სამი მილიონი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Binance-მ (BCF) მიიღო, საკუთარი სავალუტო სისტემა TRON-TRX-ში იყო გადმორიცხული. BCF - ეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღების დაჩქარებისთვის და გარკვეულ წილად ღარიბების დასახმარებლად შეიქმნა.
ბევრმა შეიძლება იფიქროს რომ ქველმოქმედებაზე ფულის დახარჯვისას სანს ფარული ზრახები ამოძრავდება. თუმცა როგორც ჩანს ყოველივე ეს მხოლოდ კეთილი ნების ჟესტი იყო. ჩანპენ ცჟაომ საკუთარ ტვიტერში დაწერა:
ჯანსიტნმა ჩვენ საქველმოქმედო მიზნით საკმაოდ სოლიდური ფულადი თანხის დახარჯვის წინადადებით მოგვმართა. საუბარია 3 მლნ აშშ დოლარზე. ჩემთვის ეს დიდი პატივია.
საქველმოქმედო ფონდ BCF-ის მტკიცებით, მისი მთავარი მისია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით მილიარდობით ადამიანისთვის სიღარიბის დაძლევის დახმარებაში მდგომარეობს. ამჟამად BCF-ის წევრები მუშაობენ პლატფორმაზე, რომელიც საქველმოქმედო ორგანიაციებს და კერძო პირებს თვითოეული განხორციელებული ქველმოქმედებისთვის თვალყურის დევნების საშუალებას მისცემს. მისი გამოყენებით, მომხმარებელი დაწმუნდება, რომ მის მიერ გაღებული თანხა ადრესატამდე ზუსტად და სრული მოცულობით მივიდა.
3 მლნ აშშ დოლარის ქველმოქმედებაში დახარჯვის განცხადების გაკეთებისთანავე, სანის მოქმედება მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. დაიწყო საუბრები მასსა და Binance-ს შორის ფარულ მოლაპარაკებების არსებობის თაობაზე. ჩჟაოს აზრით, ეს ქველმოქმედება მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების ჟესტია და მასში არანაირი ფარული აზრი არ დევს. მან ასევე დასძინა, რომ ფარულ აზრებზე საუბარი ზედმეტია თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით რომ პლატფორმა Binance TRX-ს მხარდაჭერას უკვე სამი წლის განმავლობაში ახორციელებს.
ასევე წაიკითხეთ
Gemini Bitcoin Cash-ს ამატებს
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.
OKEx-ი 58 სავაჭრო წყვილზე იტყვის უარს
ჰონკონგში ბაზირებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტური გადამცვლელი OKEx-ი საკუთარ პლატფორმაზე რამდენიმე ათეულ სავაჭრო წყბილს წაშლის. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.