Ripple მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტობირჟაზე დამკვიდრდა. სინგაპურულმა კრიპტოპლატფორმა KuCoin-მა თავის ლისტინგში ამერიკული კომპანია Ripple Labs-ის მიერ შემუშავებული ტოკენის XRP-ის ჩამატების შესახებ განცხადება გააკეთა.
KuCoin-მა თავის სიაში XRP-ს ჩამატების შესახებ განცხადება თავის ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.
დეპოზიტების გახსნა მომენტალურად არის შესაძლებელი, ყიდვის შეკვეთების დამუშავება 3 დეკემბრიდან დაიწყო. შეკვეთების გაყიდვა და სახსრების მოხსნა შესაძლებელია 2018 წლის 5 დეკემბრიდან.
როდესაც ბირჟაზე ირიცხება რომელიმე პოპულარული კრიპტოვალუტა, ისეთი როგორიცაა XRP, პირველი რასაც ბირჟა აკეთებს, ცდილობს თავის პლატფორმაზე ვაჭრობა გაამარტივოს. KuCoin-ი ზუსტად ასე მოიქცა და XRP-თვის სავაჭრო წყვილები წარმოადგინა:
XRP / BTC
XRP/ USDT
XRP / NEO
XRP / PAX
XRP / ETH
XRP / TUSD
XRP / KCS
XRP / USDC.
რა თქმა უნდა წყვილები ძველია, მაგრამ დაგეგმილია სიის გაფართოება.
XRP-ის ლისტინგში ჩამატების გარდა KuCoin-მა შეზღუდული დროით სპეციალური შეთავაზების შესახებ გააკეთა განცხადება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრეიდერები, რომლებსაც XRP-ს შეძენას გადაწყვეტენ, საკომისიოზე 99% ფასდაკლებას მიიღებენ, რის შედეგადაც მოგებაში დარჩებიან. ამ პერიოდში, ნებისმიერი ვინც XRP-თი სინგაპურულ პლატფორმაზე ვაჭრობას გადაწყვეტს, საკომისოს ღირებულების მხოლოდ 1% გადაიხდის. შეთავაზება 10 დეკემბერის შემდეგ, შუაღამის ზუსტად 1 წუთის შემდეგ დასრულდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როდესაც კრიპტობაზარი დათვების ხისტი შეტევების თავიდან აცილება უწევს, XRP-მა საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით მეორე ადგილის შენარჩუნება შეძლო. ასევე, მსხვილი ბირჟის ლისტინგში ჩამატება, დროში გაჭიმულ ვოლანტირობის პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ
შესაძლებელია თუ არა Ripple Swift-ის პარტნიორი გახდეს?
სამშაბათს, XRP-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, რომელიც დაკავშირებულია Ripple-ს ქსელთან, დროებით გადაუსწრო Ethereum-ის კაპიტქალიზაციას. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ჭორი გახდა, რომლის თანახმად, Swift-ის მომდევნო განახლებისას, მასში Ripple იქნება ინტეგრირებული. სამშაბათს Swift-ის წარმომადგენელმა ეს ჭორები უარყო.
Ripple ახლო აღმოსავლეთში ფართოვდება
კომპანია Ripple-მა თავისი გაფართოების გეგმა გამოაცხადა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეა ორიენტირებული. ამის შესახებ, ინფრასტრუქტურული ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელმა დილიპ რაომ, დუბაის კონფერენციაზე განაცხადა.