კრიპტოვალუტების უკან მგდომ ტექნოლოგიებს სავსებით შეუძლიათ, მსოფლიო ფინასური სისტემა შეცვალონ, შუამავლების (ბანკების) ლიკვიდაციამოახდინონ, ამ შუამავლების მიერ აღებული საკომისიო მოსაკრებელი შეამცირონ და ფინანსური ტრანზაქციები გაამარტივონ. თუმცა ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, კრიპტოვალუტური ჰაკერული თავდასხმები რეალურ საფრთხედ რჩება, რომელზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
არსებულ საბანკო სისტემასთან შედარებით არსებული აშკარა უპირატესობების მიუხედავად, მოტაცებული ციფრული აქტივების მოძიებისთვის ციფრულ პლატფორმებს სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვის საშუალება ყოველთვის არ აქვთ. ელექტრონული ბირჟები ჰაკერული თავდასხმების ობიექტები ხშირად ხდებიან. როგორც წესი, ამის მიზეზი ის არის, რომ ბირჟები ცხელი შენახვის ან სულაც ონლაინ საფულეებს იყენებენ.
2018 წლის მდგომარეობით ელექტრონული პლატფორმებიდან ჰაკერებმა 781 $ მილიონ დოლარზე მეტი უკვე მოიპარეს. საქმეს არც უსაფრთხოების დონის ზრდა შველის.
ბირჟა Bitfinex-ის თანამშრომლები პრივატულ გასაღებებს შენახვის ცივი მეთოდით იყენებენ. თუმცა კიბერდამნაშავეები ვერც ამ გარემოებამ შეაჩერა. შესაბამისი ზომების მიღება თავდასხმის ალბათობას ამცირებს, თუმცა ამავდროულად მას შეუძლებელს არ ხდის.
მომხმარელები ბლოკჩეინზე ჰაკერული თავდასხმების ან თაღლითების მსხვერპლი ჯერ კიდევ შეიძლება გახდნენ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სპეციალური მოწყობილობა მომხმარებლის მობილურ ტელეფონსა ან კომპიუტერში წინასწარ მონტაჟდება. მართალია მსგავსი თავდასხმა ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა ჩინელმა სპეციალისტებმა მისი შესაძლებლობა არ გამორიცხეს. შესაბამისი ტესტის საფუძველზე Ledger -ის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ წინასწარ ჩამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობას კომპიუტერის ან მობილური ტელეფონის „გატეხვა“ და იქ არსებული ცნობების მოპარვა შესაძლებელია.
სხვადასხვა თავდაცვითი მექანიზმების შექმნის მიუხედავად, წარმატებული თავდასხმის შემთხვევაში მოპარული აქტივების და ელექტრონული ფულის დაბრუნების საკითხში მომხმარებელი სრულად უძლურია.
ზოგი თვლის, რომ პრობლემების გადაწყვეტა ცენტრალიზებული გამცვლელების გაძლიერებულ მონიტორინგში, გაყინვის, დეტექტირებისა და მოპარული აქტივების კონფისკაციაში მდგომარეობს. ბრიტანელი ჰაკერის დაკავება ცოტა ხნის წინ შტატ დელავერის სამართალდამცავების დახმარებით ცხადი მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია მთავრობას მოპარული სახსრების დაბრუნებაში დახმარების გაწევა.
გარდა ამისა, გადაცვლის დეცენტრალიზირებული ობიექტების გამოყენება და მათი გავრცელება თავდასხმების რიცხვს საგრძნობლად ამცირებს, მაგრამ მომხმარებელს თავდასხმისგან სრულად ვერც ეს მეთოდი იცავს.
მასალების მიხედვით cryptoinsider.com
ასევე წაიკითხეთ
Wall Street Journal: ასობით ICO თაღლითობას წარმოადგენს
27 დეკემბერს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეულობით კრიპტოვალუტური პროექტი თაღლითური და პლაგიატის მოქმედების ნიშნებს აჩვენეს.
Bitstamp-ი საბაზრო მანიპულაციებს წინააღმდეგობას გაუწევს
ევროპაში უმსხვილესი კრიპტო-პლატფორმა Bitstamp-ი და ვაჭრობით დაკავებული მარეგულირებლების და კომპანიების, ბაზრის მონიტორინგის და ბირჟების ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მომწოდებელი კომპანია Irisium Ltd-მ, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. Irisium-ის მონიტორინგი, ახლა უკვე ბირჟა Bitstamp-ზე იმუშავებს.