33 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია XRP-ში მხოლოდ ცენტის მესამედი დაჯდა

33 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია XRP-ში მხოლოდ ცენტის მესამედი დაჯდა

გუშინ, დაუდგენელმა პირმა კომპანია Ripple-ს 90 000 000 ტოკენი XRP-ი ერთი უცნობი საფულიდან მეორეზე გადარიცხა. ჩვეულებისამებრ, ასეთი მასშტაბის გადარიცხვები მარტივად განსაზღვრადი კრიპტოვალუტური ბირჟის საფულეზე ხდება. თუმცა ამ შემთხვევაში გადარიცხვის და მიმღების ვინაობა უცნობია, რაც მოცემულ ტრანზაქციას უფრო საეჭვოს ხდის.

დღეს განაცხადეს, რომ XRP-ს მისცეს წვდომა პოპულარული სავაჭრო პლატფორმა eToro-ს ლისტინგისადმი. ეს ტრადიციული სავაჭრო სისტემაა, რომელიც ფიატს როგორც კრიპტოვალუტას უკეთებს მხარდაჭერას. სავსებით შესაძლებელია, რომ ლიკვიდურობისთვის eToro-მ დიდი ოდენობით XRP-ი შეიძინა. თუმცა თანხა დიდი ბირჟისთვისაც კი მეტისმეტად დიდია.

განსაკუთრებულ ყურადღებას ტრანზაქციის მეტისმეტად მცირე ღირებულება იწვევს - მხოლოდ 0,005 XRP-ი. გადაცემული ტოკენების საერთო ღირებულება 33 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია. საკომისიომ კი ამავდროულად მხოლოდ ცენტის მესამედი შეადგინა. ანალოგიური გადარიცხვა ფიატის გამოყენებით ტრადიციულ ბანკებს შორის მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარის საკომისიოს შეადგენდა. 90 000 000 XRP-ის კონვერტაცია ფიატურ ვალუტაში, უდაოდ გამოიწვევს დამატებით მოსაკრებლებს. თუმცა ამავდროულად ტრანზაქცია საკუთარი პოტენციალის დემონსტრაციას აკეთებს - ციფრული აქტივები ფულადი გადარიცხვების მომავალია.

XRP-ი არ საჭიროებს მაინინგს და არც მუშაობის დამადასტურებელი პროტოკოლის (PoW)  მქონე ბლოკჩეინია. სწორედ ამიტომ მისი საკომისიოები პრაქტიკულად ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ მინიმალური დანახარჯების მიუხედავად, ის არ იყენებს PoW ქსელის მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხოების უპირატესობას და დეცენტრალიზაციას.

მიმდინარე წელს Ripple-ი საერთაშორისო გადარიცხვების სისტემის გაუმჯობესებისთვის  აქტიურად მუშაობს ბანკებთან პარტნიორული ურთიერთობების დალაგების მიმართულებით და ამ ფონზე ტრადიციულ სისტემა SWIFT-ს  უპირისპირდება. ფინანსური დაწესებულებების და ორგანიზაციების უმეტესობა სწორედ SWIFT-ის მომხმარებელია. წამში 10 000 ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობა უდაოდ გაცილებით მომხიბლავია ვიდრე ბიტკოინების ნელი ქსელი. თუმცა მანამ სანამ კორპორაცია Ripple-ი XRP-ის მიწოდების მხოლოდ 51 %-ს აკონტროლებს, ის კვლავ იქნება კრიტიკის ობიექტი სკეპტიკოსების მხრიდან დეცენტრალიზაციისადმი დამოკიდებულების გამო. ეს კი მოგეხსენებათ, კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია.

მასალების მიხედვით cryptocoinspy.com

ასევე წაიკითხეთ

32492018-11-01

Ripple ახლო აღმოსავლეთში ფართოვდება

კომპანია Ripple-მა თავისი გაფართოების გეგმა გამოაცხადა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეა ორიენტირებული. ამის შესახებ, ინფრასტრუქტურული ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელმა დილიპ რაომ, დუბაის კონფერენციაზე განაცხადა.

Ripple
34012018-11-07

შესაძლებელია თუ არა Ripple Swift-ის პარტნიორი გახდეს?

სამშაბათს, XRP-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, რომელიც დაკავშირებულია Ripple-ს ქსელთან, დროებით გადაუსწრო Ethereum-ის კაპიტქალიზაციას. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ჭორი გახდა, რომლის თანახმად, Swift-ის მომდევნო განახლებისას, მასში Ripple იქნება ინტეგრირებული. სამშაბათს Swift-ის წარმომადგენელმა ეს ჭორები უარყო.

Ripple, გადახდის სისტემები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Ripple

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33532018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain