ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
გუშინ Binance-მ საკუთარი მომხმარებლისთვის ახალი სერვისი აამოქმედა. ამიერიდან, Binance-ს აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას, Tripio-ს ერთიან პლატფორმაზე გადახდის ძირითადი საშუალების სახით Binance Coin-ის (BNB) გამოყენება შეუძლია.
Tripio ბლოკჩეინზე დაფუძნებული და მოგზაურობების დაჯავშნაზე ორიენტირებული პირველი პლატფორმაა. კომპანია სასტუმროების დასაჯავშნად ტურისტულ სერვის-პლატფორმას აქტიურად ანვითარებს. თავად პლატფორმა სმარტ-კონტაქტებს Ethereum ეფუძნება, რომელიც მატარებლების მართვის სერვისისთვის გამოიყენება.
ტურისტულ ოპერატორთან თანამშრომლობისგან სარგებელს რეიტინგული კრიპტოპლატფორმაც ნახულობს.
ბოლო დროის განმავლობაში Binance-ი აქტიურად ვითარდება. კომპანია ახალ ბაზრებს იპყრობს და BNB-ს ფიატურ ვალუტებთან კონკურენციის თაობაზე ჩანპენ ჩჟაოს განცხადების გამყარებას ინტენსიურად ცდილობს. შემოდგომის თვეების განმავლობაში Binance-მ აამოქმედა კრიპტოვალუტების ობიექტური რეიტინგი Info 2.0, დანერგა ახალი პროდუქტი Chainalysis KYT და სტებლკოინების ახალი ერთიანი ბაზრის შექმნა დააანონსა.
ასევე წაიკითხეთ
Binance სტაბილური მონეტების ერთობლივ ბაზარს ქმნის
უმსხვილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Binance-მა, ახალი ერთიანი სტეიბლკოინების ბაზრის პლატფორმის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბაზარის შესახებ არანაირი დეტალები არ გაამხილეს, თუმცა ვიცით, რომ USDT ამ პლატფორმის ნაწილი იქნება.
კრიპტოვალუტური ბირჟების უსაფრთხოების რეიტინგი Group-IB-სგან
კიბერ-დაცვის კომპანია Group-IB-ი, თავის პარტნიორ IT-პლატმორმა CryptoIns-სთან ერთად აცხადებს, რომ „შეიმუშავა მსხვილ ბირჟებზე განთავსებული კრიპტოაქტივების ადეკვატური გადაფარვისთვის სადაზღვევო პრემიების განსაზღვრის მსოფლიოში პირველი შეფასების სისტემა“
