აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს

აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს

ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.

სხვა საკითხებთან ერთად, კანონი ითვალისწინებს: „აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას დაევალოს: ღია კოდის მქონე კრიპტოგრაფიკულ ერთეულთან მიმართებაში გარკვეული ნორმატიული ცვლილებების მიღება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე არსებული ციფრული ვალუტების დაბეგვრის დარეგულირება, ერთი ციფრული ვალუტის მეორეზე გაცვლის ტრანზაქციის გადასახადებისგან გათავისუფლება, ერთი ტიპის ციფრული ვალუტის მეორეზე გაცვლისა ან გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებისგან  გათავისუფლება“.

დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია, რომ ფინანსთა მინისტრმა ნორმატიული აქტები უნდა გამოსცეს, რომლებიც იმ ციფრულ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს, რომელზე დაყრდნობითაც მოგება ან წაგებაა აღიარებული.

დევიდსონმა დეკემბერში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივებისთვის „აქტივების კლასის“ შექმნის შესახებ კანონის შემოღებასთან დაკავშირებული გეგმები აქვს. მან გამოაცხადა, რომ კანონი „მათ ფასიანი ქაღალდების სახით კლასიფიკაციის პრევენციას მოახდენს, მაგრამ ასევე ფედერალურ მთავრობას მონეტების პირველადი შემოთავაზების უფრო ეფექტურად რეგულირების საშუალებას მისცემს“.

კონგრესის მრგვალ მაგიდაზე, რომელიც კრიპტოვალუტის საკითხებს მიეძღვნა და სექტემბერში ჩატარდა, უოლ-სრიტის მსხვილი ფირმებისა და კრიპტოვალუტური კომპანიების  45-ზე მეტმა წარმომადგენელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მონეტების პირველად შეთავაზებასა (ICO) და ციფრულ ვალუტებთან მიმართებაში ნორმატიული სიცხადის აშკარა უკმარისობა არსებობს.

მოგვიანებით, ნოემბერში დევიდსონმა განსახილველად კანონპროექტის წარდგენის გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც ICO-ს შესაძლებლობას მისცემს ფასიანი ქაღალდების შესახებ აშშ-ს კანონებს გვერდი აუაროს და შეთავაზება გააკეთოს, რომ ფედერალურ და საშტატო დონეზე ICO განხილულ იქნას, როგორც პროდუქტი და არა, როგორც ფასიანი ქაღალდი.

მასალების მიხედვით cointelegraph.com

ასევე წაიკითხეთ

16412018-11-08

სამხრეთ კორეის იურისტები კრიპტოვალუტების მხარეს დადგნენ

სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.

რეგულატორები
23302018-11-09

ტეხასმა მაინინგის ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა

ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტოს წარმომადგენელმა ტრევის ჯ. აილსმა მაინინგის კომპანიის პრომოუტერების მიმართ სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებიც Linkendin-ის, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ-მარკენტიგული არხების გაყიდვების მენეჯერებს დაჟინებით რეკრუტირებენ .

რეგულატორები, მაინინგი

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან რეგულატორები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64392018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43242018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33772018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33582018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32822018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain