CoinMarketCap-ის რეიტინგში მეხუთე კრიპტოპლატფორმა Bitfinex-მა, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, წინასწარი განცხადების გარეშე, ფიატური სახსრების შეყვანის მინიმალური საკომისიო 20-დან 60 აშშ დოლარამდე გაზარდა.
საგულისხმოა, რომ ეს პირველი ცვლილება არ არის, რომელიც Bitfinex-მა უკანასკნელი დროის განმავლობაში საკუთარ ტრაფიკში შეიტანა.
ორი კვირის წინ Bitfinex-მა ფიატის გამოყვანის ოპერაციის საკომისიოს 3 %-ი დაამატა. მაგალითისთვის, ამ ოპერაციიდან მიღებული ჯამური თანხა ერთი თვის განმავლობაში 1 მლნ აშშ დოლარს აღემატება.
მომხმარებლებს, რომლებიც 30 დღის განმავლობაში ფიატის გამოყვანის ერთზე მეტ ოპერაციას ასრულებენ, ასევე მოუწევთ ახალი ტარიფებით სარგებლობა. მომხმარებელი წინასწარ არც ამ ცვლილების შესახებ იყო გაფრთხილებული. Bitfinex-მა ისინი არსებული ფაქტის წინაშე დააყენა.
სავარაუდოდ, გადასახადის საფასურის ზრდა სირთულეებს უკავშირდება, რომლებიც Bitfinex-ს აშშ-ს დოლართან და ევროსთან მიმართებაში ჰქონდა. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში Bitfinex-მა საკუთარი კლიენტების აქტივების გამოყვანის პროცედურა 1 თვით არაერთხელ გადადო. იყო ოპერაციების გაუქმების შემთხვევებიც.
დიდი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი წესები ერთი თვის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე მცირე ნომინალიანი ოპერაციის შესრულების შეწყვეტას უკავშირდება. Bitfinex-ს სურს, რომ თვეში ერთხელ ერთიანი, მაგრამ ამავდროულად მსხვილი თანხის გამოყენებით შესრულდეს ოპერაცია.
ყოველთვიური ტრანზაქციების რაოდენობის შეზღუდვით, ბირჟა ბანკზე მოქმედი დატვირთვის შემცირებას ცდილობს.
ასეთი მიდგომა, რომელიც მინიმალურ შესატანზე მოსაკრებლის ფასის ზრდისკენაა მიმართული, კლიენტების გარკვეულ ნაწილს მძიმედ დააწვება. ვინაიდან მათ ერთ ჯერზე მსხვილი თანხით ტრანზაქციის განხორციელების საშუალება ფიზიკურად არ აქვთ. Bitfinex-ის ახალი პოლიტიკის შედეგად, მინიმალური - 0,1 % სიდიდის საკომისიოს მიღებისთვის, კლიენტი იძულებული იქნება ერთ ჯერზე არანაკლებ 60 000 $-ის ღირებულების თანხა გამოიტანოს. 10 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალური ტრანზაქციის შესრულებისთვის კი მინიმალური საკომისიო 0,6 % იქნება.
ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რომელმაც შეიძლება ბევრი კლიენტი ამ საქმიანობას ჩამოაშოროს.
მოცემული სიახლეების დანერგვის შემდეგ, Bitfinex-ი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოპლატფორმა გახდა. კონკურენტი კრიპტობირჟები საკუთარ კლიენტებს გაცილებით მომგებიან პირობებს სთავაზობენ. ასე მაგალითად, Bitstamp-ზე მინიმალური საკომისიო 15 $-ია, Coinbase Pro-ში კი - 25 $.
ასევე წაიკითხეთ
OKEx-მა Binance ჩაანაცვლა და ვაჭრობის მოცულობით პირველ ადგილზე გავიდა
კრიპტობირჟა OKEx-მა სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობით Binance-ს მნიშვნელოვანი დისტანციით გადაუსწრო, რომელმაც რეიტინგის უმაღლესი საფეხური დაკარგა, 50% ვაჭრობის მოცულობის შემცირებით, Huoibi-მ მესამე პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.
Binance Bitcoin Cash ABC-ისა და Bitcoin Cash SV-ის მონეტებს ჩარიცხავს
ბირჟა Binance-მ მონეტების გადანაწილების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელებიც გუშინდელი Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკის შემდეგ მიიღო. Binance-ს ჯგუფმა პლატფორმის მომხმარებლებს შეატყობინა, რომ გადაფასება ერთი-ერთზე მოხდება. BCHAB ან BCHSV მონეტები დაირიცხება ყოველი Bitcoin Cash-ის მონეტის ნავცლად, 16:40 15.11.2018 მდგომარეობის მიხედვით. ვაჭრობა 16 ნოემბრის 8 საათიდან დაიწყო.