რუმინულ კრიპტოვალუტურ ბირჟა CoinFlux-ს პრობლემები შეექმნა

რუმინულ კრიპტოვალუტურ ბირჟა CoinFlux-ს პრობლემები შეექმნა

ადგილობრივი ახალი ამბების წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ  რუმინული კრიპტოვალუტური ბირჟა CoinFlux-ის, გენერალური დირექტორი ვლად ნისტორი დააკავეს, რომელსაც ახლო მომავლში აშშ-ში ექსტრადირება ელოდება.

ნისტორს თაღლითობაში, ჰაკერულ თავდასხმებში, ფულის გათეთრებასა და შესაძლოა ორმაგი საკომისიოს გამოძალვაში დაედება ბრალად. აღსანიშნავია, რომ CloinFlux-ი არ არის ფართოდ გავრცელებული ბირჟა, მისი ვაჭრობის მოცულობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ იგი CoinMarketCap-ზეც არ რეგისტრირდება. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტური ბირჟის ნებისმიერი დირექტორის დაპატიმრებამ, შეიძლება მთლიანობაში კრიპტოვალუტურ ბაზარს მიაყენოს ზიანი.

ადგილობრივი რუმინული გაზეთის რედაქცია, როგორც ჩანს თვლის რომ ექსტრადიცია და დაპატიმრებას სათანადო საფუძველი არ აქვს:

ვლად ნისტორი  გუშინ დააპატიმრეს, დღეს დილით აშშ-ს საიდუმლო სამსახურს გადასცეს და ხვალე მისი აშშ-ში გაგზავნა სურთ. რუმინეთის მთავრობა, საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად უარს არ აცხადებს, თუმცა ჯერჯერობით გამოძიების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. არავინ იცის, რატომ ადანაშაულებენ მას (ადვოკატებმაც კი არ იცოდნენ როგორ დაეგეგმათ დაცვა).

ეს მოვლენები, ადამიანის უფლებებს, სამართლიან სასამართლოზე მოქალაქეობრივ უფლებებსა  და მხარეების თანასწორობას უგულებელყოფს. CoinFlux-ის საბანკო ანგარიშები ოფიციალურად გაიყინა. როგორც ჩანს, ბირჟა გენერალური დირექტორის დაპატიმრების ფაქტს უარყოფდა, მაგრამ ახლა აღიარა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, CoinFlux-ის გუნდმა განაცხადა, რომ ბირჟა “ყველა სახის ოპერაციების შეჩერების არასასურველ სიტუაციაში იმყოფება”.

ბირჟა CoinFlux-ი, თავის თავს წარმოადგენს როგორც, შესყიდვის, გაყიდვისა და ისეთი ცნობილი კრიტპვოვალუტებით ვაჭრობისთვის პლატფორმას როგორიცაა: Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Ripple (XRP) და Litecoin (LTC). ახლა კი ვებ-გვერდზე განცხადებაა განთავსებული, ვაჭრობის დროებით შეწყვეტის შესახებ.

მასალების მიხედვით cryptocoinspy.co

ასევე წაიკითხეთ

19682018-11-09

Huobi-მ დაანონსა რუსეთის ფილიალის გახსნის თარიღი

7-8 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, "Blockchain Life" Huobi Russia-ს მმართველმა სერგეი გრაჩევმა და Huobi Global-ის დირექტორმა ედვარდ ჩენმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილი კრიპტოვალუტური პლატფორმა Huobi, 12 ნოემბერს რუსეთში თავის ოფისს გახსნის.

ბირჟები
20192018-10-31

პირველი „ჰალალი“კრიპტივალუტის გადამცვლელი პუნქტი 2019 წელს გამოჩნდება

პროექტმა ADAB Solutio, რომელიც ბაზირებულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, განაცხადა, რომ გეგმავს მომავალ წელს FICE - პირველი ისლამური კრიპტივალუტის გადამცვლელი პუნქტი აამუშაოს (First Islamic Crypto Exchange), რომელიც „შარიათის კანონების შესაბამისად“ იმუშავებს. ცნობილია, რომ 2020 წლისთვის კომპანია გეგმავს ვაჭრობის ყოველდღიურმა მოცულობამ $146 მილიონს, ხოლო ყოველთვიურმა - $4.4 მილიარდს მიაღწიოს.

ბირჟები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ბირჟები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64402018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43242018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33802018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33582018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32842018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain