სამშაბათს, XRP-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, რომელიც დაკავშირებულია Ripple-ს ქსელთან, დროებით გადაუსწრო Ethereum-ის კაპიტქალიზაციას. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ჭორი გახდა, რომლის თანახმად, Swift-ის მომდევნო განახლებისას, მასში Ripple იქნება ინტეგრირებული. სამშაბათს Swift-ის წარმომადგენელმა ეს ჭორები უარყო.
უკვე დიდი, ხანია Ethereum-ი Bitcoin-ის შემდეგ ნომერ მეორე ვალუტად ითვლება, ამიტომ ის ფაქტი, რომ XRP-ს ციფრულმა აქტივმა მცირე დროით გადაუსწრო ეთერს, ბევრისთვის მოულოდნელი გახდა.
თუმცა, თუ სიტუაციას ყურადღებით განვიხილავთ, არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. მთელი ამ წლის მანძილზე Ethereum-ის ფასი იკლებდა, ძირითადად სმარტ-კონტაქტების დიდი კონკურენციის გამო, ასევე, რამოდენიმე დაპირებული არშემდგარი განახლებების გამო. Ripple კი, მეორეს მხრივ, მთელი წლის განმავლობაში მსხვლ ფინანსურ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებებს დებდა.
Swift-ის განახლება GPI-ის დამატებით სისტემას წარმოადგენს. 2017 წელს გაშვებული GPI სისტემამ, ნელი საერთაშორისო გადარიცხვების პრობლემა უნდა გადაჭრას. ამჟამად, ამ სისტემით Swift-ის ქსელი უმეტესობა ბანკი სარგებლობს. Swift-ის საბანკო განყოფილების უფროსმა ჰარი ნიუმანმა FInancial Times ჟურნალისტებს განუცხადა:
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საბანკო კორესპონდონტული სისტემა 1998 წლის მოდელს წარმოადგენს. მოცემულ მომენტში, ჩვენ 2018 წლის შესაბამის მოდელის პროექტზე ვმუშაობთ.
განახლება, რომელიც 18 ნოემბერს იქნება გაშვებული, ტექნიკური იქნება. მისი მთავარი ფუნქცია - ყველა ტრანზაქციის დაფიქსირების შესაძლებლობაა. Ripple-სთან ინტეგრაციის შესახებ ჭორების თაობაზე კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა:
მე არ ვიცი, თუ საიდან წარმოიშვა მსგავსი ჭორები, მაგრამ მომავალი განახლების შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ RippeNet-თან არანაირი კავშირი არ აქვს. განახლების ძირითადი მიზანია - უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის დაფიქსირება, რაც ბანკებს საშუალებას მისცემს რეალურ დროში დააფიქსიროს GPI-ის გადახდები, თავიდან ბოლომდე.
Swift-ის სამმართველოსთან დაახლოვებული პირის მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, ამ მომენტისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კომპანია ინტეგრაციას გეგმავს. ამის გარდა, ინფორმაციული გამომცემლობა Coinnounce-მ, ამის შესახებ, რამოდენმიმე სტატია გამოაქვეყნა. სტატიებში მითითებული იყო, რომ Swift-ის 21 სექტემბერის ტექნიკური განახლება, Ripple-ს ფასის ზრდის მიზეზია, რომ ორივე კომპანიას ერთნაირი მიზანი აკავშირებს.
რაშიც არ უნდა იყოს საქმე, მსგავსი სახის ჭორები XRP-ს ფასისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
მასალების მიხედვით financemagnates.com/
ასევე წაიკითხეთ
Ripple ახლო აღმოსავლეთში ფართოვდება
კომპანია Ripple-მა თავისი გაფართოების გეგმა გამოაცხადა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეა ორიენტირებული. ამის შესახებ, ინფრასტრუქტურული ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელმა დილიპ რაომ, დუბაის კონფერენციაზე განაცხადა.
XRP KuCoin-ზე ხელმისაწვდომი გახდა
Ripple მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტობირჟაზე დამკვიდრდა. სინგაპურულმა კრიპტოპლატფორმა KuCoin-მა თავის ლისტინგში ამერიკული კომპანია Ripple Labs-ის მიერ შემუშავებული ტოკენის XRP-ის ჩამატების შესახებ განცხადება გააკეთა.