ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები ადრე თუ გვიან ბაზარზე გამოჩნდებიან, თუმცა განსხვავებული ფორმა ექნებათ.
კონფერენცია Money 20 / 20-ის დროს Dash Core Group-ის СЕО-მ რაიან ტეილორმა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკების ციფრული ვალუტები - მსოფლიო ფინანსური ბაზრების „გარდაუვალი მომავალია“.
ის დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკები ეროვნული ვალუტების ემისიისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ფლობენ, თუმცა დღევანდლი გადმოსახედიდან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმა ექნება ამ ფულს და რა რეაქცია მოყვება მათი ბრუნვაში გაშვებას.
საბოლოო ჯამში თავისუფალ ბაზარს მთავრობაზე უკეთესი ფულის შექმნა შეუძლია.
დღეს მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო მზარდი კონკურენციის და ფინანსური პრობლემების პირობებში, ციფრული აქტივების თემას სულ უფრო ხშირად ემხრობა. ადრე თუ გვიან ცენტრალიზირებული კრიპტოაქტივების გამოშვების დრო დადგება, თუმცა ტეილორის აზრით ცენტრალიზირებულ კრიპტოვალუტაში „რადიკალური სიახლეები“ გამოყენებული არ იქნება. ის ასევე თვლის, რომ „შემცირებული ფინანსური რისკებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით პატარა სახელმწიფოები უფრო აქტიურად იმოძრავაბენ“. მდგრადი ფინანსური სფეროს მქონე დიდი ქვეყნები კი კრიპტოინდუსტრიის მკაცრი რეგულაციებით დაიწყებენ საქმეს. მომავალი წლიდან ამ საკითხში აშშ დაწინაურდება.
მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ეროვნული ბანკები სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე ციფრული აქტივების ამოქმედების მიმართ სულ უფრო ხშირად იჩენენ ინტერესს. ამჟამად, ისეთი ქვეყნები როგორიცაა ინდოეთი,ტაილანდი, ყაზახეთი, უკრაინა - აქტიურად სწავლობენ ეროვნული კრიპტოვალუტის შემოღები საკითხს. მაგალითად, ვენესუელამ საკუთარი კრიპროაქტივი -Petro უკვე აამოქმედა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ქვეყანა და მათი ეროვნული ბანკები ციფრულ ფულს მაქსიმალურად ერიდებიან. იაპონიის ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მტკიცებით, ეროვნული კრიპტოვალუტა არაეფექტურია და მის ემისიას არანაირი აზრი არ აქვს.
ჯერ კიდევ ზაფხულში ჩატარებულმა საპარლამენტო კვლევამ აჩვენა, რომ კრიპტოსექტორში სახელმწიფო რეგულაციების არარსებობის პირობებში, სახელმწიფო ციფრული ვალუტის გამოშვება შეიძლება განხილული იყოს როგორც „სამართლებრივი დაცვის საშუალება“.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური ბაზრის დაკლება გარდაუვალია
სულ რაღაც ერთი დღით ადრე, Bitcoin Cash-ის კრიპტოვალუტური ბაზრის კაპიტალიზაცია ფორკამდე $200 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა.
სტენლი იუნგი: CBDC-ს აქვს მსოფლიო ფინანსური სისტემის კრახის შეჩერების შესაძლებლობა
მიმდინარე კვირაში ციფრული აქტივების და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მომავალი ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, ცხარე დისკუსიები გაიმართა. სინგაპურში ორგანიზებული ფესტივალის Fintech-ის ფარგლებში, მოცემული სისტემის ბევრი ავტორიტეული წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო ფინანსური პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს.