Ripple მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტობირჟაზე დამკვიდრდა. სინგაპურულმა კრიპტოპლატფორმა KuCoin-მა თავის ლისტინგში ამერიკული კომპანია Ripple Labs-ის მიერ შემუშავებული ტოკენის XRP-ის ჩამატების შესახებ განცხადება გააკეთა.
KuCoin-მა თავის სიაში XRP-ს ჩამატების შესახებ განცხადება თავის ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.
დეპოზიტების გახსნა მომენტალურად არის შესაძლებელი, ყიდვის შეკვეთების დამუშავება 3 დეკემბრიდან დაიწყო. შეკვეთების გაყიდვა და სახსრების მოხსნა შესაძლებელია 2018 წლის 5 დეკემბრიდან.
როდესაც ბირჟაზე ირიცხება რომელიმე პოპულარული კრიპტოვალუტა, ისეთი როგორიცაა XRP, პირველი რასაც ბირჟა აკეთებს, ცდილობს თავის პლატფორმაზე ვაჭრობა გაამარტივოს. KuCoin-ი ზუსტად ასე მოიქცა და XRP-თვის სავაჭრო წყვილები წარმოადგინა:
XRP / BTC
XRP/ USDT
XRP / NEO
XRP / PAX
XRP / ETH
XRP / TUSD
XRP / KCS
XRP / USDC.
რა თქმა უნდა წყვილები ძველია, მაგრამ დაგეგმილია სიის გაფართოება.
XRP-ის ლისტინგში ჩამატების გარდა KuCoin-მა შეზღუდული დროით სპეციალური შეთავაზების შესახებ გააკეთა განცხადება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრეიდერები, რომლებსაც XRP-ს შეძენას გადაწყვეტენ, საკომისიოზე 99% ფასდაკლებას მიიღებენ, რის შედეგადაც მოგებაში დარჩებიან. ამ პერიოდში, ნებისმიერი ვინც XRP-თი სინგაპურულ პლატფორმაზე ვაჭრობას გადაწყვეტს, საკომისოს ღირებულების მხოლოდ 1% გადაიხდის. შეთავაზება 10 დეკემბერის შემდეგ, შუაღამის ზუსტად 1 წუთის შემდეგ დასრულდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როდესაც კრიპტობაზარი დათვების ხისტი შეტევების თავიდან აცილება უწევს, XRP-მა საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით მეორე ადგილის შენარჩუნება შეძლო. ასევე, მსხვილი ბირჟის ლისტინგში ჩამატება, დროში გაჭიმულ ვოლანტირობის პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ
არსებობს მოსაზრება, რომ XRP-ს ღირებულაბა არ გააჩნია
გუშინ XRP-ს დიდი თანხა ( 1 მილიარდი) გაანაღდეს. ტრანზაქცია Bithumb-ის გადამყიდველზე დაფიქსირდა, საკომისიომ კი სულ რაღაც 0.000012 XRP-ი შეადგინა.
33 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია XRP-ში მხოლოდ ცენტის მესამედი დაჯდა
გუშინ, დაუდგენელმა პირმა კომპანია Ripple-ს 90 000 000 ტოკენი XRP-ი ერთი უცნობი საფულიდან მეორეზე გადარიცხა. ჩვეულებისამებრ, ასეთი მასშტაბის გადარიცხვები მარტივად განსაზღვრადი კრიპტოვალუტური ბირჟის საფულეზე ხდება. თუმცა ამ შემთხვევაში გადარიცხვის და მიმღების ვინაობა უცნობია, რაც მოცემულ ტრანზაქციას უფრო საეჭვოს ხდის.