კორპორაცია Microsoft-ის თანამდამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა - ბილ გეითსმა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე, ციფრულ ვალუტაზე, ადამიანურ რესურსებზე და სიღარიბეზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა
გეითსის აზრით, ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია რიგი ტრანზაქციების ღირებულების 90 %–ით შემცირება. რაც თავის მხრივ პროცესს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის, მათ შორის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისადმი.
ის თვლის, რომ კაცობრიობას ფინანსური სისტემის 0-დან აშენების შესაძლებლობა, რომ ქონდეს ის აუცილებლად ციფრულ პლატფორმაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
გეითსი დარწმუნებულია რომ ბლოკჩეინის რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებით ძირფესვიანად ცვლის ეკონომიკას, დაეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ ხალხს და იმათ ვისაც ტრადიციულ ფინანსურ სერვისებზე ხელი არ მიუწვდება.
მისი მოსაზრებით, საჭიროა ყველასთვის მიღებული ეკონომიკის ტრანსფორმაცია ტრადიციული ფულიც ციფრულ ვარიანტად გადაქცევის გზით. გლობალური მასშტაბით, ასეთი მიდგომა ისეთი დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს როგორიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.
მილიარდერის განცხადებით, აქტივები ღარიბ ხალხსაც აქვს – ეს მათი ინტელექტია, მათი შრომა და მათი დანაზოგი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ გააჩნიათ სათანადო ფინანსური ინსტრუმენტები რომლებიც ამ რესურსებიდან მოგების ნახვის საშუალებას მისცემენ. შესაბამისად ღარიბი მოსახლეობა არსებული ფინანსური ეკონომიკის არაეფექტურობის მძველები გახდნენ, რომელიც მათ რისკებისგან დაცვის საშუალებას არ აძლევს.
გეითსი კრიპტოვალუტების თაღლითური მიმართულებით გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და თვლის, რომ სიღარიბესთან ბრძოლაში პრიპტოვალუტას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: დღეს ბიტკოინი - ეს ლატარიის ბილეთია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის და ეკონომიკის ამჟამინდელი პროფესორი კენეტ როგოფი თვლის, რომ მოცემული მომენტისთვის ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები იგივეა რაც „ლატარიის ბილეთი“.
ტექნიკური ექსპერტები Ethereum-ის ზრდას ვარაუდობენ
Ethereum-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ინტელექუტალური კონტრაქეტები გარე მონაცემებს მიიღბენ.