ICO - Initial Coin Offering - რა იმალება ამ საკმაოდ ცნობილი უცხოური აბრევეატურის უკან? რატომ არ მცირდება ბლოკჩეინ-სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა თუ მათი 90 % ლამაზად შეფუთული თაღლითური სქემებია.
გარკვეულ წილად ICO ეს ინვესტიციების მოზიდვის ერთგვარი მეთოდია, რომელიც ინვესტორებისთვის ფიქსირებული რაოდენობის ტოკენების მიყიდვაში მდგომარეობს. თავისმხრივ ეს ტოკენები რაიმე ინოვაციური პროდუქტის - საქონლის ან სერვისის წილს წარმოადგენენ და მყიდველს საკუთარი სურვილისამებრ მათი განკარგვის სრული უფლება აქვს.
თავად ტერმინი ICO-ი IPO-ს ანალოგიით შეიქმნა. მაგრამ მსგავსი ჟღერადობის მიუხედავად, თვისობრივად ეს ტერმინები განსხვავებულია. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით.
ექსპერტთა შეფასებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ICO-ების რიცხვი თითქმის გაორმაგდა და კვირაში 2,75-იან ნიშნულს მიაღწია. მაშინ როდესაც 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი კვირაში 1,5-იან ნიშნულს არ აღემატებოდა. ამავდროულად გაიზარდა მოზიდული ინვესტიციების მოცულობაც. მაგალითად, თუ ადრე თანხების სიდიდე რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილონ დოლარამდე მერყეობდა, დღეს უკვე ასობით მილიონი დოლარის დაბანდების შემთხვევებიც გვაქვს.
რა თქმა უნდა კრიპტო-სფეროში მიმდინარე ციებ-ცხელებაზე ხელის მოთბობა თაღლითებმაც გადაწყვიტეს. შედეგად, საზოგადოებაში ბიტკოინისადმი და ბლოკჩეინ-ინდუსტრიისადმი არსებული უარყოფითი დამოკიდებულება და უნდობლობა გაიზარდა.
პირველ რიგში რას უნდა მიექცეს ყურადღება, იმისთვის კაცობრიობის შემოქმედების მორიგ პროდუქტს ვენდოთ.
უსაფრთხო ინევსტიციების რამდენიმე მარტივი წესი: უპირველეს ყოვლისა საღი გონებით შეაფასეთ პროდუქტი, რომელმაც თქვენი ინტერესი მიიპყრო და მოემზადეთ გარკვეული ოდენობის პირადი დროის დახარჯვისთვის. პირველ რიგში უნდა მოახდინოთ „წყლის ზედაპირზე“ არსებული ინფორმაციის გაანალიზება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ იმ ზღვა ინფორმაციის შესწავლა, რომელიც აისბერგის მსგავსად წყლის ქვეშაა მოქცეული.
მეორე წესი ეს ნებისმიერი ინვესტიციის პირველი წესია. თქვენ როგორც მორალურად ასევე ფინანსურად მზად უნდა უყოთ, რომ კონკრეტულ თანხასთან შესაძლო დამშვიდობება მოგიწევთ. ნებისმიერი ბიზნეს თუ კომერსანტული საქმიანობა ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული. მათ შორის მაშინაც, როცა ფულს უკვე „ფეხზე დამდგარ“ ბიზნესში დებთ.
სანამ თქვენთვის უცნობ ICO-ს გზას დაადგებით, არ იქნება ურიგო ინტერნეტის მეშვეობით მცირე სტატისტიკური ანალიზი ჩაატაროთ - დაადგნოთ წარმატებული თუ წარუმატებელი პროექტების რიცხვი, წარმატებულების შემთხვევაში რამდენი იყო დაფუძნებული ბლოკჩეინზე, საშუალოდ რა მოცულობის ინვესტიციებს დებს ხალხი ამ სფეროში, რა მოგება ნახეს (და თუ ნახეს საერთოდ) ინვესტორებმა და ა.შ.
მთავარ ფაქტორს გულუბრყვილო ინვესტორების მოტყუებაში თავად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის და ბიტკოინის (ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტის) მუშაობის სირთულე ასრულებს. ხშირ შემთხვევაში კლიენტების მოზიდვისთვის თაღლითები აპრობირებულ მეთოდს მიმართავენ და მომავალ მსხვერპლს ყველაფერს მეტად მარტივი ენით უხსნიან და სწრაფი გამდიდრების იოლ გზებს უხატავენ.
საინვესტიციო სფეროში არსებულ თაღლითურ პროექტებს ტერმნ SCAM-ით მოიხსენიებენ. ინგლისურიდან ეს სიტყვა - აფერას, თაღლითობას ნიშნავს. როგორც წესი ყალბი ICO ყოველთვის კარგად შენიღბულ და ლამაზად გაფორმებულ ბიზნესს არის ამოფარებული.
მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი ნიშნებისა, რომლებიც თქვენ SCAM-პროექტების გამოვლენაში დაგეხმარებათ;
1 - პროექტის გუნდის წევრთა უმეტესობა რეალურად არ არსებობს
თაღლითურ პროექტთა უმეტესობაში, დაწყებული დირექტორიდან და დასრულებული რიგითი თანამშრომლებით - ყველას სპეციალურად დაქირავებული პერსონალი ე.წ. „დროპები“ ყავთ. ნებისმიერი ICO პროექტის შემთხვევაში დინამიური ინტერნეტ აქტივობა დაგეხმარებათ იმის გაგებაში თაღლითურია ის თუ არა. „დროპების“ დაქირავება სწორედ ასეთი იულუზიის შექმნას ემსახურება. სასურველია, რომ თქვენს მიერ შერჩეულ ICO პროექტის გუნდში ცნობილი სახე ფიგურირებდეს, რომელსაც გახმაურებულ პროექტებში უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ შემთხვევაში მისი გამოცდილება და წარმატება, პროექტის საიმედოობის ერთგვარი გარანტია.
პროექტის გუნდის წევრების შესწავლისას, მაქსიმალურად ეცადეთ მათ შესახებ ინტერნეტში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია (გარდა იმისა, რაც მოცემულია ოფიციალურ ვებ-გვერდზე) მოიძიოთ. როდის და სად გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები მათ შესახებ, რა გამოხმაურებები მოყვა მათ, შესაძლებელია თუ არა გუნდის წევრებთან ონლაინ-კავშირის დამყარება. SCAM-პრექტების შემთხვევაში შეუთავსებლობებს მარტივად შეამჩნევთ.
2 - ოფიციალური წყაროებიდან კონკრეტული ფაქტების და ფიზიკურ პირთა შესახებ რაიმე ცნობების დადასტურების შეუძლებლობა
ბლოკჩეინ-ინდუსტრიაში ხალხის გარკვეული წრე ტრიალებს, არიან აზრთა გამოხატვის ლიდერები, ასევე არსებობს სპეციალური საჯარო პლატფორმები ერთმანეთში ურთიერთობისთვის. ეს შეიძლება იყოს ბლოგები და საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. კრიპტოვალუტაზე საუბრისას, ინფორმაციის საუკეთესო წყარო კრიპტოვლუტური ბირჟებია, მაგალითად - BitFinex, Poloneix ან Kraken. საბირჟო კურსი, ისტორია და ვაჭრობის მოცულობა რეალურად იმაზე მეტი სასარგებლო ინფორმაციის მომცემია, ვიდრე რამდენიმე გვერდიანი მოსაწყენი ტექსტი. ინფრმაციის სწორი მოძიება ICO-ს შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა SCAM-პრექტების ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ კლიენტების მოზიდვას და ამიტომაც თვითრეკლამას და მათ შორის „ფეიკების“ გამოყენებას არ ერიდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში ფინასური ზარალისგან თქვენი მთავარი თავდაცვითი ზღუდე - ლოგიკური აზროვნება, ანგარიში და ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობაა.
კონკრეტული ICO პროექტის ანალიზისას გადაამოწმეთ შესაძლებელია თუ არა კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრებში, გაწევრიანებულია თუ არა ის საერთაშორისო ასოციაციებში. თუ ინტერნეტში კომპანიის იურიდიული მისამართის ძიებისას აღმოაჩენთ, რომ ის რომელიმე კაფეს ან სულაც რესტორანს ეკუთვნის, სასურველია, რომ ამ საქმეში ფულის ჩადებისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი საკონტაქტო ტელეფონი და ოფისების მისამართები რეალურად უნდა არსებობდნენ. მაგალითად, ოფისი მდებარეობს მისამართზე 10 Avenue str, საბუთებში კი მოყვანილია - 101 Avenue str. და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ეს უბრალო და ბანალური შეცდომაა. რეალური უნდა იყოს ასევე ლიცენზიები და სერტიფიკატებიც.
3 - პროექტს არ აქვს იდეოლოგიური საფუძველი
ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიერ შერჩეული საიტის დიზაინს. ICO პროექტის შემთხვევაში ეს პირველ რიგში კარგად დაგეგმილი პრეზენტაციაა, რომელმაც პოტენციური ინვესტორი უნდა მოხიბლოს. ამიტომაც პროექტის ავტორები საკუთარი ვებ-გვერდების დიზაინზე აქტიურად მუშაობენ. შეძლებისდაგვარად დარწმუნდით, რომ საიტზე გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალა არ არის მოპარული. პროექტის დედა აზრი დეტალურად უნდა იყოს ასახული დოკუმენტში სახელად White Paper. თუ მისი წაკითხვის შემდეგ თქვენი კითხვა - „რას მომცემს ამ პროექტში მონაწილეობა?“ კლვლავ პასუხგაუცემელი დარჩება, გირჩევთ სხვა ICO პროექტის ძებნა დაიწყოთ.
4 - მოიყვანე ორი ახალი წევრი და გაზარდე შენი შემოსავალი
პირამიდების და ქსელური მარკეტინგის მუშაობის პრინციპი საიდუმლოს უკვე არავისთვის წარმოადგენს. მისი დამახასიათებელი ფაქტორი - ახალი წევრების მოზიდვის ხარჯზე „დაჯილდოების“ მრავალსაფეხურიანი სისტემაა. ხშირ შემთხვევაში თაღლითები მომავალ ინვესტორებს სწორედ ასეთი „სწრაფი გამდიდრების“ პირამიდული სქემებით ხიბლავენ. რეალურად კი ლამაზად ორგანიზებული და ყოველგვარ კონკრეტიკას მოკლებული პრეზენტაციის იქით მხოლოდ სიცარიელე იმალება.
5 – „ლეგენდის“ სახით ინტერნეტ-სივრცეში წარმატებულ პროექტების გამოყენება
ფართოდ ცნობილ პროდუქტს, მაგალითად როგორიცაა „ღუბლოვანი მაინინგი“ (მაინინგ-პულის მფლობელებისგან კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ვირტუალური საგამომთვლელო სიმძლავრეების გაქირავებით მიღებული შემოსავალი) საზოგადოების უმეტესი ნაწილი შემოსავლის აპრობირებულ და გამოცდილ მეთოდად მიიჩნევს. თაღლითები სწორედ ამ გარემოებით სარგებლობენ. ახალი შემოთავაზების შემთხვევაში ადამიანს როგორც წესი ეჭვი იპყრობს და ის ყველანაირად შემოთავაზებული პროდუქტის ავკარგიანობის შემოწმებას დაიწყებს. ამავდროულად თქვენი ყურადღება პერსპექტიული შემოსავლის არარეალურად დიდმა პროცენტულმა მაჩვენებელმაც (თვიური 20% და მეტი, მაშინ როდესაც ნორმა თვიური 5-7 %-ის ფარგლებში მერყეობს) უნდა მიიქციოს.
6 - პროექტის ტექნოლოგიურობა
რეალურ ICO-ებს პროექტის რეალიზების ტექნიკური აღწერილობა უნდა ახლდეს. შეაფასეთ თქვენს მიერ შერჩეული პროექტის არქიტეკტურა, შეადარეთ ის უახლოეს კონკურენტებს და შეეცადეთ იპოვოთ განსხვავებები. ყური დაუგდეთ სპეციალისტთა მოსაზრებებს ამ პროექტის შესახებ. გადაამოწმეთ ხელმისაწვდომია თუ არა GitHub-ზე თუ სხვა რესურსებზე პირვანდელი წყაროები. თქვენი ძიების წარმატებულ შედეგად GNU/GPL ლიცენზიით გავრცელებადი საწყისი კოდი და პროგრამული უზრუნველყოფა იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს საჭირო ცოდნის არსებობის შემთხვევაში პროექტის კოდის აუდიტის ჩატარება შეუძლია.
7 - ტოკენთა ფასეულობა
ნებისმიერ ICO-ს ტოკენების მფლობელისთვის ფასეულობის სკალა უნდა ქონდეს. გამოშებული ტოკენი არა მხოლოდ უფრო ძვირად უნდა იყიდებოდეს, არამედ პროექტის ფარგლებში შემდგომი განვითარებისთვის საჭირო მკაფიო დასაბუთება უნდა ქონდეს. აუციელებლი და სავალდებულოა, რომ ამ პუნტქზე განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება. ყველა შესაძლო გზით უნდა მოიძიოთ ცნობები იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს კომპანია ფულის გამომუშავებას მოგების ნახვისთვის და ინვესტორებთან ანგარიშის გასწორებისთვის.
მოყვანილ კითხვებზე პასუხების მოიძიების შემთხვევაში, თქვენ ნათლად დაინახავთ ღირს თუ არა პროექტში ფულის დაბანდება. თუმცა გახსოვდეთ, რომ სტატისტიკურად ICO-ების 80% თაღლითური სქემებია. ამიტომაც ამა თუ იმ სტარტაპში ინვესტიციის დაბანდების წინ ყველაფერი კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ.
ასევე წაიკითხეთ
ბოტ-ქსელები DDoS-ატაკიდან ფარულ მაინინგზე გადავიდნენ
2018 წლის მიწურულს, კიბერუსაფრთხოებით დაკავებული კომპანიები თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შექმნილი კიბერ-საფრთხეები. გარდა ამისა, კომპანიები ინტერნეტ-მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა ტიპის საფრთხეებს უნდა ელოდონ მომავალ წელს
Wall Street Journal: ასობით ICO თაღლითობას წარმოადგენს
27 დეკემბერს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეულობით კრიპტოვალუტური პროექტი თაღლითური და პლაგიატის მოქმედების ნიშნებს აჩვენეს.