ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.
საქართველო ძალზედ საინტერესო, არაორდინალური და პერსპექტიული ქვეყანაა, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით. ამას ასევე ემატება ელექტროენერგიის დაბალი ტარიფი და ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება ნებისმიერი ბიზნესისადმი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს შეავსებს. ყველაფერს ქართველების კეთილგანწყობასაც თუ დაუმატებთ, თქვენი ქართული სტარტაპისთვის უნიკალურ რეცეპტს მიიღებთ.
არაორდინალურ მიდგომას აქ ყველა ნაბიჯზე წააწყდებით.
მაგალითად, თქვენ მარტივად შეძლებთ ერთ საათში დაარეგისტრიროთ ახალი კომპანია და მოიპოვოთ საგადასახადო შეღავათი ნულოვან განაკვეთამდე.
საქართველოს „მეწარმეობის შესახებ“ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ბიზნესის დასაწყებად თანაბარი უფლებები გააჩნიათ. მეწარმეთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ ბინადრობის მოწმობა ან უძრავი ქონების მესაკუთრეობის (ქირავნობის) ხელშეკრულება მოეთხოვებათ.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო და საგადასახოდო რეგისტრაციის გავლა ე.წ. „ერთი ფანჯრის“ სისტემითა შესაძლებელი. საკმარისია, მიხვიდეთ იუსტიციის სახლში, შეავსოთ საჭირო დოკუმენტაცია და გადაიხადოთ სახელმწიფო გადასახადი (დაახლოებით 21 აშშ-ს დოლარი სწრაფი მომსახურეობისთვის).
საწესდობო კაპიტალი არ მოითხოვება, ხოლო იურიდიული პირები მიიჩნევენ, რომ კომერციული საქმიანობისთვის ყველაზე ხელსაყრელი სამართლებრივი ფორმა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ შპს-ს დამფუძნებლები ინვესტორის წინაშე მხოლოდ შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არიან პასუხისმგებლები.
რაც შეეხება გადასახადებს - საქართველოში დაწესებულია შემდეგი გადასახადები:
- მოგების გადასახადი - 15%;
- დ.ღ.გ. - 18%;
- საშემოსავლო გადასახადი - 20%;
ამასთანავე, იურიდიულ პირებს შეუძლიათ, ისარგებლონ გადასახადების საშეღავათო პირობებით. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ფინანსური კომპანიები (მათ შორის ICO-ს დანიშნულებით) მოგების გადასახადის და ფასიანი ქაღალდეიბისგან მიღებულ მოგების გადასახადზე ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით სარგებლობენ. ასეთ შემთხვევაში დივიდენდების გადასახადი მხოლოდ 5% შეადგენს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში არ მოითხოვება არანაირი ლიცენზია და არც სპეციალური გადასახადი არ არის დაწესებული კრიპტოვალუტის ბიზნესზე, მათ შორის, არც ტოკენების ემისიაზე.
საგადასახადო შეღავათები ვრცელდება არამხოლოდ იურიდიულ, არამედ ინდივიდუალურ მეწარმეებზეც და დამოკიდებულია წლიურ მოგებაზე:
- 12 ათას აშშ დოლარამდე - არ იბეგრება;
- 12 დან 14 ათას აშშ დოლარამდე - იბეგრება 5%.
გარდა ამისა, საქართველოში ყოველთვის გაქვთ შანსი, მიიღოთ მონაწილობა სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში, რომლებიც ბიზნესის მხარდასაჭერად ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კრიპტოვალუტებზე სპეციალური რეგულაციები არ არსებობს, ის პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სახელმწიფო მიწის კადასტრი Blockchain-ების სასიკეთოდ მუშაობს.
საქართველოში კრიპტოინდუსტრიის განვითარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კრიპტოვალუტები მოსახლეობაშიც ძალიან პოპულარულია და ისიც, რომ ქვეყანაში ახალი კრიპტოვალუტის ტერმინალები გაჩნდა, რითიც ბიტკოინების (და არა მარტო) ყიდვა-გაყიდვა ლარებში არის შესაძლებელი.
კრიპტოვალუტის ტერმინალები, რომლებიც ჩეხური კომპანია General Bytes -ს მიერ არის წარმოებული და მათ მონტაჟს კომპანია TPS-ი ახორციელებს, უკვე გამოიყენება 26 მაისის მოედენზე და შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე რესტორან New York Burger -ში. აღსანიშნავია, რომ კომპანია TPS -ი ცნობილია იმით, რომ მომხმარებელს სთავაზობს Cash-ის გადაცვლას კრიპტოვალუტაზე ტერმინალებსა და სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კრიპტოინდუსტრიის სახეობებიდან მაინინგები ლიდერულ პოზიციებს იკავებენ, რაც ელექტროენერგიის დაბალმა ტარიფმა განაპირობა. მაგალითად, თბილისში (მაღალი ძაბვის მომხმარებელ კომერციული აბონენტებისთვის) 1 კვ/სთ საფასური 16,1 თეთრს(დაახლოებით 6,5 ცენტი) შეადგენს. რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური უფრო დაბალია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის საფასურს საერთოდ არ იხდიან.
ამ მომენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მაინინგი არ განიმარტება როგორც სამეწარმეო საქმიანობა და, შესაბამისად, არ ექვემდებარება დაბეგვრას. გარდა ამისა, საქართველოში არცერთი კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული გადახდის საშუალებად და ამიტომ, კრიპტოვალუტით გახორციელებული არცერთი ოპერაცია არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ.
ზემოდჩამოთვლილის შედეგად, საქართველოში ყველაზე მსხვილი კრიპტოფერმა კომპანია BitFury-მ ააშენა, რომელიც ლიდერი კომპანიაა მაინერებისა და მაინინგების მოწყობილობის მწარმოებლებს შორის. მისი დატა-ცენტრები თბილისსა და გორში მდებარეობს. ამ კომპანიამ ერთ-ერთმა პირველთაგანმა მიიღო კრედიტი 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით თანაინვესტირების ფონდისგან, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაარსა.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 5% კრიპტოვალუტის გამომუშავებასთან ან ვაჭრობასთან არის დაკავშირებული, ხოლო მაინინგების სიძლიერით ქვეყანამ მსოფლიოში მე-3 ადგილი დაიკავა.
ასე რომ, თუ საქართველო ამავე ტემპებით განაგრძობს განვითარებას, სავსებით შესაძლებელია, რომ მსოფლიო კრიპტოინდუსტრიისთავის „სამოთხის“ სტატუსი მოიპოვოს.
მასალების მიხედვით https://georgia.bc.events/ru/article/kriptobiznes-v-gruzii-kompaniya-za-chas-i-otsutstvie-nalogov-87883
ასევე წაიკითხეთ
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.
$3 მილიონის მოპარული ელექტრო ენერგია = $14.5 მილიონს ბიტკოინში
ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.