შვეიცარიული კრიპტოვალუტური კომპანია X8 AG-მ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საქმიანობის დაწყებას აპირებს, თავისი სთეიბლკოინებისთვის ისლამური კომპანიისგან სერტიფიკატი მიიღო, სადაც შარიათის კანონმდებლობასთან შესაბამისობა დადასტურდება.
კომპანია Reouter-სის მონაცემებით, X8 AG იმ კომპანიების ჩამონათვალში შედის, რომლებიც ისლამურ ფინანსურ ბაზარზე შესვლას აპირებენ, ახლო აღმოსავლეთში ბლოკჩეინ ინდუსტრიის განსავითარებლად. ერთი-ერთმა ისლამურმა საკონსულტაციო კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ კრიპტოვალუტური კომპანიები და ბლოკჩეინ-სტარტაპებისა და შარიათის კანონების შეესაბამოსობა შეეფასებინა.
ასეთი კომპანიების რიგში შვეიცარიული კომპანია X8-ც მოხვდა, რომელიც თავის ტოკენს სტაბილური კოინების უნიკალურ კლასად მიიჩნევს. კომპანიისვებ გვერდზე ნათქვამია,
ჩვენი ტოკენები Ethereum-ის ქსელის მხარდაჭერით - ეს არის განაწილებული და ტრადიციული ეკონომიკის კაპიტალის რევოლუციური შენახვის საშუალება. ჩვენ გთავაზობთ X8C ტოკენს, რომელსაც სხვადასხვა ვალუტა და ოქრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ასევე ტოკენ-ფასიან ქაღალდ X8X-ს , რომლის გამოშვებასა და X8X ტოკენის 0% განაკვეთით გადაცვლას უზრუნველყოფს.
“სპარსეთის ყურეს რეგიონი - მართლაც კარგი ადგილია, ფინანსური ტექნოლოგიებით დაკავებული კომპანიებისთვის იმიტომ, რომ მათ ყველას უნდათ გახდნენ მნიშვნელოვანი ფიგურა ფინტექ სექტორში”, - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა ფრანჩესკა გრეკომ.
ამ რეგიონის მარეგულრებელნი ბლოკჩეინ-ინვესტიციების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ კრიპტოვალუტის მერყეობას ჯერ კიდევ ეჭვის თვალთ უყურებენ, გამომდინარე აქედან, სთეიბლკოინებისთვის სულ უფრო მეტი შესაძლებობა იქმნება. კომპანია X8 ასევე გეგმავს, რომ შარიათის კანონების შესაბამისობით კრიპტოვალუტური ბირჟა გახსნას და აბუ-დაბის, დუბაისა და ბაჰრეინის ბირჟებთან მოლაპარაკებები აწამოოს. ბაჰრეინის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა საკონსულტაციო ისლამურმა ფირმა Shariyah Review Bureau (SRB)-მ შარიათის კანონების შესაბამისობის სერტიფიკატი უკვე გაცა. მკვლევარები კრიპტოვალუტით ვაჭრობას უფლებების გადაცემას ადარებენ, რომელიც ნებადართულია ისლამური კანონმდელობის გათვალისწინებით.
მასალების მიხედვით ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg-ი: Tether-ს საკმარისი ფიატის რეზერვი გააჩნია
ბოლო პერიოდში Tether-ის სტეიბლკოინის გარშემო სხვადასხვა სახის დავა მიმდინარეობს. ეს ციფრული სტაბილური მონეტა აშშ დოლარის ექვივალენტის სახით გამოიყენება. თეორიაში, 1 Tether-ი მიმაგრებულია 1 აშშ დოლართან. Bloomberg-ის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ Tether-ის ანგარიშებზე მიმდინარე ბალანსი ტოლია ან აღემატება კიდეც USDT-ს, რომელიც მიმოქცევაში 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით ვრცელდება.
Tether დასტაბილურდა, ოღონდ მცირე ხნით
USDT-მ ამაღამ აშშ დოლართან პარიტეტი დროებით აღადგინა. სტეიბლკოინების მხრიდან მზარდი კონკურენციის ფონზე, რომელიც კრიპტოინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების სახელით ჩაეშვა, Tether ადრე გამოშვებული ტოკენების მასობრივი გამოსყიდვის გზით ბრძოლას განაგრძობს.
