ვენესუელა ყოველგვარი რეკორდების მოხსნას აგრძელებს, ეხება ეს ინფლაციას თუ ნაყიდი ВТС-ის რაოდენობას. თუმცა, ვენესუელაში ბირჟა Coinbase-ის კრიპტოვალუტა Zcash-ის დარიგებამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
Coinbase-მა საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით „Coinbase-ის 12 დღე“ ვენესუელაში უშემწეო ოჯახების დასახმარებლად ჩაატარა. კრიპტოპლატფორმამ $ 10 000 ღირებულების Zcash (ZEC)-ს არაკომერციულ ორგანიზაცია GiveCrypto.org-ს შემოწირულობის სახით გადასცემს, რომელიც ამ თანხას გაჭირვებაში მცხოვრებ ოჯახებს გადასცემს.
Coinbase-ის ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტი ხაზს უსვამს შემდეგს:
Coinbase-ი ცდილობს მომავლის ღია ფინანსური სისტემა შექმნას და ხალხს, კრიპტოვალუტის შეძენასთან ერთად, მისი გამოყენების საშუალებაც მისცეს. GiveCrypto.org-ი, სისტემის საუკეთესო ნაწილებს - ტრანსსაზღვრული ხელმისაწვდომობას, დაბალი გადასახადების სიმარტივეს და რეალურ რეჟიმში გადახდების განხორციელებას იყენებს, რათა, დღევანდელი ეკონომიკის პირობებში, იმ ადამიანების შესაძლებლობები გააფართოვოს, ვინც გაჭირვებაში იმყოფება. Coinbase-ი სწორედ იმათ ეხმარება, ვისაც ეს განსაკუთრებულად სჭირდება.
პროექტ GiveCrypto.org-ისთვის $10 000 ZEC-ში გაღებული თანხა ვენესუელის სასაზღვრო ქალაქ სანტა-ელენა-დე-უაირენის მოსახლეობას დაეხმარება.
კომერციული ორგანიზაცია სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ასობით ოჯახს, რომლებიც GiveCrypto.org-ის პროგრამაში არიან დარეგისტრირებულნი, ერთი აშშ დოლარის ღირებულების ZEC-ს დაურიგებს. ამ თანხის დახარჯვას ისინი Bonnum-ის მობილური საფულეების საშუალებით შეძლებენ.
სასაზღვრო ქალაქ სანტა-ელენა-დე-უაირენსში რამოდენიმე ადგილობრივი მაღაზია კრიპტოვალუტას ღებულობს და პირველი მოხმარების საგნებს და პროდუქტებს კრიპტოვალუტის სანაცვლოდ ყიდიან. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეში 1 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, ოჯახი „1-2 კგ ცილოვანი პროდუქტის ან 2 კგ წყალბადების და ბოსტნეულის ყიდვას შეძლებს“.
თუმცა, კრიპტოსაზოგადოებამ Coinbase-ის საქველმოქმედო აქციის კეთილ განზრახვაში ეჭვი შეიტანა. Twitter-ი აჭრელებულია ნეგატიური კომენტარებით. Coinbase-ს ვენესუელელბის უაღრესად გაჭირვებული მდგომარეობის რეკლამისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. პირველ რიგში, საზოგადოებამ Coinbase-ის CEO და GiveCrypto.org-ის დამფუძნებელი ბრაიან არმსტრონგი ვენესუელურ მემის საკუთარ ბიზნეს-ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა .
ასევე წაიკითხეთ
ფონდ Tron-მა და ჯასთინ სანმა ქველმოქმედებას მილიონები შესწირეს
სამი მილიონი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Binance-მ (BCF) მიიღო, საკუთარი სავალუტო სისტემა TRON-TRX-ში იყო გადმორიცხული. BCF - ეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღების დაჩქარებისთვის და გარკვეულ წილად ღარიბების დასახმარებლად შეიქმნა.
ბირჟა Huobi-მ შესაძლოა 32 კრიპტოვალუტა ვაჭრობიდან ამოიღოს
Huobi მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვლესი კრიპტოვალუტური ბირჟაა. ცოტა ხნის წინ მან რისკის ზონაში მყოფი 32 ციფრული ვალუტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.