ციფრული აქტივებით ვაჭრობის დროს სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორდერების შესრულება ბაზარზე სხვაობაზე მოგებასა და ზარალს შორის წამით ადრე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გასაკვირი არაა, რომ კრიპტოვალუტის პლატფორმა Deribit-მა ორდერების დახურვის სიქჩარის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა, რათა მათ უკეთესი შედეგის დემონსტრირება მოეხდინათ. Deribit-ის გარდა ანალიზში მონაწილეობას Bitfinex-ის, Binance-ის, Coinbase-ის, Bitmex-ის და Okex-ის ბირჟები იღებდნენ.
თითოეულ ბირჟაზე ყველაზე ლიკვიდური წყვილი შემოწმდა, იმისათვის რომ ლიმიტური ორდერისა (limit order) და საბაზრო ორდერის (market order) შესასრულებლად საჭირო დრო განესაზღვრათ.
ეს ტესტი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველ წუთს მეორდებოდა. ბირჟების უმეტესობამ 10 მილიწამზე ნაკლებ დროში ვერც ერთი ამოცანის შესრულება ვერ მოახერხა. ყველაზე ცუდი შეგედი ბირჟა Okex-მა აჩვენა. რამოდენიმე ბირჟაზე შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაფიქსირდა, როდესაც ტრანზაქციას წამზე მეტი დრო დასჭირდა, ხოლო Bitmex-მა ასეთი შეკვეთების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლის დემონსტრირება მოახდინა.
როგორც წესი ორდერის სიჩქარე დიდად არ აწუხებთ საცალო ინვესტორებს, რომლებიც აქტივების ყიდვა-გავიდვის დროს წამიერ შესრულებაზე არ არიან დამოკიდებულნი. თუმცა, პროფესიონალი ტრეიდერებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით უოლ-სტრიტსა და კრიპტოვალუტის ბაზარზე. წარმოებული ინსტრუმენტებით მოვაჭრე ბირჟებისთვის, რომელებსააც კრიტპტოვალუტით ვაჭრობა გაასმაგებული საკრედიტო მხარით შეუძლიათ, დრო - ყველაფერია. ხოლო სავაჭრო სტრატეგიებისთვის, რომლებიც ბაზრის სიახლეზე სწრაფ რეაგირებაზე არიან დამოკიდებულნი ბრძანების სიქჩარე შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს. ბევრი ფინანსური ბროკერი საკუთარ ბიზნეს-მოდელს მაღალსიხშიარიან ვაჭრობაზე (ეგრეთ წოდებული „სკალპინგზე“) აფუძნებს, ეყრდნობა რა ალგორითმულ ვაჭრობას დაგვიანების დაბალი მნიშვნელობით, მაღალი სიქჩარითა და გამოტანილი განაცხადების მაღალი წილით დადებული გარიგებების რაოდენობასთან მიმართებაში.
პლატფორმა Deribit-მა გამოიყენა ანალიზის შემდეგი მეთოდი:
ჩვენ გავზომეთ დრო, დაწყებული პირვანდელი ორდერიდან, მისი განთავსების დადასტურებამდე. ჩვენ API-ს მოთხოვნისთვის შეყოვნება განვსაზღვრეთ, იმისათვის რომ იმ შეყოვნებების კომპენსირება მოგვეხდინ, რომლებიც ბირჟაზე დამოკიდებული არაა. ამ მოთხოვნების ხანგრძლივობა ორდერების მოთხოვნის ხანგრძლივობას გამოაკლდა, ხოლო დანრჩენილმა დრომ კი ორდერის შესრულების დრო შეადგინა.
ქვემოთ ჩატარებული ანალიზის პასუხებია მოცემული:
• Binance – ორდერების შეყოვნების საშუალო დრო 37,2 მილიწამი, იმ დროს როდესაც შეკვეთების 0,1 პროცენტი 10 მილიწამის განმავლობაში სრულდებოდა, ხოლო 1,1 პროცენტი - 1 წამის განმავლობაში.
• Bitfinex – ორდერების შეყოვნების საშუალო დრო 156 მილიწამი, იმ დროს როდესაც შეკვეთების 0 პროცენტი 10 მილიწამის განმავლობაში სრულდებოდა, ხოლო 1,5 პროცენტი - 1 წამის განმავლობაში.
• Bitmex – ორდერების შეყოვნების საშუალო დრო 1,11 მილიწამი, იმ დროს როდესაც შეკვეთების 13,4 პროცენტი 10 მილიწამის განმავლობაში სრულდებოდა, ხოლო 20,8 პროცენტი - 1 წამის განმავლობაში.
• Coinbase – ორდერების შეყოვნების საშუალო დრო 33,0 მილიწამი, იმ დროს როდესაც შეკვეთების 0,2 პროცენტი 10 მილიწამის განმავლობაში სრულდებოდა, ხოლო 0,1 პროცენტი - 1 წამის განმავლობაში.
• Deribit – ორდერების შეყოვნების საშუალო დრო 6,1 მილიწამი, იმ დროს როდესაც შეკვეთების 89,6 პროცენტი 10 მილიწამის განმავლობაში სრულდებოდა, ხოლო 0 პროცენტი - 1 წამის განმავლობაში.
• Okex – ორდერების შეყოვნების საშუალო დრო 127 მილიწამი, იმ დროს როდესაც შეკვეთების 0 პროცენტი 10 მილიწამის განმავლობაში სრულდებოდა, ხოლო 0,2 პროცენტი - 1 წამის განმავლობაში.
ბირჟებს შორის ძალიან ძლიერი კონკურენცია არსებობს, განსაკუთრებით კი მათში, ვინც დერივატივებით ვაჭრობს. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული მარჯირებული ვაჭრობისთვის გაცილებით უფრო მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ სიქჩარე, მისი მნიშვნელობა კონკურენციის ზრდასთან ერთად უდავოდ გაიზრდება და ტრეიდერები იძულებულნი გახდებიან, უკეთესი შედეგისთვის იბრძოლონ.
მასალების მიხედვით https://news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
Gemini Bitcoin Cash-ს ამატებს
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.
Binance Bitcoin Cash ABC-ისა და Bitcoin Cash SV-ის მონეტებს ჩარიცხავს
ბირჟა Binance-მ მონეტების გადანაწილების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელებიც გუშინდელი Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკის შემდეგ მიიღო. Binance-ს ჯგუფმა პლატფორმის მომხმარებლებს შეატყობინა, რომ გადაფასება ერთი-ერთზე მოხდება. BCHAB ან BCHSV მონეტები დაირიცხება ყოველი Bitcoin Cash-ის მონეტის ნავცლად, 16:40 15.11.2018 მდგომარეობის მიხედვით. ვაჭრობა 16 ნოემბრის 8 საათიდან დაიწყო.