სამხრეთ კორეულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ბირჟა Bithumb-ის სასარგებლოდ მიიღო მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ექაუნთი გატეხეს და მან სასამართლოში $355 000 ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით იჩივლა.
Coindesk Koreas-ს ინფორმაციის თანახმად, Bithumb-ის მომხმარებელმა გვარად პარკმა განაცხადა, რომ ანგარიშზე 478 კორეული ვონი შეიტანა და რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიღაცამ - სავარაუდოდ ჰაკერმა - მიიღო წვდომა თავის ანგარიშზე და მთლიანი თანხა Ethereum-ში გადაცვალა.
პარკის სიტყვებით, ამ დღეს ბირჟა Bithumb-მა 4 ტრანზაქციის უფლება გასცა, რომლითაც Ethereum-ი მისი საფულიდან გადაირიცხა. შედეგად თავის ანგარიშზე კრიპტოვალუტაში ფიატში დახურდავებით მხოლოდ 121 ვონი ( 11 ცენტი) დარჩა.
სახსრების დაბრუნების მცდელობით, პარკი სეულის საქალაქო სასამართლოში სარჩელით, ბირჟის სათავო კომპანიას BTCKorea.com-ს დაუკავშირდა. მან განაცხადა: "იმის გათვალისწინებით, რომ ბირჟა Bithumb-ი თუ ფინასური სექტორის ანალოგიურ მომსახურეობას გვთავაზობს, მან აუცილებლად უსაფრთხოების მაღალი დონე უნდა უზრუნველყოს, რასაც ინსტიტუციუნალური ინვესტორები ითხოვენ".
მან ასევე მიუთითა, რომ 2017 წლის აპრილში დიდი რაოდენობის პირადი მონაცემების გაჟონვის შესახებ, ვირუსული კოდის გამოყენებით მოპარული იყო ათასობით Bithumb-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია. გატეხვის შემდეგ, სამხრეთ კორეის მთავრობამ BTCKorea.com-ი აიძულა ჯარიმის სახით 50 მილიონი ვონი გადაეხადა. პარკის სიტყვების თანახმად, თაღლითმა სწორედ ამ კოდების საშუალებით მიიღო თავის პირად ანგარიშზე წვდომა.
ბირჟის წარმომადგენლებმა სასამართლოს დარბაზში შემდეგი განცხადება გააკეთეს:
ელექტრონული ფინანსური ტრანზაქციების კანონის გათვალისწინებით, Bithumb-ი არ არის ვალდებული აანაზღაუროს სახსრები, ვინაიდან გადამცვლელი არ წარმოადგენს, არც საფინანსო კომპანიას და არც საფინანსო ასისტენტს…. ვინაიდან, პირადი ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოების პოლიტიკა, შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები კლიენტებისადმი.
საქმის, განმხილველმა მოსამართლემ. საბოლოო დასკვნაში Bithumb-ის მხარდაჭერა გამოთქვა და დათანხმდა იმაზე, რომ ფინანსური ტრანზაქციების კანონი ბირჟებზე არ ვრცელდება, აქვე დასძინა, რომ კრიპტოვალუტები "ძირითადად გამოიყენება სპეკულატიური ინსტრუმენტის საშუალებად, ამიტომ მათი ელექტრონული გადახდების სახით განხილვა არ შეიძლება.
სასამართლოს ვერდიქტში ნათქვამია, რომ შეუძლებელია 2017 წელს მონაცემთა გაჟონვა სახსრების მოპარვის მიზეზი გახდეს და ივარაუდა, რომ პარკს შეიძლება დაეკარგა ინფორმაცია თავის პირად ანგარიშზე შესვლის შესახებ ან მისი მობილური ტელეფონის გატეხვის შედეგად. სასამართლოზე დადგინდა, რომ ბირჟა Bithumb-მა 10 სმს-შეტყობინება გაუგზავნა პარკს, სადაც აფრთხილებდა სახსრების გამოყენებისა და მათზე დასტურის მოთხოვნის შესახებ.
მასალების მიხედვით www.coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
$3 მილიონის მოპარული ელექტრო ენერგია = $14.5 მილიონს ბიტკოინში
ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.
ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი
ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.