მომავალ წელს საუდის არაბეთი საკუთარ კრიპტოვალუტას ჩაუშვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კრიპტოვალუტა სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან ერთად შემუშავდება - არაბთა გაერთიანებული საემიროები.
ორშაბათს აგს-სის ეროვნული ბანკის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ კრიპტოვალუტა შემუშავების სტადიაზეა.
მუბარაკ ალ-მანსურიმ, გამომცემლობა Agraam-ისთვის, თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ციფრული ვალუტის გამოშვების თარიღი საუდის არაბეთის მიერ საჭირო კვლევების ჩატარების სისწრაფით განისაზღვრება. თუმცა, ზოგიერთი კრიპტოვალუტური ენთუზიასტი იმედგაცრუებული დარება, როდესაც გაიგებენ რეალურ შემოთავაზებას.
ახალი კრიპტოვალუტა მონეტაზე მეტად იქნება საგადასახადო სისტემასთან მიმსგავსებული.
იგი არ არის განკუთვნილი საშუალოსტატისტიკურ მოსახლეზე, რომელიც პიცას ან საყვარელ ნაყინს შეუკვეთავდა, არამედ მხოლოდ ბანკების გამოყენებისთის.
"ეს კრიპტოვალუტა არ შეცვლის ფიატს", - თქვა ალ-მანსურიმ. "იგი გახდება ახალი ციფრული გადახდების ინსტრუმენტი, რომლითაც ისარგებლებენ ბანკები და არა ფიზიკური პირები".
ჩნდება შეკითხვა - ზუსტად როგორი იქნება კრიპტოვალუტა?
მიებმება თუ არა ის საუდის დინარს, ან იქნება თუ არა აბსოლუტურად ახალი მონეტა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც სსფ-ის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა. მან განაცხადა, რომ დროა ცენტრალური ბანკებისთვის გამოიკვლიონ და შეიმუშავონ ციფრული აქტივები.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
სანამ KFC ყოყმანობდა, Church's Chicken-მა კრიპტოვალუტური გადახდების მიღება დაიწყო
სწრაფი კვების ამერიკულმა კომპანიამ Church's Chicken-მა ვენესუელაში კრიტპვალუტა Dash-ში გადახდების მიღება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია თავის Facebook-გვერდზე განათავსა. კრიპტოვალუტას Church's Chicken-ის ათივე რესტორანში იღებენ. Church's Chicken-ში Dash-ით გადახდის პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა და ამის ამსახველი ვიდეო თავის YouTube-არხზე ატვირთა. გლობალური სწრაფი კვების რესტორნებს შორის, Church's Chicken პირველია, ვინც „კრიპტას" ღებულობს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის
გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?
