უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს

უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.

შარშან, როდესაც კრიპტო-ინდუსტრია თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, ბევრი მსხვილი კომპანია კრიპტობაზრისადმი თავის ინტერესზე ღიად საუბრობდა. კომპანიებმა Goldman Sachs, Fidelity Investments და Barclays Bank Plc-მა თავიანთ ოფისებში კრიპტოვალუტის განყოფილებები შექმნეს, რომლებიც ბაზარს სწავლობდნენ და ამით ფინანსური სამყაროს მღელვარება გამოიწვიეს.

კომპანია Goldman Sachs-ი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ბიტკოინ-ფიუჩერსებით დაინტერესდა და, გავრცელებული ჭორების თანახმად, საკუთარი კრიპტოვალუტური ბირჟის შექმნაზე მუშაობდა. საინვესტიციო ბანკმა Galaxy Digital-თან პარტნიორული შეთანხმება დადო და კასტოდიალური კომპანიის BitGo Holdings Inc.-ის B სერიის 57 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსების რაუნდს ჩაუდგა სათავეში, რითაც ცდილობდა თავისი კლიენტებისთვის კასტოდიალური მომსახურება გაეწია. გარდა ამისა, ბანკის წარმოებულმა ბიტკოინ-პროდუქტმა, დიდ პროგრესს ვერ მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ბანკი Citigroup Inc.-ი კრიპტოვალუტური პროდუქტი შეიმუშავა, რათა აქტივებით მმართველი ფირმების და ჰეჯ-ფონდების რისკები შეემცირებინა, რომლებსაც ისინი კრიპტოვალუტაში ინვესტირებისას ექვემდებარებიან. გეგმის თანახმად, პროდუქტი სახელწოდებით Digital Asset Receipt-ი, კრიპტოინვესტორებს ინვესტიციების კონტროლისთვის ინოვაციურ საშუალებას მისცემს და აქტივების ახალი კლასისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის ასამაღლებელ ახალი დამატებითი დონით უზრუნველყოფს.

შემდეგ ჩვენ გვაქვს ბრიტანული ბანკი Barclays Inc., რომელმაც ბუმის დროს კრიპტოვალუტისადმი უდიდესი ინტერესი გამოიჩინა. ბანკმა კრიპტოვალუტური აქტივების ახალი ქვეგანყოფილება შექმნა, რომელსაც ტრეიდერები კრის ტირარი და მეთიუ ჯობი ჩაუდგნენ სათავეში. თუმცა, ბანკმა კრიპტოვალუტური პლატფორმის გახსნა ვერ მოახერხა და მისი მომავალი გახსნასთან დაკვშირებული ყველა ჭორი უარყო.

ანგარიშის თანახმად, უოლ-სტრიტის კრიპტობაზრიდან წასვლის ორი მიზეზი არსებობს - ფასების ვარდნა და ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობა. 2018 წელმა კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაციიდან დაახლოებით 700 მილიარდი აშშ დოლარი იმსხვერპლა. ბაზრის დათვური ტენდენციების გამო ბევრი კრიპტოვალუტური კომპანია დაზარალდა, ბევრიც დაიხურა და მაინინგით დაკავებული ფირმები კი - ყოველდღიურად ზარალდებიან. რაც შეეხება დარეგულირების საკითხს, გავრცელებული აზრის თანახმად, ზუსტად ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არქონა არის ის მიზეზი, რის გამოც ფინანსური სექტორის მსხვილი მოთამაშეები ამ ბაზარზე შემოსვლისგან  თავს იკავებენ.

ასევე წაიკითხეთ

19912018-12-10

ისრაელის საგადასახადო სამმართველომ კრიპტოგადასახადებზე დაიწყო ნადირობა

ისრაელის საგადასახადო სამმართველო (ITA)  შესაბამის ზომებს ატარებს იმ პირების მიმართ, რომლებიც კრიპტოვალუტისგან გადასახადების გადახდას არიდებს თავს. ისრაელის კრიპტოტრეიდერებისთვის შესაბამისი გაფრთხილება უკვე გამოქვეყნებულია.

რეგულატორები
22252018-10-25

ესპანეთმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად მოქალაქეები ვალდებულნი არიან ციფრული აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოააშკარაონ

ესპანეთის მასობრივი საშუალებების ცნობით, ესპანეთის მინისტრთა საბჭომ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად დაადეკლარირონ ციფრული აქტივები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ფლობენ. ამგვარად, კრიპტოვალუტით მიღებული მოგება საგდასახადო სამსახურში აისახება, რაც არ ხდებოდა და არ რეგულირდებოდა რაიმე კანონით.

რეგულატორები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან რეგულატორები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64292018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain