ბირჟის ფარგლებს გარეთ ვაჭრობისთვის გამიზნული ჩინური პლატფორმის კრიპტოვალუტის BitKan-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარის ლეონ ლიუს აზრით, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაწყებული ბაზრის დაშვების პროცედურა კიდევ მინიმუმ 12 თვეს გაგრძელება. ლეონი თვლის, რომ ჰარდფორკი Bitcoin Cash (BCH) და ჰეშ-ბრძოლები მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზია. არის კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი რომლებიც აუცილებლად უნდა მიღებულნი იყვნენ მხედვლობაში.
ლეონის მოსაზრებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვალუტის ფასი ცვალებადი იქნება და ძირითადად ეს გვერდითა სიბრტყეში იქნება შესამჩნევი. ბაზრის ძილიდან გამოყვანისთვის და კიდევ ერთი რბოლის დაწყებისთვის, ძლიერი და ეფექტური ბიძგია საჭირო.
ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა კრიპტომომპოვებელი ინდუსტრიის ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება. წლის განმავლობაში მაინინგის აღჭურვილობის წამყვანი მწარმოებელი კომპანიები ASIC მოწყობილობების გაყიდვის მოცულობის შემცირებაზე არაერთხელ საუბრობდნენ.
BitKan-ის მსხვილ ინვესტორთა რიცხვშია - მაინერების მწარმოებელი Bitmain-ი, რომელმაც კომპანიის დაფინანსება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო.
არაა გასაკვირი, რომ კრიპტომომპოვებელ ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა ლეონს აწუხებს. ბაზრის სტაგნაციის ფონზე საგამომთვლელო რესურსი აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით 24 %-ით შემცირდა. თუ ფასების შემცირება მომავალშიც გაგრძელდება, მაინერები კრიპტოვალუტის მოპოვებიდან მოგების ნახვას ვეღარ შეძლებენ.
Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, Bitmain Antminer S9 მოწყობილობის გამოყენებით ერთი ბიტკოინის გაყიდვიდან მიღებული სუფთა მოგება, Fundstrat Global Advisors-ის 18 ნოემბრის მოხსენებაში 7 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ლიონის აზრით, ჩნეთის შემთხვევაში 20 000 იუანის (დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი) სიდიდის ზღურბლი მაინინგური მოწყობილობებისთვის უსარგებლო გახდება. მაინერები და ინვესტორები ბიტკოინის ფასის სამომავლო ვარდნისთვის უკვე ახლა ემზადებიან და სამომავლო სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობენ.
ასევე წაიკითხეთ
ხარული რბოლა გაუქმდა
კრიპტოვალუტებს შორის უმსხვილესმა ბიტკოინმა ღირებულების ყველაზე დაბალი ვარდნა აჩვენა. Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Ripple (XRP), Stellar (XLM), Litecoin (LTC), EOS და სხვა აქტივებმა 7%-დან 15%-მდე დაკარგეს.
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან. Dash Core Group (DCG) -ის დეველოპერების გუნდის ცოტახნისწინდელი დუმილი დარღვეულია. DCG-ს გენერალურმა დირექტორმა რაიან ტეილორმა ვებ-გვერდ Medium-ის ბლოგის პოსტში განაცხადა, რომ Dash-ი სრულიად სტაბილურია.