წლის ბოლოს ინფორმაციისა და მრეწველობის განვითარების ჩინურმა ცენტრმა (CCID) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეფასების ინდექსის მორიგი გლობალური საჯარო რეიტინგი (GPBTAI) გამოაქვეყნა. ეს კრიპტოვალუტური პროექტების უკვე რიგით მერვე რეიტინგია.
ტრადიციულად, სიის ზედა სტრიქონში განთავსებული EOS-ი ტექნოლოგიის და ინოვაციების სფეროში 156 ქულით მოწინავე პოზიციას იკავებს. დიდად მას არც Ethereum-ი ჩამორჩება, რომელიც გამოყენების და ინოვაციების სფეროში ტრადიციულად მეორე პოზიციას იკავებს. ბრინჯაოს პოზიციაზე BitShares-მა GXchain-ი ჩაანაცვლა, რომელმაც სიის მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Komodo, Ontology, NULS, Nebulas, NEO და Steem პირველ ათეულში შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. Ripple-ი კი, რომელიც გასულ თვეს ტოპ ათეულს ხურავდა, ამჯერად 19-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. საკუთარი პოზიციების შენარჩუნება ვერც Bitcoin-მა შეძლო და დაკავებული 13-ე ადგილიდან 18-ზე ჩამოვიდა.
ბოლო ხუთი პოზიციის მფლობელი ამ თვეში არ შეცვლილა - Bitcoin Cach, Bytecoin, Litecoin, NEM, Decred.
კვლევის თანახმად, შეფასების ყველა სფეროში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერც ერთმა კრიპტოვალუტამ ვერ შეძლო. ყოველ მათგანს საკუთარი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ყოველივე ეს დაგროვილი ქულების ფონზე მოცემულ ცხრილში ნათლად არის ასახული.
ასევე წაიკითხეთ
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან. Dash Core Group (DCG) -ის დეველოპერების გუნდის ცოტახნისწინდელი დუმილი დარღვეულია. DCG-ს გენერალურმა დირექტორმა რაიან ტეილორმა ვებ-გვერდ Medium-ის ბლოგის პოსტში განაცხადა, რომ Dash-ი სრულიად სტაბილურია.
Gemini Bitcoin Cash-ს ამატებს
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.