ბრიტანული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, კრიპტოვალუტური სავაჭრო პლატფორმის Bitmex-ის თანადამფუძნებელი 34 წლის ბენ დელო, პირველი ბრიტანელია, რომელმიც მილიარდერი კრიპტოვალუტის მეშვეობით გახდა.
გამოცემა The Sunday Times-ის ონფორმაცით, კოლეჯის ყოველწლიურ გამოცემაში ბენ დელომ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - „სტუდენტი, რომელიც მილიონერი გახდება“ და „სტუდენტი, რომელიც ციხეში ჩაჯდება“.
2005 წელს ბენმა ოქსფორდში მდებარე ვუსტერის კოლეჯი სპეციალობით, „მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები“ წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ, ბენი კომპანია IBM-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი - ჰონკონგში გადასახლდა და ბანკ JP Morgan-ში მუშაობდა.
2014 წელს ბენ დელომ, სემიუელ რიდთან და არტურ ჰეისთან ერთად, კრიპტოვალუტური პლატფორმა Bitmex-ი დააარსა. სავაჭრო პლატფორმის შექმნის პროცესს ბენი ასე აღწერს: „ამ სტარტაპზე მუშაობას 4 წელი დავუთმე. ხანდახან დღეში 18 საათი ვმუშაობდი“.
თავდაპირველად, კომპანიის კაპიტალი საკმაოდ მოკრძალებული იყო. ბენი და მისი მეუღლე Airbnb-ზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მაკდონალდსში იკვებებოდნენ. მილიარდერის თქმით, ის, უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის მსგავსად, მოკრძალებული ცხოვრების წესს მიყვება და ქველმოქმედებისთვის თანხებს რეგულარულად წირავს.
Bitmex-მა პოპულარობა მალე მოიპოვა, რადგან მომხმარებლებს მაღალეფექტურ კრიპტოვალუტურ კონტრაქტების გაფორმებას თავაზობდა. Coinmarketcap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტურ ბირჟებს შორის, Bitmex-ს ვაჭრობის მოცულობების ყველაზე მაღალი მაჩვენებილი აქვს.
ამ ეტაპზე, დღე-ღამის განმავლობაში, პლატფორმა $2,55 მილიარდს ვაჭრობს, რაც მეორეადგილოსან ბირჟა Coinex-ის ვაჭრობის მოცულობას $900 მილიონით აღემატება, ხოლო მესამეადგილზე მყოფი ბირჟის Binance-ს მოცულობას $1,1 მილიარდით აღემატება.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
Coinbase-ს გენერალური დირექტორი სიმდიდრით დაღალა
კრიპტოვალუტის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის და მიუხედავად, ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა კრიპტოვალუტურმა ინვესტორმა საკმაოდ ბევრი ფული გამოიმუშავა, რათა თვითაღიარებულ ფილანტროპების ულტრა მდიდარ ლიგას - უორენ ბაფეტს, ბილ გეიტსა და ილონ მასკს შეუერთდეს.
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.