ჩანპენ ჩჟაო: არ ვარ დარწმუნებული, რომ კრიპტოკორექციის ფაზა დასრულდა

ჩანპენ ჩჟაო: არ ვარ დარწმუნებული, რომ კრიპტოკორექციის ფაზა დასრულდა

Binance-ს გენერალურმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომ ეჭვი კრიპტოკორექციის დასრულების შესახებ გამოთქვა. Bloomberg-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ეს სპეკულანტების სივრცეა, და მისმა ვოლანტილობამ გაკვირვება არავისში არ უნდა გამოიწვიოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ბლოკჩეინ-აპლიკაციები.

მე ვფიქრობ, რომ ფასი მრავალი სპეკულანტისთვის მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. მაგრამ ინდუსტრია გამომგონებლების ხარჯზე გაიზრდება  და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტის ჩანერგვას ხელს შეუწყობს.

2017 წელს ძლიერმა ეიფორიამ თითქმის ყველა კრიპტოაქტივის ათმაგად გაძვირება გამოიწვია, მათ შორის Bitcoin-ის, რომლის ფასმაც 20 000 აშშ დოლარს მიაღწია.

მომხმარებლებმა თავიანთ ბლოკჩეინ-პროექტებში ასევე ჩადეს ინვესტიცია, რომლის საშუალებითაც გვპირდებოდნენ მათი აპლიკაციის ციფრული სივრცის "რევოლუცინიზირებას" .

თუმცა, ამ პროექტების უმეტესობამ, მათი ამბიციური პროექტების ალფა-ვერსიის შექმნაც კი ვერ შეძლო, შედეგად ინვესტორების ფული გაიფლანგა. ამან კრიპტოვალუტურ ბაზარს დიდი ზიანი მიაყენა, ბევრმა კი ჩათვალა, რომ იგი კვდებოდა.

ჩანპენი თვლის, რომ ბაზარი გამომგონებლების წყალობით გადარჩა, რომლებიც ქმნიან მომხმარებელზე მორგებულ აპლიკაციებს და ეს ხდება მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით მოძრაობს ფასი.

ამავდროულად, CoinMarketCap.com-ის აცხადებს რომ, კვირის განმავლობაში მოსალოდნელია კრიპტოვალუტური ბაზრის 100-დან 128 მილიარდ დოლარამდე აღდგენა. თითქმის ყველა ტოპ მონეტა, მათ შორის Bitcoin-ი, Ethereum-ი და Bitcoin Cash-ი, სინქრონულ აღდგენას გვპირდებიან.

ეს ჩანპენის, კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ მოსაზრებას ემთხვევა. იგი დარწმუნებულია, რომ 2019 წელი აღდგენის წელი იქნება და თავის გვერდზეც განაცხადა რომ, ბირჟა Binance მსოფლიოს მასშტაბით ფიატის მხარდაჭერით კიდევ 10 კრიპტო-ბირჟას გახსნის.

მასალების მიხედვით ccn.com

ასევე წაიკითხეთ

36402018-12-24

"თავს უშველეთ!" - ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავკაცმა საფონდო ბაზრის ჩამოშლა იწინასწარმეტყველა

როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?

ინვესტივიები, მოსაზრება, პიროვნებები
32022018-11-09

ტექნიკური ექსპერტები Ethereum-ის ზრდას ვარაუდობენ

Ethereum-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ინტელექუტალური კონტრაქეტები გარე მონაცემებს მიიღბენ.

Ethereum, მოსაზრება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან მოსაზრება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33532018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain