სნოუდენი კრიპტოვალუტებს მხარს უჭერს, მაგრამ მათ ალგორითმებს აკრიტიკებს

სნოუდენი კრიპტოვალუტებს მხარს უჭერს, მაგრამ მათ ალგორითმებს აკრიტიკებს

პროექტ ACLU-ს წარმომადგენელთან ბენ ვიზნერთან ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა ადამიანების მხრიდან კრიპტოვალუტის ამ უკანასკნელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ რწმენას რამდეჯერმე გაუსვა ხაზი. ფიატური ვალუტები, სინამდვილეში, საკუთარ ნომინალად არ ღირს. მთავრობა, რომელიც ვალუტას უშვებს, მისი ნომინალური ღირებულების გარანტად გამოდის.

დისიდენტი და განდევნილი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტები შემოთავაზების დეფიციტისა და მოსახლეობის ფართო ფენების მხრიდან მისადმი ნდობის გამო ფასობს. მან თქვა:

მე მჯერა, რომ კრიპტოვალუტებს ბანკების მონაწილეობის გარეშე და ყოველ დღე სახსრების დიდი მოცულობის მთელი დედამიწის მასშტაბით გადაადგილება შეუძლია... მანამდე, ვიდრე ადამიანები იარსებებენ, ვისაც ბანკების მომსახურებით სარგებლობა არ სურს, მოთხოვნა კრიპტოვალუტებზე შენარჩუნდება. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, კრიპტოვალუტები არსად გაქრება, პირველი ციფრული ვალუტა - ბიტკოინი - დიდხანს არ გასტანს. ბიტკოინის კონსენსუს ალგორითმის შესახებ სნოუდენმა განაცხადა:

Proof of work აჯილდოებს მათ, ვინც საკუთარ თავს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურის შენახვისა და ყველაზე მეტი ენერგიის მოხმარების უფლებას აძლევს, რაც დესტრუქციული ტენდენციაა, რომელიც მდიდრების სასარგებლოდ მუშაობს.

Proof of Stake-ის შესახებ მან შემდეგი განაცხადა:

ალგორითმები, მდიდრების პირდაპირ დაჯილდოვების გზით, ეკოლოგიისთვის ზიანის შემცირებას ცდილობს, იმის იმედით, რომ ფულისადმი მათი უსაზღვრო და დაუოკებელი წყურვილი ქსელის მუშაობას უზრუნველყოფს. ცხადია, რომ ჩვენ ახალი მოდელები გვჭირდება. 

სნოუდენის მსოფლმხედველობა იმაში მდგომარეობს, რომ „ყველაფერს ნდობა სჭირდება, თუმცა, ამავე დროს, ამ ნდობას არაფერი იმსახურებს“. ის ბლოკჩეინს ტექნოლოგიად  განიხილავს, რომელიც ამ პრობლემას წყვეტს. სნოუდენის სიტყვებით, ბლოკჩეინი მოსაწყენი, არაეფექტური და არარაციონალურია, თუმცა კარგად დაპროექტებული, და მათი გატეხვა და ფალსიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში კი, რომელიც ბრიყვი ტყუილებითაა სავსე, რამეს დადასტურების შესაძლებლობა რადიკალური გაუმჯობესებაა. 

ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სნოუდენი კრიპროტალუტის აშკარა მხარდამჭერად შეიძლება ჩაითვალოს, მარგამ ის მათი განვითარების მეთოდებს ჯერ კიდევ აკრიტიკებს.

მასალების მიხედვით bitsonline.com

ასევე წაიკითხეთ

27702018-12-14

ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება

რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.

Blockchain, პიროვნებები
26782018-11-06

გვინეტ პელტროუ ბიტკოინს რეკლამას უკეთებს

გუშინ ტვიტერში მსახიობის გვერდზე ძალზედ უჩვეულო პოსტი გამოჩნდა. მან თავის 2.8 მილიონ მიმდევარს თავისივე კომპანიის ვებ-საიტზე ლინკზე გადასვლით, ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტების შესახებ სტატიის წაკითხვა შესთავაზა.

პიროვნებები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან პიროვნებები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64452018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43262018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33822018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33612018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32872018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain