დასკვნით გამოსვლაში ტოკიოში მარკ კარპელესმა, კრიპტოვალუტური გადამცვლელი Mt.Gox-ის ყოფილმა დირექტორმა, საკუთარ უდანაშაულობაზე განცხადება გააკეთა და იმ მოვლენებთან , რომელთა გამო ფირმამ მომხმარებლების მილიონობით დოლარი დაკარგა, და საბოლოო ჯამში გაკოტრდა, კავშირი უარყო.
მას ბრალი გადამცვლელიდან დაახლოებით 340 მილიონი იენის (დაახლოებით $3 მილიონი) მიტაცებაში და Mt.Gox-ის ვებ-გვერდზე ინფორმაციით მანიპულირებაში წარედგინა.
ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციის თანახმად, ხუთშაბათს კარპელესმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ვერ შეძლო მომხმარებლების ციფრული აქტივები გატეხვისგან დაეცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ბრალდების ყველა პუნქტით უდანაშაულოა.
ოდესღაც Mt.Gox-ი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით ბიტკოინების უმსხვილესი გადამცვლელი იყო , მაგრამ 2014 წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ბირჟიდან 800 000-ზე მეტი ბიტკოინი გაქრა (იმ მომენტისთვის $480 მილიონი). სასამართლო პროცესი ამ წლის ივნისში დაიწყო, მაშინ როდესაც კარპელესი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ის არ გაემგზავრებოდა იაპონიიდან. ის მაშინაც უარყოფდა თავის ბრალეულობას თანხების მიტაცებაში.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ კარპელესმა 340 მილიონი იენი Mt.Gox -ის მომხმარებლების ანგარიშებიდან საკუთარზე 2013 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გადარიცხა. მას ასევე ადანაშაულებენ მონაცემებით მანიპულირებაში Mt.Gox -ის შიდა სავაჭრო სისტემაში ბირჟის ბალანსის "გაბერვისთვის".
სასამართლოზე მისი ადვოკატების გუნდი ამტკიცებდა, რომ ფულის კარპელესის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა ბირჟის ლეგალური საქმიანობის ფარგლებში ხორციელდებოდა.
იმავე თვეს, ცოტა უფრო ადრე, ადგილობრივი პრესა იუწყებოდა, რომ კარპელესმა, რომელსაც თავიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, შესაძლოა ციხეში 10 წელი გაატაროს. მოსალოდნელია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას 2019 წლის 15 მარტს გამოიტანს.
მასალების მიხედვით coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
ტონ ვეისი: ალტკონები ბიტკოინს კონკურენციას ვერ გაუწევენ
ცნობილმა კრიპტოენთუზიასტმა ტონ ვეისმა თავის ბოლო ინტერვიუში განმარტებს, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას ბიტკოინს ალტკოინთან შედარებით. მან ასევე განიხილა ბლოკჩეინის ალტერნატიული გამოყენება.
ცოტა ხნის წინ ვიღაცამ სატოში ნაკამოტოს პროფილი განაახლა
სატოში ნაკამოტო Bitcoin-ის შექმნის დღიდან საიდუმლო ფიგურაა. 2010 წელს, მისი გაუჩინარების შემდეგ, საზოგადოებას ისღა დარჩენოდა ეკითხა, სად ან ვინ არის იგი. ცოტა ხნის წინ P2P პროფილზე ახალი სიტყვა “nour” გამოჩნდა ბრჭყალებში. თუ რა სიტყვაა ეს, ვინ შევიდა პროფილზე და რა მიზნით, ჯერ უცნობია.