Bitmain თავისი კლიენტების ხარჯზე ამაინინგებს

Bitmain თავისი კლიენტების ხარჯზე ამაინინგებს

Bitmain-ის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი. მას, მომხმარებლების მიერ შეძენილი Antiminer S9-ს საშუალებით, ბრალად ედება მაინინგი.

ლოს-ანჯელესის მკვიდრი, გორ გევორკიანი Bitmain-ის წინააღმდეგ მთავარ მოსარჩელედ გამოდის. გევორკიანმა Antiminer S9 2018 წლის იანვარში იყიდა. ეს მოწყობილობა Bitmain-ის მიერ - კრიპტოვალუტური დანადგარების უმსხვილესი მწარმოებელია.

სარჩელი უამრავ დეტალს ითვალისწინებს, რაც Bitmain ASIC-ის პირვანდელ კონფიგურაციას შეეხება. ზემოთხსენებულის თანახმად, მანამდე, Bitmain ASIC დაბალ ენერგომოხმარების რეჟიმზე ირთვებოდა, სანამ მომხმარებელი წინასწარ ინსტალაციას არ დაამთავრებდა და არ დაიწყებდა კრიპტოვალუტის გამომუშავებას. როცა დამონტაჟება დამთავრდებოდა და მყიდველის ექაუნთს მიებმეოდა, მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდა მაინინგის პროცესი და სრულ სიმძლავრეზე მუშაობა.

როგორც გევორკიანი იწრმუნება, Bitmain-მა ASIC-ხელსაწყოების გაშვების პროცედურა ისეთნაირად შეცვალა, რომ მომხმარებლის ექაუნთის მიბმამდე მოწყობილობა მაქსიმალურ სიმძლავრეზე თავიდანვე იწყებს მუშაობას და გრძელდება კონფიგურაციის დასრულების ბოლომდე. ამასთან, Antiminer S9-ის ინიციალიზაციის პროცესი შეიძლება რამოდენიმე საათიდან, რამოდენიმე დღემდე გრძელდებოდეს და ამ დროის მანძილზე მოწყობილობა კრიპტოვალუტი გამომუშავების რეჟიმში მუშაობს. გარდა ამისა, Bitmain ASIC-ის მოწყობილობის ექაუნთის კონფიგურაცია საკუთარი   Bitmain-ისმოხმარებლის ანგარიშზე, თავისივე სერვერზე, Antpool-ზეა დაკავშირებული . ამგვარად, კონფიგურირების პროცესში მოწყობილობა Bitmain-ისთვის კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, ხოლო მომხმარებელი გადასახადებს იხდის.

თუ სარჩელი დადასტურდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კომპანიას. ამის საფასური კი 5 მილიონ დოლარამდე ადის, მსოფლიოს გარშემო ყველა მოტყუებული მაინერებისგან. სარჩელის შეტანისთვის გაერთიანებულ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, მაგრამ საუბარია ასობით და ათასობით მყიდველზე. თუ გამოვთვლით მთლიან გაცემულ ჰეშ-სიმძლავრეზე, რაც Bitmain-ის სასარგებლოდ გაიცა, ციფრი არც ისე მცირე გამოვა.

ჯერ ადრეა საუბარი, შეძლებენ თუა არა მაინერები თავისი პრეტენზიის დამტკიცებას, მაგრამ თუ სასამართლო მათ არგუმენტებს მიიღებს, Bitmain-ის სერიოზული ბრალი ედება არასინდისიერი ბიზნესის მართვის პრაქტიკაში, ასევე, არასამართლიანი ბაზრის გაჯერებისა და კონვერსიისთვის.

ასევე წაიკითხეთ

18782018-11-09

ჩინეთის სკოლის დირექტორი, სამუშაო ადგილზე, მაინინგის გამო კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს

ჩინეთის სკოლის ადმინისტრაციის ორი წარომომადგენელი სამუშაო ადგილას Ethereum-ის მაინინგისთვის ელექტრონერგიის მოპარვაში დაადანაშაულეს.

მაინინგი, იუმორი
21262018-12-13

RazerSoftMiner კომპიუტერის უქმად ყოფნის დროს მაინინგისთვის იყენებს

გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.

მაინინგი, ტექნოლოგიები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან მაინინგი

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

52942018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
35192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
27422018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
27162018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
24722018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain