ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა თავისი კლიენტების ორდერები გაუფრთხილებლად იმ მომენტში გააუქმა, როდესაც აქტივების ფასები დაეცა. ამის გამო პლატფორმის მომხმარებლებმა თავისი სახსრები დაკარგეს. საუბარია $135 მლნ. ღირებულების Bitcoin Cash-ის ფიუჩერსებზე. გამცვლელი პუნქტის წარმომადგნელებმა ასეთი გადაწყვეტილება Bitcoin Cash-ის ორად გაყოფის პროცესის გამო მიიღეს.
ფიუჩერსული კონტრაქტი - ფინანსური დევირატივია. ასეთი კონტრაქტის პირობების თანახმად, მისი მესაკუთრე ვალდებულია ფიქსირებულ ფასად იყიდოს ან გაყიდოს აქტივების გარკვეული რაოდენობა მკაცრად აღნიშნულ ვადაში. ბიტკოინებზე ფიუჩერსების შემთხვევაში, აქტივად ბიტკოინის მოისაზრება. ასეთ მომსახურეობას თავის მომხმარებელს ძალიან ცოტა კომპანია სთავაზობს, ხოლო ამ ბაზარზე შესასვლელი ზღვარი - საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ბირჟა CME- მ კონტრაქტის მინიმალური ფასი 5 BTC შეაფასა.
ჰონგ-კონგური ბირჟა OKEx მომხმარებელს Bitcoin და Bitcoin Cash ფიუჩერსებით ვაჭრობას სთავაზობს. როგორც ადრე იყო ცნობილი, ქსელი Bitcoin Cash-ი, ორ კრიპტოვალუტას - Bitcoin Cash ABC и Bitcoin Cash Satoshi Vision გაყოფა იყო დაგეგმილი. ორივე მათგანს ძლიერი ჯგუფები უწევენ მხარდაჭერას, რომელთაც ერთმანეთთან მუშაობა არ სურთ.
ფორკის შედეგად კრიპტოვალუტის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო (და თან სხვა მონეტების ფასიც გაიყოლა). აქედან გამომდინარე, OKEx-ის გადაწყვეტილება, კონტრაქტებით გათვალისწინებული პირობების ვადების ამოწურვამდე შეესრულებინა, ინვესტორები დააზარალა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ფონდის მმართველმა ჩანპენ ჩჟაომ $700 000 იზარალა.
პუნქტის წარმომადგენლებმა განმარტეს:
მომავალი ფორკის გამო BCH-ის სავაჭრო ბაზრებსა და ფიუჩერსულ ბაზრებზე დიდი ვოლანტილობა არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, ჩვენ ვოლანტილობის ზრდას ველოდებით. BCH-ის ფორკის დასრულება არაპროგნოზირებადია.
OKEx-ის წარმომადგენლებმა ისიც, განმარტეს, თუ რატომ არ გააფრთხილეს თავიანთი ინვესტორები წინასწარ:
გაფრთხილება ბაზარზე სხვადასხვა მანიპულაციების დაწყებას გამოიწვევდა და ჩვენი კლიენტებისთვის მეტად საზიანო გახდებოდა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სტაბილურობის და ბაზრის სამართლიანობის შესანარჩუნებლად, მოკლე შეტყობინება გამოგვექვეყნებინა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც OKEx-ს კლიენტები გაუნაწყენდნენ. 2018 წლის მარტში. კომპანიას ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობის ხელოვნურ გაზრდას აბრალებდნენ. ტრეიდერმა, რომელიც კომპანიას ადანაშაულებდა, საკმაოდ საფუძვლიანი მტკიცებულებები წარმოადგინა, თუმცა კომპანიამ ყველა ბრალდება უარყო.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
ტრანზაქციებზე თვალყურის დევნებისთვის Binance-ი ახალ ინსტრუმენტს ნერგავს
კრიპტოვალუტის 10 წლიანი იუბილეს მოახლოების მიუხედავად, სკეპტიკოსებში ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ მოცემული ტექნოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ფულის გათეთრების ციფრული საშუალებაა. უსამართლო ბრალდებების უარყოფის მიზნით, საკუთარი ტრანსკონტინენტალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის ბირჟა Binance-ი კრიპტოვალუტების შესწავლას - Chainalysis-ს შეუერთდა.
პირველი „ჰალალი“კრიპტივალუტის გადამცვლელი პუნქტი 2019 წელს გამოჩნდება
პროექტმა ADAB Solutio, რომელიც ბაზირებულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, განაცხადა, რომ გეგმავს მომავალ წელს FICE - პირველი ისლამური კრიპტივალუტის გადამცვლელი პუნქტი აამუშაოს (First Islamic Crypto Exchange), რომელიც „შარიათის კანონების შესაბამისად“ იმუშავებს. ცნობილია, რომ 2020 წლისთვის კომპანია გეგმავს ვაჭრობის ყოველდღიურმა მოცულობამ $146 მილიონს, ხოლო ყოველთვიურმა - $4.4 მილიარდს მიაღწიოს.