Bloomberg Markets-ის ცნობით, საინვესტიციო კრიპტოვალუტის კომპანია Pantera Capital-ის ხელმძღვანელი ჯო კრაგსი, დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახალი ხარის იმპულსის საზღვართან იმყოფება, რომელიც კრიპტოვალუტის ფასს ათჯერ გაზრდის. თუ ასეთ განცხადებას ვენდობით, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უახლოეს მომავალში 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
რადგან ბიტკოინის ფასი ხშირად იწვევს ბაზრის დარჩენილი ნაწილის ზრდას, ჯო თვლის, რომ ასე მოხდება მომდევნო ბიტკოინ-რალის დროსაც. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ბაზრის მასშტაბის ზრდას აუცილებლად მოყვება ფასების მორიგი ზრდა.
სიახლემ იმის შესახებ, რომ კომპანიები Fidelity Investment და Intercontinental Exchange შევიდნენ კრიპტოვალუტის ბაზარზე, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ფასის ავარდნა სპეკულაციური მექანიზმების ხარჯზე, ისევე როგორც ეს მოხდა, როდესაც ბაზარს მსხვილი მოთამაშეები შეუერთდნენ.
თუმცა, ჯოს მიაჩნია, რომ მდგრადი ხარის დინამიკის ასამოქმედებლად კიდევ გარკვეული დრო იქნება საჭირო, ხოლო ამჟამად ის შენარჩუნდება ან დავარდება. ბაზარი ჯერ არაა მზად და ელის უფრო გლობალურ შემოდინებებს, მასშტაბების ზრდას, ლიკვიდურობისა და ტექნოლოგიების განვითარებას. მაგრამ, როგორც კი ეს მიიღწევა, ის წავა ზევის და ყველა კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
გარდა ამისა, Pantera Capital-ის წარმომადგენელი თვლის, რიმ ორი წლის შემდეგ ზოგიერთი კრიპტოვალუტის კომპანია შეძლებს მიაღწიოს Visa/Mastercard-ის გადახლის სისტემის დონეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დათვის ბაზარი დიდხანს დარჩება ასე.
მასალების მიხედვით https://atozmarkets.com
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება
ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.
სნოუდენი კრიპტოვალუტებს მხარს უჭერს, მაგრამ მათ ალგორითმებს აკრიტიკებს
პროექტ ACLU-ს წარმომადგენელთან ბენ ვიზნერთან ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა ადამიანების მხრიდან კრიპტოვალუტის ამ უკანასკნელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ რწმენას რამდეჯერმე გაუსვა ხაზი. ფიატური ვალუტები, სინამდვილეში, საკუთარ ნომინალად არ ღირს. მთავრობა, რომელიც ვალუტას უშვებს, მისი ნომინალური ღირებულების გარანტად გამოდის.