაქსიმუმ 150 „მეგობარს“ ან სტაბილურ სოციალურ ურთიერთობას იტევს.
„დანბარის რიცხვის“ სახელით ცნობილი ეს 150 ადამიანი, ჰომო საპიენსის ერთგვარ ევოლოციურ და ბიოლოგიურ ლიმიტად ითვლება. თუმცა 70 000 წლის წინ, როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, ჰომო საპიენსის განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩვენმა ძალიან შორეულმა წინაპრებმა ჯგუფებში თანამშრომლობა ისწავლეს, რომელთა რიცხვიც დანბარის სიდიდის საშუალო მაჩვენებელს აღემატებოდა.
ადამიანი ურთიერთობამ შეცვალა. დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას – ცხოველები, ძუძუმწოვრები, მწერები კომუნიკაციის საკუთარი მეთოდი აქვს. შედეგად ხროვები, ჯოგები, ჯგუფები და ა.შ. წარმოიქმება. თითოეულ ასეთ ჯოგსა თუ ხროვაში არსებული წევრები ერთობლივად მოქმედებენ. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ადამიანი ევოლუციური კიბის უმაღლეს საფეხურზე კომუნიკაციის ყველაზე წარმატებული შესაძლებლობის წყალობით მოხვდა.
რთული ენა
ევოლუციის შემდეგ საფეხურზე, კომუნიკაციის გამარტივებისთვის, ადამიანმა სასაუბრო ენა გამოიგონა. ამიერიდან ახსნის და საჭირო ინფორმაციის გადაცემის დრო მინიმუმამდე შემცირდა.
ერთობლივი იდეები
ჩვენ ერთადერთი არსებები ვართ დედამიწაზე, ვისაც არამატერიალური და არაფიზიკური „საგნების“ მიმართ გრძნობების ქონა შეუძლია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მაიმუნებს ტყუილის „თქმა“ და ერთმანეთისთვის საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. თუმცა ამას მხოლოდ თავის ჯგუფში მყოფ ინდივიდებთან აკეთებენ. ჰომო საპიენსების შემთხვევაში, სამეტყველო ენა გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. კომუნიკაციის გაღრმავებისთვის, არსებობის მანძილზე ადამიანმა არა ერთი ე.წ. ერთობლივი იდეა შექმნა:
კასტები
რასები
სამეფოები, მონარქები
ღმერთები
რელიგიები
ეროვნებები
კანონები
კორპორაციები
ფული
თითოეული მათგანი თანამშრომლეობის გამარტივებისკენ და ამავდროულად მეტად განვითარებული საზოგადოების შექმნისკენ იყო მიმართული. უძველეს ერთობლივ იდეად ფული ითვლება. დღემდე ფულმა მხოლოდ იმიტომ მოაღწია, რომ ერთადერთია, რაც საზოგადოების ფუნქციონირებისთვის პრინციპულად არის აუცილებელი.
ფული და ურთიერთობა
ყველაზე მარტივ საბაზო დონეზეც კი ფული - ურთიერთობის გარკვეული ფორმაა. ერთობლივი იდეა და აბსტრაქცია, რომელიც კაცობრიობის ერთობლივი შეთანხმებით არსებულ ფასეულობას წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში, ფულმა ევოლუციის საკუთარი გზა განვლო. ნიჟარებიდან მონეტებამდე, ოქროდან ქაღალდის ბანკნოტებამდე, პლასტმასიდან ციფრულ ვალუტამდე. ფული ურთიერთობის ერთადერთი ფორმა აღმოჩნდა, რომელმაც საუკუნეებს და დროს გაუძლო, რევოლუციების ქარცეცხლი, იმპერიების აღზევება და კრახი გადაიტანა. ფული რელიგიაზე ძლევამოსილივ კი აღმონდა. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს რელიგიური მრწამსი, საზოგადოებას და მისი ზრდის შესაძლებლობას საფუძვლად ერთი მთავარი ელემენტი უდევს - ფასეულობა.
საზოგადოებას მუშაობას სწორედ ფასეულობა აიძულებს. როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ჩვენს დამქირავებელთან ჩვენ ვასრულებთ „სამუშაოს“, რომელიც გარკვეულ „ფასეულობას“ წარმოადგენს.
ფულის ატრიბუტები
სანამ ჩამოვყალიბდებით რა სახის ფული გვჭირდება, თვალი მათ ატრიბუტებს გადავავლოთ. უმეტესად ესეაა - ურთიერთშეცვლადობა, ხანგამძლეობა, პორტაბელურობა, შეცნობადობა, გაყოფადობა. ვალუტის განვითარებასთან ერთად ადამიანი მასზე დამოკიდებული მეტად ხდება და ამავდროულად - თავად ვალუტაც გარე ფაქტორების მიმართ სულ უფრო მგრძნობიარე ხდება.
სწორედ ამიტომ ფულის ახალი ფორმაა საჭირო. ფორმა და შენახვის სახეობა, რომელიც ღია და დეცენტრალიზირებული, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამავდროულად ცენზურის და სხვადასხვა კოლაფსების მიმართ მდგრადი იქნება. ჩვენ ციფრული, გაყოფადი ტოკენი გვჭირდება, ფიქსირებული მაქსიმალური რაოდენობით. და მინდა გითხრათ, რომ 2009 წლიდან ასეთი რამ უკვე არსებობს.
ზრდადი ციფრულ სამყაროში
ყოველი თაობა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ნამდვილი ფული სწორედ X არის. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მყარად დანერგილი ოქრო, შემდეგ კი ქაღალდი მსოფლიოში „მთავარი მოქმედი პირები“ იყვნენ. ფულის დამკვიდრებული სახეობის პლასტიკური ბარათით ჩანაცვლების დაწყებითანავე, პროცესმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ციფრულ ფულთან მიმართებაშიციგივე ხდება. თუმცა თანდათანობით საზოგადოება ამ პროცესსაც შეეგუება. ბევრი კრიპტოვალუტას ინტერნეტსივრცის უსარგებლო „არსებად“ მიიჩნევს. თუმცა მომავალი სწორედ მათ ეკუთვნის.
ციფრული დანაზოგი
მსოფლიო მასშტაბით, ციფრულ ვალუტას სახელმწიფო დონეზე მხარდამჭერი პრაქტიკულად არ ყავს. სახელმწიფო ლიდერები მას ჯერ-ჯერობით ეჭვის თვალით უყურებენ. მთავარი არგუმენტი, რომელიც ოპონენტებს პირზე აკერია - ციფრულ ვალუტას ზურგს არაფერი უმაგრებს.
გარკვეულწილად ეს ასეა. თუმცა ნურც ის გვავიწყდება, რომ დღემდე მოსული ფულის ერთადერთი ნამდვილი ფორმა მხოლოდ ოქროა. მართალია ზურგს არც ამ ლითონს უმაგრებდა რამე, თუმცა ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ოქრო სხვა ლითონზე მეტად ფასობს. ოქროს მონეტებთან (ისევე როგორც ქაღალდის ბანკნოტებთან) ფიზიკური კონტაქტი ადამიანს საიმედოობის და დაცულობის შეგრძნებას უტოვებს. ვირტუალური ფული კი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.
ქსელები
ადამიანის განვითარებაზე ქსელმა უდიდესი გავლენა იქონია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
ელექტროენერგია
ტელეფონი
ინტერნეტი
სოციალური ქსელები
ფული და გადაცვლის საშუალებები
თავის დროზე მათ შექმნას და მასობრივ განვითარებას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა (ცალკეული მეცნიერების გარდა). დღეს სკეპტიციზმით აღსავსე სტატიები მრავლად მოიძიება:
„სიმართლე ისაა, რომ გაზეთს მონაცემთა ვერც ერთი ონლაინ-ბაზა ვერ ჩაანაცვლებს, კომპეტენტურ მასწავლებელს ვერც ერთი კომპაკტ-დისკი ვერ ჩაანაცვლებს, მთავრობის სამუშაო განრიგს ვერც ერთი კომპიუტერი ვერ შეცვლის“ - აცხადებდა 1995 წელს ამერიკელი ასტრონავტი კლიფორდ სტოლი.
„მეტკალფის კანონის ნიშნების გამოჩენისთანავე ინტერნეტი შეწყვეტს ზრდას და განითარებას. 2005 წლისთვის ნათელი გახდება, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე ინტერნეტს არანაირი გავლენა არ აქვს და შეუძლებელია, რომ ქონდეს“ – 1998 წლით დათარიღებული ეს ფრაზები ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ პოლ კრაგმანს ეკუთვნის. დაახლოებით იგივე ბიტკოინთან მიმართებაშიც ხდება. რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Wired-ში საინტერესო ფრაზა დაიწერა - „დაბნეული და დაღლილი, 2012 წელს ამოწურული შენახვის ვადით - ბიტკოინი“.
მზერა მომავალში. რა იქნება ფულის შემდეგ?
დღეს მსოფლიოში 2 000-ზე მეტი ციფრული ვალუტა არსებობს. ხანგრძლივ პერსპექტივაში მათი რაოდენობა 50-მდე შემცირდება. ბევრი კონკურენციას ვერ გაუძლებს, ბევრს გაცილილებით მძლავრი კონკურენტი „ჩაყლაპავს“.
მას შემდეგ რაც ყველაფერი დარეგულირდება და კრიპტოვალუტა საზოგადოებაში ფეხს მყარად მოიკიდებს, მსოფლიოს ფუნქციონირება გამარტივდება, საზოგადოების ფუნდამენტური ელემენტები და მართვის ფორმები, ვალუტის მიმოქცევის კანონები შეიცვლება.
მიღება → ფასეულობა → სტაბილურობა
ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტის დამკვიდრების პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა:
• კრიპტოვალუტის მიღების დაჩქარება;
• ქსელის ღირებულების გაზრდა;
• ამ ყველაფრის შემდეგ აქტივების კლასის სტაბილიზაცია თვალში საცემი გახდება და მონაცემთა გადაცვლის (ამ შემთხვევაში ფულის) გლობალურ, ღია, საჯარო, დეცენტალიზირებულ სისტემად გადაქცევის საშუალება ექნება.
მთავარი ძალისხმევა პირველი პუნქტის შესრულებაზე უნდა გამახვილდეს. 2-ე და 3-ე პუნქტები კრიპტოველუტის ფართო გავრცელებისთანავე თავისთავად ამოქმედდებიან.
როგორ გავაკეთოთ ყოველივე ეს?
• პირველ რიგში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭიროა. ადამიანების კრიპტოვალუტის სფეროში მოხვედრის გზების გამარტივებაა საჭირო. შეცნობის საუკეთესო გზა კი - კრიპტოვალუტის შეძენაა.
• ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა საფულეებს, ნოდებს, Metamask-ის მსგავს ხელსაწყოებს და ა.შ. მოიცავდეს, როდესაც ადამიანი კრიპტოვალუტით სარგებლობს, ის სამუშაოს შემდგომ გამარტივებაში ბუნებრივადა დაინტერესებული .
• განათლება. თაღლითები ნებისმიერი ახალი ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. ინტერნეტ-სივრცეში Bitconnect, USI Tech, Mayweather და კიდევ ბევრი სხვა ამბიციური პროექტი მრავლად გვხვდება , რომელიც „რევოლუციურ" კრიპტოვალუტას გვთავაზობს. ბევრი მათგანი უკანონოა და ლამაზ ქაღალდში გახვეული აფერაა, რომლის სასიცოცხლო ციკლიც რამდენიმე თვეს არ აღემატება. საზოგადოების თვითგანათლება და განათლება ამ პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებს.
ფინალური მოსაზრებები
ვიმედოვნებ, რომ მოცემული სტატია თქვენს შეხედულებებს გააფართოვებს. დაგეხმარებათ, პასუხები მოიძიოთ კითხვებზე - რატომ არსებობს ბიტკოინი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი და რატომ დაიწყო ფულის ისტორიამ ახალი მიმართულებით მოძრაობა. ICO სატყუარების და თაღლითური პროექტების მიუხედავად, უკვე დღეს კრიპტოვალუტა მსოფლიო ისტორიას ცვლის.
მასალების მიხედვით https://hackernoon.com
ასევე წაიკითხეთ
პარიზში სწავლის საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით შეიძლება
პარიზის Financia Business School-მა სასწავლო პროგრამაში ფინანსური ტექნოლოგიების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მასტერ კლასები დაამატა. რადგან სტუდენტთა 25 % უცხოელები არიან, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლების შემცირების მიზნით, სასწავლებელმა ბიტკოინებით გადახდის საშუალებებში დაამატა.
ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??