Facebook-ი დაადგენს სად აპირებთ წასვლას, მანამ სანამ ის რეკლამას გამოგიგზავნით. ამის დადგენა ახალ ტექნოლოგიაზე მიღებული პატენტის მეშვეობით მოხდება. აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოს მიერ გაცემული პატენტი მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის ადგილსამყოფელის არსებული მონაცემებს ეყრდნობა. ასევე, სხვა პირების ანალოგიურ მონაცემებს იყენებენ იმის პროგნოზისთვის თუ სად და როდის აპირებენ ისინი წასვლას.
1Facebook-მა აღნიშნული აპლიკაცია სახელით Offline Trajectories („ავტონომიური ტრაექტორიები“) დაარეგისტრირა. ფაქტობრივად, ეს ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც თქვენი გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა შეუძლია. მუშაობისას, ტექნოლოგია თქვენს ადრეულ მონაცემებს დაეყრდნობა და ასევე თქვენი Facebook მეგობრების მონაცემებს, რომ თქვენი სამომავლო ადგილსამყოფელი მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს. პროცესის აღწერის ზუსტი ფორმულირება შემდეგნაირად ჟღერს - „ადგილმდებარეობის შესახებ წარსულში დარეგისტრირებული მონაცემებზე ნაწილობრივ დაყრდნობა“
ეს ნიშნავს, რომ Facebook-ი გეოლოკაციების არქივს გამოიყენებს იმისთვის, რომ თქვენი სამომავლო ადგილმდებარეობა იწინასწარმეტყველოს.
მაგალითად, თუ თქვენ რომელიმე კონკრეტულ ფიტნეს-დარბაზს სტუმრობთ, შემდეგ კი მის მახლობლად კაფეში შესვლა გჩვევიათ, აპლიკაცია ასეთი მარშრუტის ალბათობას აფასებს და მახლობლად მდებარე წერტილების შესახებ რეკლამას გიგზავნით. რა თქმა უნდა ეს მარტივი მაგალითია. რეალურად Facebook-ი მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის ექსტრაპოლაციას შეძლებს.
სხვა საპატენტო განაცხადი სახელწოდებით „ადგილმდებარეობის პროგნოზირება სოციალურ ქსელებში უსადენო სიგნალების გამოყენებით“ Facebook-ს საშუალებას მისცემს განსაზღვროს თქვენი სამომავლო ადგილმდებარეობა მოცემულ ტენდენციებზე დაყრდნობით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სხვა ადამიანი მსგავსი ინტერესებით ქალაქში ერთი და იგივე შაბლონური მარშრუტით გადაადგილდება, Facebook-ი დაიტოვებს იმედს რომ თქვენც იგივე გზით ისარგებლებთ. მაგალითად, ხალხს რომელიც ერთ სტადიონზე ფეხბურთის კონკრეტულ მატჩს ესწრება, ახლომდებარე ლუდის ბარების შესახებ ერთნაირი რეკლამა მიუვათ.
ტექნოლოგიური კომპანიაები რეგულარულად აცხადებენ, რომ ინისი პატივს სცემენ თავიანთი მომხმარებლების კონფიდენციალურობას და პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ და მხოლოდ სერვისების გაუმჯობესების და რეკლამის შეთავაზების მიზნით აგროვებენ. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, სულ უფრო ხშირად ხდება წვდომა უბრალო ადამიანების პირადულ მონაცემებზე.
ასევე წაიკითხეთ
შვეიცარიის მაცხოვრებლებს Monero-ს ყიდვა უკვე კრიპტომატებში შეუძლიათ
ბლოკჩეინ-სტარტაპი Bity თავის კრიპტოვალუტურ ბანკომატებში მონეტა Monero-ს მხარდაჭერას დაამატებს. კომპანიამ საკუთარი აპარატების სამუშაო საათები და მისამართები გამოაქვეყნა, რომლებშიც შვეიცარიული ფრანკის (CHF) ან ევროს სანაცვლოდ ადგილზე შეიძლება ციფრული ვალუტის ყიდვა.
IOTA შიდა ქსელური ტრანზაქციებისთვის ახალ ჩიპს გამოიყენებს
IOTA-ს ფონდის წარმომადგენლობა RIddle & Code-სთან თანამშრომლობის შესახებ შეტყობინება გაავრცელეს, რომლის მიზანიც IOTA Tangle-ზე “მანქანიდან მანქანაზე” ავტონომიური ტრანზაქციების განვითარებაა.