ვარსკვლავების ცხოვრება ყოველთვის იქცევს ფანების ყურადღებას სპორტული რინგის, გადასაღები მოედნის ან სცენის ფარგლებს მიღმაც.ცნობილმა ადამიანებმა დიდი ხანია ისწავლეს სარგებლის პოვნა კოსმეტიკის და ბრენდული ხაზების რეკლამით. მაგრამ, ბოლო დროის მოდურ მიმდინარეობად Bitcoin-ინვესტიციები იქცნენ.
ეშტონ კაჩერი
ეშტონისთვის კრიპტოვალუტასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. მან თავის მეწყვილესთან (მადონას ყოფილ მენეჯერთან - გ.ოსირისთან) დააარსა საინვესტიციო ფირმა, რომელიც დებდა კაპიტალს სხვადასხვა სტარტაპებში. 2013-ში პარტნიორებმა განახორციელეს ინვესტიცია საგადასახადო სისტემაში- BitPay, რომელიც იღებდა კრიპტოვალუტას - ბიტკოინს. ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციები უხვად ანაზღაურდა და ეშტონი გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობი.
მაიკ ტაისონი
ლეგენდარული მოკრივე თავისუფლად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს კრიპტოვალუტურ სივრცეში. 2015 წელს მაიკი Bitcoin Direct-ის პარტნიორი ხდება.კომპანიის, რომელმაც ასამდე ბიტკოინის ბანკომატი განათავსა. ნახევარი წლის შემდეგ ტაისონმა გამოუშვა თავისი ბრენდული საფულე iOS-ისთვის და Android-ისთვის, ტრეიდერის მობილური თანაშემწე, რომელიც Gilder-ის კრიპტობირჟის მეშვეობით, კრიპტობაზარზე ვაჭრობის საშუალებას სახლიდან გაუსვლელად იძლეოდა.
ჯეიმს როდრიგესი
სურვილმა ყოფილიყო კრიპტოვალუტური ეკოსისტემის ნაწილი ან მოგებისკენ სწრაფვამ, ინდუსტრიაში მიიზიდა კოლუმბიის ნაკრების ფლეიმეიკერი ჯეიმს როდრიგესი. მან საკუთარი ციფრული მონეტა „მოჭრა“- JR10 Token-ი. ტოკენებით არა მხოლოდ სუვენირების და საფეხბურთო მატჩზე VIP-ბილეთების შეძენა შეიძლება, არამედ თვით როდრიგესთან პირადი შეხვედრისაც.
სკ არსენალი
ლონდონის არსენალი გახდა პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც გაზაფხულზე ICO-ს და კრიპტოინდუსტრიას მხარი დაუჭირა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ICO CashBet-ში (კაზინო ბლოკჩეინზე). არსენალის, როგორც „სარეკლამო კამპანიის სახის“ დახმარებით, პირველ ტოკენსეილზე შ $38 მილიონი შეგროვდა. CashBet Coin-ის რეკლამის ჩვენება მათ Emirates სტადიონზე, ამჟამადაც გრძელდება
Ayr United FC
დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბმა Ayr United FC-მა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ახალ სასპონსორო კონტრაქტის თაობაზე. გუნდი მომავალ სეზონში ითამაშებს მაისურებში,რომლებზეც ლოგოტიპი “Bitcoin BCH”-ი იქნება გამოსახული. ეს, ერთმნიშვნელოვნად, მიიპყრობს ყურადღებას.
პარი სენ-ჟერმენი
საფრანგეთის უმსხვილესი საფეხბურთო კლუბი Paris Saint-Germain საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს, რათა მოახდინოს მის განვითარებაში კლუბის გულშემატკივრების მონაწილეობის სტიმულირება.
ჰიუ ლორი
პოპულარული „ექიმი ჰაუსი“ ბიტკოინ-ინვესტორი სრულიად შემთხვევით გახდა. 2015 წელს, მეგობრის რჩევით, მან სულ რაღაც $5 ათასად პირველი კრიპტოვალუტა შეიძინა. დღეს ეს ინვესტიციები უხვად ანაზღაურდა.
სნუპ დოგი
ცნობილმა რეპერმა, ჯერ კიდევ 2013 წელს, გაბედა თავისი მორიგი ალბომი ბიტკოინზე გაეყიდა. ერთი ალბომის ფასად განისაზღვრა 0.3 ბიტკოინი. მოპოვებული მონეტების ჯამის ოდენობა უცნობი დარჩა, ისევე როგორც რეპერის მიერ შეგროვებული კრიპტოვალუტის ბედი.
ზემოჩამოთვლილების გარდა, კრიპტოვალუტურ ინვესტიციებში შემჩნეულნი არიან ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიცაა გვინეტ პელტროუ, ფლოიდ მეივეზერი, ჰარი რედნაპი, მელ ბი, დრიუ ქერი, ლუის სუარესი და ბევრი სხვა.
ასევე წაიკითხეთ
Coincheck–დან Binance-მდე – 2018 წლის ყველაზე მსხვილი ძარცვები
განვიხილოთ ამ წლის ყველაზე ხმაურიანი ძარცვები და ჰაკერული თავდასხმები და ასევე კანონზომიერებები, რომლებიც მათ აერთიანებს.
ვისკი ბლოკჩეინზე? ყველაფერი შესაძლებელია
Fusion Whiskey-მ თავის პარტნიორებთან Adelphi Distillery-სთან ერთად, განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ The Winter Queen - კოქტეილს გამოუშვებდნენ, რომელიც შოტლანდიურისა და ჰოლანდიური ალაოს ვისკის, ასევე, დამატებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იქნება შედგენილი.