არც ისე დიდი ხნის წინ კითხვაზე „ჭირდება თუ არა კრიპტოვალუტურ ინვესტორებს აპარატული საფულეები?" Ledger Eric Larchevêque-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში კომპანიამ 1.3 მილიონი ასეთი მოწყობილობა გაყიდა. მოცემულ სექტორში კონკურენცია Trezor-ის და KeepKay-ს მსგავსი რამდენიმე მწარმოებლითაა შეზღუდული, რომლებიც ჯერ-ჯერობით გაყიდვების თაობაზე ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებენ.
არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, იანვრის თვეში კომპანია Trezor-მა დაახლოებით 800 000 საფულე გაყიდა.
თავის მხრივ Trezor-ი როგორც წესი შემოთავაზებული მოდელების პარტიას სრულად ყიდის. განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის მქონე T მოდელის საფულის გამოშვების შემდეგ, კომპანიას მოწყობილობის მყიდველთა უშველებელი რაოდენობის რიგში დაყენება და შესაბამისი სიების შედგენაც კი მოუხდა.
პარალელურად, Ledger-მა Nano S-ის მოდელის საფულე და მისი შესაძლებლობები ახალ დონეზე აიყვანა. აპრილის თვეში ამსტერდამის აეროპორტმა Schiphol, დიუთი ფრის მაღაზიებში კრიპტოვალუტით გადახდის მიღებისთვის აღნიშნული მოწყობილობების გამოყენება დაიწყო. ამავდროულად პოტენციური კლიენტთა რიცხვის გაზრდისთვის, Ledger-ი თავის მოწყობილობაშიახალი ტოკენების მხარდაჭერის შესაძლებლობებს ამატებს.
საკუთარი კომპანიის კრიპტოვალუტური აპარატული საფულეების მზარდი პოპულარობა Ledger-ის ხელმძღვანელმა მარტივად ახსნა - უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა.
აპარატული მოწყობილობები არც ისე ძვირია, პორტატულია, მარტივია ხმარებაში და ქაღალდის საფულეზეა მიბმული, რაც მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში ფინანსური აქტივების აღდგენის საშუალებას იძლევა.
აღნიშნულ საფულეებზე დიდ მოთხოვნას სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს. სამწუხაროდ შავი პიარი ვერც ამ ინდუსტრიამ აირიდა. ზაფხულში კლიენტებმა საფულეების მწარმოებელი კომპანია BitFi-ი, რომელსაც ჯონ მაკაფი უჭერდა მხარს, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს. მაკაფის მტკიცებით, ამ კომპანიის საფულის გატეხვა შეუძლებელია.
მას შემდეგ რაც საფულე 15 წლის საალემ რაშიდმა გატეხა,კომპანიამ შეწყვიტა მსგავსი განცხადებების გაკეთება
მასალების მიხედვით https://bitcoinist.com
ასევე წაიკითხეთ
Opera ბრაუზერმა კრიპტოსაფულე გაუშვა
Opera-ს ვებ-ბრაუზერის შემმუშავებლებმა Android-ის აპლიკაციაში ჩაშენებული კრიპტოვალუტური საფულეს პრეზენტაცია წარმოადგინეს. ეთერეუმის ინვესტორები, რომლებიც იყენებენ Opera-ს ბრაუზერს, მომავალში სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებენ წვდომას თავიანთ ტოკენებთან.
NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს
ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.