Bitstamp-ი საბაზრო მანიპულაციებს წინააღმდეგობას გაუწევს

Bitstamp-ი საბაზრო მანიპულაციებს წინააღმდეგობას გაუწევს

ევროპაში უმსხვილესი კრიპტო-პლატფორმა Bitstamp-ი და ვაჭრობით დაკავებული მარეგულირებლების და კომპანიების, ბაზრის მონიტორინგის და ბირჟების ანალიზისთვის  განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მომწოდებელი კომპანია Irisium Ltd-მ, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. Irisium-ის მონიტორინგი, ახლა უკვე ბირჟა Bitstamp-ზე იმუშავებს.

ბირჟამ გუშინ თავისი ტექნიკური არსენალის მოდერნიზაციის და ბაზარზე საეჭვო ქმედებების და მანიპულაციების მონიტორინგისათვის Irisium Surveillance-ის პლატფორმის დანერგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. Bitstamp-ის და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების პროვაიდერის Cinnober-ის თანამშრომლობის წყალობით, კრიპტობირჟა ისეთ საშუალებებს გამოიყენებს, რომლებიც საეჭვო აქტივობებს გამოავლენს. ასეთი ქმედებებით, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული კომპანიები არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ Irisium-ის სამონიტორინგო  ინსტრუმენტები ევროპის ყველა  ნორმატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

Bitstamp-ი თავისი შექმნის დღიდან - 2011 წლიდან, კრიპტო-დაცვის და რეგულირების დარგში პიონერად მიიჩნეოდა. ბირჟა თავისი კლიენტების დაცვაზე აკეთებს აქცენტს და ამისთვის გაფართოებული პროგრამული უზრუნველყოფის და უსაფრთხოების პროტოკოლის KYC / AML პროცედურებს იყენებს. თვითრეგულირებისადმი პოზიტიურმა დამოკიდებულებამ, ბირჟას საშუალება მისცა გამხდარიყო ევროკავშირის პირველი კრიპტო ბირჟა, რომელსაც საბილინგო დაწესებულების ლიცენზია აქვს.

Bitstamp-ი იმ ოთხ კრიპტოვალუტურ პლატფორმას შორისაა, რომლებიც  ფასებსა და დაშიფრვის ინდექსების მონაცემებს, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟას (CME) 2016 წლიდან აწვდიან.

ასევე წაიკითხეთ

32982018-12-19

ყალბი Facebook ექაუნთები თქვენი ბიტკოინების წართმევას ცდილობენ

ამ თვის განმავლობაში Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომ კომპანია Bitmain-მა, თავის „პარტნიორობის“ შესახებ ჩანაწერების კომენტარებში რეკლამა განათავსა, რომელშიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტური ტრანზაქციის შესრულებას სთავაზობს. პოსტი საეჭვოდ გამოიყურებოდა და გვერდის დაჰაკვის ეჭვიც მალევე გაჩნდა.

უსაფრთხოება
28602018-11-02

მობილური აპლიკაციების გამოყენება ტრეიდინგისთვის სახიფათოა

კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიის Positive Technologies სპეციალისტებმა, ტრეიდინგის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მობილური აპლიკაციების უსაფრთხოების კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები არასანუგეშო აღმოჩნდა.

უსაფრთხოება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან უსაფრთხოება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64352018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43202018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain