Samsung-ი ცივი შენახვის მომსახურებას შესთავაზებს

Samsung-ი ცივი შენახვის მომსახურებას შესთავაზებს

დასავლური მედიის ინფორმაციით, კომპანია Samsung კრიპტოვალუტის სერვისზე მუშაობს, რომელიც Galaxy S10-სთან ერთად ჩაეშვება.

ეს სერვისი თავდაპირველად ორი ნაწილისგან იქნება შემდგარი - კრიპტოვალუტის შესანახი ცივი საფულისგან, საჯარო და პრივატული გასაღებისგან, ასევე სახსრების გადარიცხვისა და ინფორმაციისა და ტრანზაქციის ისტორიის სანახავად განკუთვნილი კრიპტოვალუტური საფულისგან. საფულეების დასახელება ჯერ არ საჯაროვდება.

ცივი შენახვისთვის განკუთვნილი Samsung-ის აპლიკაცია მომხმარებლებს Metamask-ისა და TrustWallet-ის მსგავსი გარე სერვისებიდან არსებული საფულეების იმპორტის საშუალებას მისცემს. მომხმარებლებს ასევე ახალი საფულის პორდაპირ აპლიკაციაში შექმნა შეეძლებათ. კრიპტოვალუტები, რომლებიც თავდაპირველად იქნება მხარდაჭერილი - Bitcoin, Ethereum, ERC20 ტოკენები და Bitcoin Cash-ია.

აპლიკაციაში შექმნილი სააღრიცხვო ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინზე სრული ანონიმურობის დაცვით იქნება შენახული. მომხმარებლის ანგარიშისადმი წვდომის აღდგენის ერთადერთი საშუალება 12-24 სიტყვისგან შემდგარი საიდუმლო ფრაზა იქნება. მომხმარებლები ამ ფრაზის უსაფრთხოდ შენახვაზე პასუხს აგებენ, ვინაიდან მის გარეშე კრიპტოვალუტური ანგარიშის აღდგენა შეუძლებელი იქნება.

აპლიკაციას უსაფრთხოების რამდენიმე დონე ექნება და ის აუტენტიფიკაციას მოითხოვს. ვინაობის დადასტურების ვარიანტები ჯერ ბევრი არ არის - თითის ანაბეჭდი ან პინ-კოდი, და ეს მორიგი დასტურია იმის, რომ Samsung თავის ახალ Galaxy S10-ში თვალის ბადურის სკანერს არ გამოიყენებს.

მასალების მიხედვით www.sammobile.com

ასევე წაიკითხეთ

30122018-12-03

NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს

ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.

უსაფრთხოება, საფულე
30842018-10-18

Ledger-ი თუ Trezor-ი?

არც ისე დიდი ხნის წინ კითხვაზე „ჭირდება თუ არა კრიპტოვალუტურ ინვესტორებს აპარატული საფულეები?" Ledger Eric Larchevêque-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში კომპანიამ 1.3 მილიონი ასეთი მოწყობილობა გაყიდა. მოცემულ სექტორში კონკურენცია Trezor-ის და KeepKay-ს მსგავსი რამდენიმე მწარმოებლითაა შეზღუდული, რომლებიც ჯერ-ჯერობით გაყიდვების თაობაზე ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებენ.

საფულე

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან საფულე

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64292018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain