პროექტ ACLU-ს წარმომადგენელთან ბენ ვიზნერთან ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა ადამიანების მხრიდან კრიპტოვალუტის ამ უკანასკნელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ რწმენას რამდეჯერმე გაუსვა ხაზი. ფიატური ვალუტები, სინამდვილეში, საკუთარ ნომინალად არ ღირს. მთავრობა, რომელიც ვალუტას უშვებს, მისი ნომინალური ღირებულების გარანტად გამოდის.
დისიდენტი და განდევნილი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტები შემოთავაზების დეფიციტისა და მოსახლეობის ფართო ფენების მხრიდან მისადმი ნდობის გამო ფასობს. მან თქვა:
მე მჯერა, რომ კრიპტოვალუტებს ბანკების მონაწილეობის გარეშე და ყოველ დღე სახსრების დიდი მოცულობის მთელი დედამიწის მასშტაბით გადაადგილება შეუძლია... მანამდე, ვიდრე ადამიანები იარსებებენ, ვისაც ბანკების მომსახურებით სარგებლობა არ სურს, მოთხოვნა კრიპტოვალუტებზე შენარჩუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, კრიპტოვალუტები არსად გაქრება, პირველი ციფრული ვალუტა - ბიტკოინი - დიდხანს არ გასტანს. ბიტკოინის კონსენსუს ალგორითმის შესახებ სნოუდენმა განაცხადა:
Proof of work აჯილდოებს მათ, ვინც საკუთარ თავს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურის შენახვისა და ყველაზე მეტი ენერგიის მოხმარების უფლებას აძლევს, რაც დესტრუქციული ტენდენციაა, რომელიც მდიდრების სასარგებლოდ მუშაობს.
Proof of Stake-ის შესახებ მან შემდეგი განაცხადა:
ალგორითმები, მდიდრების პირდაპირ დაჯილდოვების გზით, ეკოლოგიისთვის ზიანის შემცირებას ცდილობს, იმის იმედით, რომ ფულისადმი მათი უსაზღვრო და დაუოკებელი წყურვილი ქსელის მუშაობას უზრუნველყოფს. ცხადია, რომ ჩვენ ახალი მოდელები გვჭირდება.
სნოუდენის მსოფლმხედველობა იმაში მდგომარეობს, რომ „ყველაფერს ნდობა სჭირდება, თუმცა, ამავე დროს, ამ ნდობას არაფერი იმსახურებს“. ის ბლოკჩეინს ტექნოლოგიად განიხილავს, რომელიც ამ პრობლემას წყვეტს. სნოუდენის სიტყვებით, ბლოკჩეინი მოსაწყენი, არაეფექტური და არარაციონალურია, თუმცა კარგად დაპროექტებული, და მათი გატეხვა და ფალსიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში კი, რომელიც ბრიყვი ტყუილებითაა სავსე, რამეს დადასტურების შესაძლებლობა რადიკალური გაუმჯობესებაა.
ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სნოუდენი კრიპროტალუტის აშკარა მხარდამჭერად შეიძლება ჩაითვალოს, მარგამ ის მათი განვითარების მეთოდებს ჯერ კიდევ აკრიტიკებს.
მასალების მიხედვით bitsonline.com
ასევე წაიკითხეთ
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.
NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი niTron-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 17-18 იანვარს დაგეგმილ სამიტზე niTron ჯასტინ სანს და თანამეგობრობის სხვა წევრებს შეუერთდება. კობი ბრაიანტი ანუ „შავი მამბა“ როგორც მას ხშირად ეძახიან, სან-ფანცისკოში ჩავა რათა მოაგვაროს გარკვეული საკითხები და ჩაატაროს დემონსტრაცია, რომელსაც ჯასტინ სანი სამეწარმეო შესაძლებლობებს უწოდებს.