იმ დროს, როდესაც საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესი ასეთი პოპულარული გახდა, მოსალოდნელი იყო, რომ განზე მდგომად ამ საკითხში სომხეთიც არ დარჩებოდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტური ციებ-ცხელება სომხეთსაც მოედო. ამის შედეგად სომხეთი ციფრული ინდუსტრიის ცენტრის ტიტულის მისაღებად ერთ-ერთი აშკარა პრეტენდენტი გახდა.
სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, ელექტროენერგიის დაბალი ტარიფის გამო, კრიპტოვალუტის მაინინგების ბიზნესი მეტი პოპულარულობით სარგებლობს.
თავისთავად ნათელია, რომ მაინინგების წარმატება მხოლოდ ელექტროენერგიის დაბალ ტარიფზე არ არის დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ ტიპის ბიზნესისადმი საკმაოდ ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენენ/
დღეისათვის სომხეთში კრიპტოინდუსტრია საკანონმდებლო რეგულაციებით არ რეგულირდება, ხოლო ციფრული ვალუტა, მათ შორის Bitcoin-ი, ელექტრონულ ფულს არ მიეკუთვნება. 2015 წელს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა თანამოქალაქეებსაც მიმამართა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენებისაგან თავი შეეკავებინათ, სანამ ის ოფიციალურად არ იქნებოდა აღიარებული.
სამართლებრივი თვალსაზრისით კრიპტოვალუტების სფეროს დიდი ხნის განმავლობაში ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა. ამის გამო 2018 თებერავლში ოპოზიციური ფრაქცია „ელკ“-ი და მისი ლიდერი დეპუტატი ედმონ მარუკიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ხელისუფლებას კრიპტოვალუტის მაინინგების ბაზრის ლეგალიზება მოეხდინა. მათ მიერ შემუშავებული „ციფრული ტექნოლოგიების შესახებ“ კანონპროექტი რეგულირების საკმაოდ ლიბერალურ მექანიზმებზე იყო აგებული. აი ძირითადი მათგანი:
- ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის და იურიდიულ პირისთვის მაინინგით დაკავების უფლების მიცემა;
- ლიცენზიური ან/და სხვა ამკრძალავი ნებართვის გაუქმება;
- საგადასახადო ამნისტია 31.12.2023 წლამდე;
- მაინინგ-ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის თანაბარი ეკონომიკური პირობების ჩამოყალიბების მიზნით საგადასახადო, საბაჟო ან/და სხვა ტიპის შეღავათების გაფორმების საშუალება.
სომხეთს „ციფრული ტექნოლოგიების შესახებ“ კანონპროექტი რომ მიეღო, იგი ბელარუსის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდებოდა, რომელმაც კრიპტოვალუტების მაინინგის ლეგალიზება მოახდინა. თუმცა 2018 წლის მარტში სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი კონკრეტულ უფლებრივ ნორმებს არ შეიცავდა, რომელიც კრიპტოვალუტების სფეროს დაარეგულირებდა. ის მხოლოდ მაინინგის პროცესებს და კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვას ეხება. ხოლო ციფრული ტექნოლოგიების ცნება გაცილებით უფრო ფართოა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ინვისტირების მინისტრმა - სერენ კარაიანმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონპროექტის მიღება მიზანშეწონილი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ერთიანი კომპლექსური აზრი და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, სომხეთის სახელმწიფო და ბიზნეს-ინტერესები ერთმანეთ წარმატებულად შეერწყა ს, როდესც სომხურმა კონცერნმა "Multi Group" -მა და შვედურმა კომპანია "Omnia Tech" -მა ერთობლივი პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგ-პული შეიქმნა. აღნიშნული ფერმა 150 000 კვანძური დანადგარისაგან შედგება , რომლებმაც BTC/ETH მაინინგი უნდა უზრუნველყონ.
შენიშვნა: კონცერნი "Multi Group" -ი 1998 წელს დაარსდა და სხვადასხვა მრავალპროფილიანი წარმოებებისაგან შედგება , სადაც დაახლოებით 25 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანს ეკუთვნის, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „ცარუკიან“-ს უდგას სათავეში. ასევე აღსანიშნავია „Omnia Tech“-ის არანაკლებ ამბიციური გეგა - სომხეთში Blockchain-სტარტაპების ცენტრი შექმნას. ამგვარად, მას მერე რაც მაინინგ-პული წარმატებით გაეშვა, Omnia Tech-ი სხვა მაღალტექნოლოგიური პროექტების შექმნასაქ გეგვას, რომლებსაც 500-ზე მეტი უცხოური კომპანია შეურთდება, მათ შორის Facebook, Google და Amazon. თუ ეს პროექტები განხორციელდა, 2 წლიან ვადაში ინვესტირებული თანხების ჯამმა, შესაძლოა 2 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბოს.
Multi Group -ის ტოპ-მენეჯერების თქმით, მათი კომპანია კონცერნ Omnia Tech -ს პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს და ტექნიკური მხარდაჭერისა და საწარმო ფართებით უზრუნველყოფის საკითხში დახმარებას გაუწევს. ამ პროექტის შედეგად ერთგვარი ფინტექნოპარკი და მონაცემთა გაცვლის ცენტრი შეიქმნება.
სახელმწიფოს მხრიდან მაინინგ-ცენტრების მხარდასაჭერად თავისუფალი ეკონომიკური ზონებიც შეიქმნა, სადაც გადასახადების ნულოვანი განაკვეთი მოქმედებს და ელექტროენერგიის ტარიფი ნაკლებია(გამოკლებული ექნება დ.ღ.გ.-ს გადასახადი). გარდა ამისა, ხელისუფლებამ მაინინგებზე მომუშავე კომპანიებს დიდი შეღავათი შესთავაზა, როდესაც რაზდანის თბოელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდების საკითხი გადაწყვიტა. შესაბამისი შეთანხმება თბოსადგურის ხელმძღვანელობასა და Multi Group -ის პარტნიორ კომპანია “ECOS-M”-ს ხელძღვანელ ილია გოლდბერგს შორის გაფორმდა. შეთანხმების თანახმად რაზდანის თბოელექტროსადგურმა შეღავათიან ტარიფში ავტონომური ენერგიის წყარო უნდა უზრუნველყოს, რომლის სასტარტო სიმძლავრე 50 მგვტ, იქნება, რაც ეტაპობრივად 200 მგვტ-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ კრიპტოვალუტების მაინინგიდან მიღებული მოგებით არამხოლოდ მესაკუთრე, არამედ დამატებითი ინვესტორებიც იხეირებენ.
ასე რომ გონივრულ სახელმწიფო მიდგომას და ლოიალური საგადასახადო პოლიტიკას საოცრების მოხდენა ნამდვილად შეუძლია და ამიტომაც ახლო მომავალში სომხეთმა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, შესაძლოა ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობაში მოწინავე პოზიცია დაიკავოს.
არც ის არის გამორიცხული, რომ სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს შორის კრიპტოვალუტების რეგულირების მიდგომების შემუშავებაში ძირითადი როლი ითამაშოს. ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნები - ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მსოფლიო კრიპტოვალუტურ რუკაზე ღირსეული პოზიცია დაიკავონ.
ასევე წაიკითხეთ
ესპანეთის საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტის მფლობელებისგან გადასახადს ითხოვს
ესპანური საგადასახადოს ორგანოების კრიპტოვალუტის მფლობელების იდენტიფიკაციის მცდელობა, გაწეულ ხარჯებს ამართლებს. რამოდენიმე ფირმაში გამოძიების ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა კრიპტოვალუტაზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზს ეძებს.
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.