ადგილობრივი ახალი ამბების წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ რუმინული კრიპტოვალუტური ბირჟა CoinFlux-ის, გენერალური დირექტორი ვლად ნისტორი დააკავეს, რომელსაც ახლო მომავლში აშშ-ში ექსტრადირება ელოდება.
ნისტორს თაღლითობაში, ჰაკერულ თავდასხმებში, ფულის გათეთრებასა და შესაძლოა ორმაგი საკომისიოს გამოძალვაში დაედება ბრალად. აღსანიშნავია, რომ CloinFlux-ი არ არის ფართოდ გავრცელებული ბირჟა, მისი ვაჭრობის მოცულობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ იგი CoinMarketCap-ზეც არ რეგისტრირდება. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტური ბირჟის ნებისმიერი დირექტორის დაპატიმრებამ, შეიძლება მთლიანობაში კრიპტოვალუტურ ბაზარს მიაყენოს ზიანი.
ადგილობრივი რუმინული გაზეთის რედაქცია, როგორც ჩანს თვლის რომ ექსტრადიცია და დაპატიმრებას სათანადო საფუძველი არ აქვს:
ვლად ნისტორი გუშინ დააპატიმრეს, დღეს დილით აშშ-ს საიდუმლო სამსახურს გადასცეს და ხვალე მისი აშშ-ში გაგზავნა სურთ. რუმინეთის მთავრობა, საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად უარს არ აცხადებს, თუმცა ჯერჯერობით გამოძიების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. არავინ იცის, რატომ ადანაშაულებენ მას (ადვოკატებმაც კი არ იცოდნენ როგორ დაეგეგმათ დაცვა).
ეს მოვლენები, ადამიანის უფლებებს, სამართლიან სასამართლოზე მოქალაქეობრივ უფლებებსა და მხარეების თანასწორობას უგულებელყოფს. CoinFlux-ის საბანკო ანგარიშები ოფიციალურად გაიყინა. როგორც ჩანს, ბირჟა გენერალური დირექტორის დაპატიმრების ფაქტს უარყოფდა, მაგრამ ახლა აღიარა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, CoinFlux-ის გუნდმა განაცხადა, რომ ბირჟა “ყველა სახის ოპერაციების შეჩერების არასასურველ სიტუაციაში იმყოფება”.
ბირჟა CoinFlux-ი, თავის თავს წარმოადგენს როგორც, შესყიდვის, გაყიდვისა და ისეთი ცნობილი კრიტპვოვალუტებით ვაჭრობისთვის პლატფორმას როგორიცაა: Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Ripple (XRP) და Litecoin (LTC). ახლა კი ვებ-გვერდზე განცხადებაა განთავსებული, ვაჭრობის დროებით შეწყვეტის შესახებ.
მასალების მიხედვით cryptocoinspy.co
ასევე წაიკითხეთ
Bitfinex-მა ფიატის განაღდების მინიმალური საკომისიო სამჯერ გაზარდა
CoinMarketCap-ის რეიტინგში მეხუთე კრიპტოპლატფორმა Bitfinex-მა, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, წინასწარი განცხადების გარეშე, ფიატური სახსრების შეყვანის მინიმალური საკომისიო 20-დან 60 აშშ დოლარამდე გაზარდა.
ახალი დეცენტრალიზებული ბირჟა Bithumb ამოქმედდა
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის მეორე უმსხვილესმა ბირჟა Bithumb-მა ახალი დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (DEX) ოფიციალურად გახსნა. ამ ახალი ინიციატივის განხორციელება One Root Network (RNT)-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც დეცენტრალიზებული ტრანზაქციების განხორციელებისთვის ტექნოლოგია Ethereum-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროტოკოლი წარმოადგინა.